საზღვრების გახსნა საქართველოში ვირუსის მკვეთრ მატებას არ გამოიწვევს – ცერცვაძე

საზღვრების გახსნა საქართველოში ვირუსის მკვეთრ მატებას არ გამოიწვევს – ცერცვაძე

access_time2020-07-28 17:40:18

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ის საქართველოში საზღვრების გახსნის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ მატებას არ ელოდება. ამის შესახებ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს, 28 ივლისს განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველომ კორონავირუსის გამოცდა უკვე ჩააბარა, რაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობაც მეტყველებს. ერთადერთი გამოწვევა კი, რომელიც საქართველოს ამ ეტაპზე აქვს დარჩენილი, ეს არის საზღვრების გახსნა და საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა:

 

“ერთადერთი გამოცდა, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის და არა მარტო ჯანდაცვის სისტემა უნდა გაუძლოს და ვნახოთ, გაუძლებს თუ არა, ეს არის საერთაშორისო საზღვრების გახსნა და საერთაშორისო ტურზმის აღდგენა. ყველა დანარჩენ გამოწვევას და შეზღუდვის მოხსნას ჩვენ უკვე გავუძელით და სისტემა გამოდგა მდგრადი.

 


ჩემი პროგნოზია, რომ საქართველოში საპასუხო ღონისძიებები გატარებული იყო იმდენად რაციონალურად და პროპორციულად, ამასთან შედეგები არის იმდენად მდგრადი, რომ საერთაშორისო საზღვრების გახსნის შედეგად კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად და მნიშვნელოვნად არ მოიმატებს”, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

ცერცვაძემ ასევე განმარტა საკუთარი მოლოდინი კორონავირუსის მოსალოდენელი მეორე ტალღის შესახებაც. მისი თქმით, შემოდგომაზე პანდემიის მეორე ტალღა საქართველოში ან საერთოდ არ იქნება, ან იქნება მცირე სიმძიმის.

 

“რაც შეეხება მეორე ტალღას გვიან შემოდგომაზე, ის ან საერთოდ არ იქნება ან იქნება გაცილებით უფრო რბილი ვიდრე იყო პირველი ტალღა. გარანტირებულად ვამბობ, თითქმის სრული პასუხისმგებლობით, რომ საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია და ხალხს შეუძლია საკუთარ თავს უფლება მისცეს, იმუშაოს და იცხოვროს სრულფასოვნად და კონსტრუქციულად”, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ საინფორმაციო პორტალს, stopcov.ge-ის მიხედვით, 28 ივლისის მონაცემებით ამ დრომდე ქვეყანაში 1145 დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 927 და გარდაიცვალა 16 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში კი იმყოფებ 6489 ადამიანი, სცაიონარში მეთვალყურეობის ქვეშ 337 პირია მოთავსებული.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up