საზოგადოება და ბანკები – 190 ათას მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება

საზოგადოება და ბანკები – 190 ათას მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება

access_time2022-09-14 20:00:00

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 190000 სესხია გაცემული.



„მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 9519 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.



1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა არ შეცვლილა, თუმცა, მთლიანი პორტფელი - 9459 მილიონიდან 9519 მილიონ ლარამდე გაიზარდა.



190000 ხელშეკრულებიდან 83400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1444 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 სექტემბრის მდგომარეობთ 20.33% შეადგინა.



რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 სექტემბრის მონაცემებით 71400 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.27%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3134 მილიონი ლარია.



34100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 აგვისტოსთან შედარებით 600-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 4891 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1271.5 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 15.64%-ში, ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 სექტემბრის მონაცემებით 3619.5 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14.21%-ში.




ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 სექტემბრის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.7 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 23.43%-ში გაასესხეს.



ასევე გაცემულია 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 28 მილიონი ლარია.



1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.9%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ავტო სესხზე - 23.43%-ია, რომელსაც მოყვება სამომხმარებლო სესხი - 20.33%-იანი განაკვეთით.



1 ივლისის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა უცვლელია. 1 აგვისტოს მონაცემებთან შედარებით საპროცენტო განაკვეთების არსებითი ცვლილება არც ერთი მიზნობრიობით გაცემულ სესხებში არ შეიმჩნევა.



„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების გამომწვევი შიდა და გარე გრძელვადიანი ფაქტორების შენარჩუნების შედეგია. პანდემიით გამოწვეულ ინფლაციურ პროცესებს თან დაერთო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი რისკებიც, მსოფლიო ბაზარზე გარკვეულ სასაქონლო კატეგორიებზე ფასების ზრდა. მიმდინარე ინფლაციამ შემცირება დაიწყო, თუმცა იგი კვლავ მაღალია. აგვისტოს თვის ინფლაციამ 10.9% შეადგინა, რაც ზემოაღნიშნული შოკების გამორიცხვის გარეშე უფრო მეტად შემცირებული უნდა ყოფილიყო სხვა თანაბარ პირობებში. ინფლაციის შემცირებაზე დადებითად მოქმედ ფაქტორებს შორის, შესაძლებელია, სურსათის და ნავთობის ფასებზე საერთაშორისო ბაზრებზე არსებული კლებადი ტრენდი. აღნიშნული ეფექტი ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ადგილობრივ ბაზარზეც დიდ გავლენას მოახდენს და ინფლაციის ტრენდს შემცირებისკენ უბიძგებს.



ასევე მნიშვნელოვნადაა შენარჩუნებული საკრედიტო აქტივობა, სამომხმარებლო და უცხოური ვალუტის სესხების ხარჯზეც. ასევე გაზრდილია ტურისტული შემოსავლებიც, რაც ერთობლივი მოთხოვნის ზრდის ერთერთი მდგენელია. ეს ფაქტორიც მნიშვნელოვნად აფერხებს ინფლაციის შემცირების ტემპს.



შემდგომ თვეებში კი მოსალოდნელია კლება, თუმცა გაგრძელებული ინფლაციის ფონზე, ახალი შოკის დამატების პირობებში, უარყოფითი ინფლაციური მოლოდინების ფორმირების გაზრდილი რისკია, რითიც აიხსნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის არსებულ დონეზე შენარჩუნება. სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია თავის მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის შუა პერიოდისთვის დაუბრუნდება.



მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების მიხედვით, გაძლიერებულ ინფლაციურ ზეწოლას დიდი ცენტრალური ბანკები უკვე გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას უპირისპირებენ, მაგ: ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკები, რომლებიც საპროცენტო განაკვეთებს საკმაოდ ხანგრძლივად, ნულოვან ნიშნულთან ინარჩუნებდნენ. ხსენებულ გამკაცრებას, შესაძლებელია, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ეფექტი ჰქონდეს უცხოური ვალუტის სესხების ნაწილში. ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტის გარდა აამოქმედა მაკროპრუდენციული ინსტრუმენტებიც, რომლებიც უკვე მოქმედებენ სესხების ზრდის ტემპის შემცირების მხრივ, რაც სამომავლოდ უფრო გაძლიერებული ეფექტის მომცემი იქნება.



მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკურ პროცესებზე დაკვირვება გააგრძელოს და გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი რაც, სამომავლოდ ფასების სტაბილურობასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდას შორის წონასწორობას უზრუნველყოფს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up