უცხოეთიდან ტურისტებს წელს არ ველოდებით,ჯავშნებს მომავალი წლისთვის ვიღებთ

უცხოეთიდან ტურისტებს წელს არ ველოდებით,ჯავშნებს მომავალი წლისთვის ვიღებთ

access_time2020-06-19 15:25:44

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს გაიხსნა, ხოლო საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრები 1 ივლისს გაიხსნება. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უცხოელ ვიზიტორებს უმასპინძლებს. მიუხედავად ამისა, ქართული ტურისტული კომპანიები ზაფხულის სეზონზე ჯავშნების არარსებობაზე საუბრობენ.


Georgian Holiday – ს ხელმძღვანელი მანანა ცირამუა „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის მიუხედავად, საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით ჯავშნები ზაფხულში არ არის და ტურისტები ძირითადად შეკვეთებს მომავალი წლისთვის აკეთებენ.


„შარშან გაკეთებული ჯავშნები რაც გვაქვს თითქმის ყველაფერს ვაუქმებთ ან მომავალი წლისთვის გადაგვაქვს. ივლისის თვეში კი ამბობენ გახსნას, მაგრამ თუ გაიხსნება აეროპორტები, ავიაკომპანიების რეისები გამოცხადება და მოხდება ბილეთების შეძენა მგზავრების მიერ, ეს ჯერ დაზუსტებით არავინ იცის. ივლისისთვის არავის არ აქვს ბილეთი შეძენილი და მინიმუმ ერთი თვის პერიოდში არანაირი ჯავშანი არ არის. ამ ეტაპზე აგვისტოს ჯავშნების გაუქმებაც ხდება, რომელიც ტურისტებმა თავად მოხსნეს, იმის გამო რომ მათმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება საზღვრები მინიმუმ სექტემბრამდე ჩაკეტონ. ბევრი ქვეყანა გეგმავს, რომ თანხის გადინება არ მოახდინოს და შიდა ტურიზმს შეუწყოს ხელი, შესაბამისად, მათი მოსახლეობა რომელიც საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოში მოგზაურობდა, თავიანთ ქვეყნებში რჩებიან. საზღვრები კი იხსნება, მაგრამ საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით ჯავშნები ზაფხულში არ გვაქვს. ამ ეტაპზე თუ ვინმე რამეს ჯავშნის ეს არის მხოლოდ მომავალი წლისთვის, წლევანდელი პერიოდისთვის ახალი ჯავშნები არ გვაქვს.  მხოლოდ იმის თქმა, რომ 1 ივლისიდან უცხოელ ტურისტებს მივიღებთ, არაფერს ნიშნავს, თუ ამას რეალური ნაბიჯები არ მოჰყვა. თუმცა იმასაც ვხვდებით, რომ ეს მხოლოდ ჩვენი რეგიონალური პრობლემა არ არის, ეს გლობალური პრობლემაა“, - აცხადებს მანანა ცირამუა.


„კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელი საბა კიკნაძე „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში ივლისი ტურისტულად აქტიური ვერ იქნება, აგვისტოს ბოლოდან შესაძლოა ჯავშნებმა შედარებით მოიმატოს, მაგრამ ამ ეტაპზე მათი გაუქმება ყოველდღიურად ხდება და ეს ტენდენცია უკვე სექტემბერ-ოქტომბერსაც შეეხო.



„ჩვენი სეგმენტი საკმაოდ მაღალია, რომელიც გაცილებით ადრე გეგმავს მოგზაურობას, შესაბამისად, ზაფხულის ჯავშნები ფაქტობრივად არ გვაქვს. ამ ეტაპზე მსოფლიოში არცერთ ქვეყანაში დალაგებული სიტუაცია არ არის, რადგან მათი მხრიდანაც ბუნდოვანია პირდაპირი ფრენები იქნება თუ არა. აქედან გამომდინარე, საქართველოში ივლისი აქტიური ვერ იქნება, ჩვენი აზრით, აგვისტოს ბოლოდან შესაძლოა ჯავშნებმა შედარებით მოიმატოს, რადგან ამ ეტაპზე მცირე რაოდენობით მაგ პერიოდისთვის დაჯავშნილია. ჯერჯერობით მსოფლიოს არცერთ ქვეყანას ნათლად არ აქვს წარმოდგენილი მოგზაურობასთან დაკავშირებით რა ტექნიკური პირობების დაცვა მოუწევთ, ვგულისხმობ ფრენებს, მიმართულებებს, მათ შორის სპეციალურ ღონისძიებებს და ა.შ. არავისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც აბსოლუტურად ნათლად არ არის ცნობილი ჩამოსულ სტუმარს კონკრეტულად რა პროცედურების გავლა მოუწევს, ჩამოყალიბებული მკვეთრი სქემა ჯერჯერობით არ არსებობს“, - განმარტავს საბა კიკნაძე.


„კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელი იმ პრობლემებზეც საუბრობს, რის წინაშეც პანდემიის გამო სექტორი აღმოჩნდა. მისი განცხადებით, კალენდარულად ტურისტულები თითქოს მხოლოდ 4 თვე გაჩერდა, თუმცა, რეალურად მინიმუმ კიდევ 2 თვე ამ მდგომარეობაში იქნებიან.


„ჩვენთვის ეს რამდენიმე თვე დიდი წყვეტაა, მიუხედავად იმისა რომ თითქოს 1 ივლისიდან ყველაფერი უნდა აღდგეს, დარწმუნებული ვარ ეს წყვეტა კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება. ჩვენი ვარაუდით, ზაფხულში ტურისტების რაოდენობამ შარშანდელი მაჩვენებლების მაქსიმუმ 25% შეადგინოს. კალენდარულად ტურისტულები თითქოს მხოლოდ 4 თვე გაჩერდა, თუმცა, რეალურად მინიმუმ კიდევ 2 თვე დაემატება, რომელიც თავის მხრივ ყველაზე აქტიურ პერიოდს ემთხვევა. ვიმედოვნებთ, რომ სექტემბრიდან ნელ- ნელა შემომავალი ტურიზმი გააქტიურდება და ოქტომბრიდან უკვე ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას“, - აცხადებს საბა კიკნაძე.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up