საზღვრების ჩაკეტვის გამო რეგიონებში Best western-ის სასტუმროების 4 პროექტი შეჩერდა

საზღვრების ჩაკეტვის გამო რეგიონებში Best western-ის სასტუმროების 4 პროექტი შეჩერდა

access_time2020-09-22 15:00:35

„4 პროექტი, რომელიც აქტიურ ფაზაში იყო გაგვიჩერდა და ჯერჯერობით ინვესტორები გაგრძელებისგან თავს იკავებენ,“ - უცხოელი ინვესტორების მხრიდან ინვესტიციების შეჩერებაზე, მთავრობის მიერ გატარებულ შეზღუდვებზე და შეჩერებულ და აუშენებელ პროექტებზე „კომერსანტთან“ Best Western Hotels & Resorts-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია Capitol HPS-ის დამფუძნებელმა გოჩა ჯაიანმა ისაუბრა.  


 „ინვესტორები ელოდებოდნენ, რომ სექტემბერში მოძრაობა ისევ დაიწყებოდა, მაგრამ არაფერი  ჩანს და ამიტომ ისევ გაზაფხულამდე გადაიტანეს. მომავალი წლის გაზაფხულის ბოლომდე ალბათ სიახლე არ გვექნება, ყოველ შემთხვევაში ხელმოწერილი ხელშეკრულების სახით მაინც.  მოლაპარაკებები მიყვანილი იყო ბოლომდე, ხელშეკრულებები უნდა გაგვეფორმებინა, რაც ნიშნავდა იმას, რომ შემდეგ 1-1.5 წელიწადში კიდევ 4 ახალი ბრენდული სასტუმრო შეემატებოდა საქართველოს 4 სხვადასხვა რეგიონს. როცა ასეთი სიტუაციაა რეგიონებში სასტუმროების განვითარების კუთხით, გვინდა, რომ რეგიონებში გაჩნდეს ბრენდული სასტუმროები და მომსახურების სერვისი გაიზარდოს.


არავინ უარყოფს ვირუსის არსებობას, მაგრამ ასეთი პანიკა არ უნდა ამტყდარიყო.   რა თქმა უნდა საჭიროა სიფრთხილე, მაგრამ გადამეტებული რეგულაციები ზედმეტი იყო. როცა ფრენების გახსნა 1 ივნისიდან დაანონსდა, აუცილებლად მაგ დროს უნდა გახსნილიყო რომ ზაფხულს  წესიერად ჩაევლო. მკაცრი ზომები მისაღები არ იყო.

 

გოჩა ჯანიანის თქმით , კომპანიის მთავარი მიზანი რეგიონებში ბრენდული სასტუმროების განვითარებაა, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ტურიზმის სფეროში ძველი პოზიციების დასაბრუნებლად ქვეყანას 2-3 წელი დასჭირდება.


 

„ნოემბერში ლიკანში საკმაოდ კარგი სასტუმრო უნდა გაგვეხსნა. ხელშეკრულებაც ხელმოწერილი გვქონდა, კარკასი დასრულებულია, მაგრამ ინვესტორმა ინვესტირება შეაჩერა და ეს პროექტიც მომავალ წლამდე გადაიდო.


სახელმწიფო ცდილობს, რომ დაეხმაროს სექტორს რითიც შეუძლია, მაგრამ ალბათ დამატებითი რესურსებიც უნდა გამოიძებნოს, რადგან სტუმარმასპინძლობის სფერო საერთოდ გაკოტრდება.  


2-3 წელი მაინც დაგვჭირდება პანდემიამდე პერიოდს რომ დაუბრუნდეს სასტუმრო ბიზნესი, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ახალი სეზონიდან (გაზაფხულიდან) ყველაფერი  ჩვეულ რიტმში გაგრძელდება.  ასე რომ, პროგნოზი სახარბიელო არაა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება,“- ამბობს გოჩა ჯაიანი.


Best Western Hotels & Resorts-ი სასტუმროების ერთ-ერთი უდიდესი ქსელია მსოფლიოში და უმსხვილესი  სასტუმროების ქსელების ათეულში შედის. კომპანია შედგება სხვადასხვა კატეგორიის 11 ბრენდისგან. მის ქსელში გაერთიანებულია 100-ზე მეტი ქვეყნის 4200-მდე სასტუმრო. სათაო ოფისი მდებარეობს ქ.ფენიქსში, არიზონა, აშშ. საქართველოს წარმომადგენლობა ექვემდებარება ქსელის ევროპის რეგიონალურ ოფისს, რომელიც მდებარეობს ირლანდიაში, ქ. დუბლინში.

 



თეგები:
best western



20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up