საზოგადოება ე.წ სოციალურ პურს ფასის ცვლილების გარეშე მიიღებს - გიორგი ხანიშვილი

საზოგადოება ე.წ სოციალურ პურს ფასის ცვლილების გარეშე მიიღებს - გიორგი ხანიშვილი

access_time2020-12-12 12:00:48

როგორ ხვდება ქვეყანა პანდემიას და როგორია სახელმწიფო პოლიტიკა სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ? რადიო კომერსანტის გადაცემაში „აგრო სექტორი“  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი სახელმწიფოს მიერ ხორბლის სუბსიდირების პროგრამის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საზოგადოება ე.წ სოციალურ პურს ფასის ცვლილების გარეშე მიიღებს. მისი თქმით სახელმწიფოს სუბსიდირება 63 საწარმოს შეეხო.

 

სასურსათო უზრუნველყოფის ნაწილში პანდემიის პირობებში გაზაფხულზე შევძელით ერთი თვის მოხმარებული ხორბლის სუბსიდირება, აქ კრიზისული იყო ის, რომ იმ პერიოდში რუსეთმა, რომელიც ყველაზე დიდი მომწოდებელია, გარკვეული კვოტები დააწესა და ქვეყანას, რომ არ შექმნოდა სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით საფრთხე, მთლიანად დავასუბსიდირეთ ერთი თვის მარაგი. ეს იყო 4 მილიონ ლარის ოდენობის თანხა.  ჩვენ გვინდოდა სოციალური პური მიგვეწოდებინა საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის ფასის ცვლილების გარეშე.  ამ გადაწყვეტილებით ვფარავთ სრულიად საქართველოს. სუბსიდირებას 63 საწარმო მიიღებს, ჯარიმაც ეხება მათ ვინც სუბსიდირებას მიიღებს და არ შეასრულებს პირობებს, სხვა საწარმოები რჩებიან თავისუფალი ფასწარმოების პირობებში, მათ თავის ასორტიმენტზე შეუძლიათ გაზარდონ ფასები. ფასის მატება სხვადასხვა წონის პურზე არის 10 თეთრიდან 20 თეთრამდე , ზოგი აცხობს 2-2,5 კგ-იან პურს, ამდენად, თავისუფლად იქნება შესაძლებელი შევიძინოთ სოციალურად დასუბსიდირებული პური, თუ კი ამის სურვილი გვაქვს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გვინდა,რომ შევიძინოთ პური თონედან რომელიც ახლოს გვაქვს, ხაჭაპური, ლობიანი თუ ტორტი, იქ მოგვიწევს იმ ადეკვატური ფასის გადახდა, რომელიც მსოფლიოში არსებული ფასწარმოქმნიდან არის გამომდინარე“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 


მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველომ უნდა შეძლოს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის მოცულობა და პროდუქციის ხარისხი გაზარდოს. მისი თქმით, ასევე უნდა შეიქმნას სწორი საფასო პოლიტიკა. გიორგი ხანიშვილის თქმით სწორედ ეს არის მთავრობის როლი და მისი თქმით, აღნიშნუ პოლიტიკას  მთავრობა იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც აქვს ახორციელებს.

 

წელიწადში მოგვყავს 150 ათასი ტონა ხორბალი, ითესება 50-55 ათასი ჰექტარი, ჩვენ ახალი სათესლე მასალის შემოტანით  და ფერმერების მიერ აგროკალენდრის   სწორად დაცვით უნდა შევძლოთ საშუალო საექტრო მოსავლიანობა 4-5 ტონაზე მაინც ავიყვანოთ. ეს იქნება ბიზნესი და ასევე შეიქმნება მარაგი, თუმცა არა იაფი, არამედ მსოფლიო საბაზრო პრინციპით სტრუქტურირებული. დედოფლის წყაროს რომ გაცდებით, შირაქისკენ მიმავალ გზაზე,  არის  მანქანების თავშეყრის ადგილი, იქ რომ ჩახვალთ, ნახავთ რომ კახელი გლეხი ნიუ-იორკისა და მოსკოვის ბირჟის ფასებზე დაგელაპარაკებათ.  შეიძლება თქვათ, საიდან იცისო,  მაგრამ ისინი უყურებენ საერთაშორისო ფასებს. ბოლო წლებია გინახავთ,რომ ფერმერი წუწუნებდეს 30 თეთრი ღირს ხორბალიო ?! -  იმიტომ რომ სწორი საფასო პოლიტიკა ჩამოყალიბდა და ფერმერმა თავისი დანახარჯი უნდა ამოიღოს,“- ამბობს გიორგი ხანიშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up