საზოგადოება და ბანკები“ – 119200  მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება

საზოგადოება და ბანკები“ – 119200 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება

access_time2020-06-24 14:15:10

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 119200 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 8.25% შეადგინა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6140.55 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.


1 აპრილიდან 1 მაისამდე გაცემული სესხების რაოდენობა შემცირდა 500-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6254.81 მილიონიდან 6140.55 მილიონ ლარამდე შემცირდა.
119200 ხელშეკრულებიდან 34200 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 834.11 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მაისის მდგომარეობთ 13.49% შეადგინა.


რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 მაისის მონაცემებით 44400 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.25%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1923.31 მილიონი ლარია.


36700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 3142.34 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1099.30 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.70%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 მაისის მონაცემებით 2043.04 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.02%-ში.


ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 მაისის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 15.882 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 16%-ში გაასესხეს.


ასევე გაცემულია 3000 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 81.25 მილიონი ლარია.



ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 მაისის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.83%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.


1 მაისის მდგომარეობით, შემცირებულია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 12.88-დან 13.49-მდე, ავტოსესხებზე 12.32-დან 16-მდე.


„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება სიფრთხილითაა გამოწვეული. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული ფასებზე ინფლაციური წნეხი შერბილებულია და მომავალი წლის დასაწყისში მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება, თუმცა პანდემიით გამოწვეული პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების ხარჯების ზრდა ფასებზე კვლავ ახდენს ინფლაციურ ზეწოლას, რითიც შესაძლებელია აიხსნას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ასე მცირედით შემცირება. მეორე მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის შემცირება ინფლაციის შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს, რაც შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად შერბილების საფუძველს იძლეოდეს. პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლად შემცირებულია და მონეტარული სტიმულების დროულობა ეკონომიკის სწრაფად გაჯანსაღებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რაც შეეხება ფისკალური სტიმულების (იპოთეკური სესხების ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირება) მონეტარული პოლიტიკის როლში განხილვას, მივიჩნევთ, რომ არასწორია და ვერ მოახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე მასშტაბურ ზეგავლენას, რადგან კონკრეტულ ვიწრო სეგმენტს ეხება და მისი ეკონომიკაზე ზეგავლენის დაყოვნების (lag) დროც ბუნდოვანია. სასურველია, რომ ეროვნულმა ბანკმა შემდეგ სხდომებზე უფრო მკვეთრად შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ერთი მხრივ, პირდაპირ მოახდენს გავლენას დაკრედიტებაზე, ხოლო მეორე მხრივ გააჩენს დადებით მოლოდინებს, რადგან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება საინვესტიციო რისკების შემცირების სიგნალია.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up