საზღვრები არჩევნებამდე არ გაიხსნება - მაია სიდამონიძე

საზღვრები არჩევნებამდე არ გაიხსნება - მაია სიდამონიძე

access_time2020-08-19 11:10:17

„ყველა ვხვდებით, რომ საზღვრები არჩევნებამდე არ გაიხსნება“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ საქართველოში რეგულარული ფრენების დაშვების უკვე მეექვსედ, 1-ელ ოქტომბრამდე გადავადებაზე საუბრისას განუცხადა.


მაია სიდამონიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საზღვრების გახსნის შესაძლებლობა მწვანე ზონის ქვეყნებთან არსებობდა, მთავრობამ არჩევნებამდე ეპიდსიტუაციის დამძიმების შიშით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1-ელ ოქტომბრამდე შეზღუდა.


„გადადებული რეისები და საზღვრების ჩაკეტვა ათასობის ბიზნესის ფინანსური შემოსავლების გარეშე, ხოლო უამრავი ადამიანის სამუშაოს გარეშე დარჩენას გულისხმობს. ეს კი ინდუსტრიისთვის და ეკონომიკისთვის უმძიმესია.



გახსნის შესაძლებლობა ნამდვილად გვქონდა, რადგან ისეთი ქვეყნების ფონზე, სადაც ეპიდსიტუაცია ბევრად უფრო მძიმეა, მაგალითად დუბაი, იტალია და ა.შ. რომლებიც დღის განმავლობაში უამრავ ტურისტს იღებენ, ჩვენ ისევ ჩაკეტილები ვართ და გვეშინია არჩევნებამდე ეპიდსიტუაცია არ დამძიმდეს - ეს დიდი შეცდომაა. ტურიზმის სექტორს არ გვაქვს იმის სურვილი, რომ საზღვრები ყველასთან გაიხსნას, არამედ რეგულარული რეისების დანიშვნა გვსურს მწვანე ზონის ქვეყნებთან, ამიტომ გაუგებარია ასეთი მიდგომა და მითუმეტეს ბოლო წუთას ამ ინფორმაციის გაჟღერება. ყველა ვხვდებით, რომ საზღვრები არჩევნებამდე არ გაიხსნება და უმჯობესია გამოვიდნენ და ეს ყველაფერი წინასწარ გვითხრან და აქვე გააჟღერონ თუ როგორ აპირებენ ბიზნესის დახმარებას, რადგან ბიზნესს უამრავი ხარჯი აქვს, მათ შორის გადასახადები და კრედიტები ამიტომ, როცა ქვეყანა საგანგებო რეჟიმშია და ფაქტიურად სექტორი ასეთ მდგომარეობაშია, მთავრობა მინიმუმ საშეღავათო პაკეტებს უნდა სთავაზობდეს მათ. არ შეიძლება ბიზნესი ჰაერში იყოს და მხოლოდ მოლოდინებით არსებობდეს, ცუდია ბოლო წუთს იგებდეს ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიც ფრენების გადადება და საზღვრების გახსნის გადავადებაა“, - განმარტა მაია სიდამონიძემ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მორიგი NOTAM-ს მიხედვით ირკვევა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია 30 სექტემბრის ჩათვლით. თუმცა არსებობს გამონაკლისიც და თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაშვებულია მიუნხენიდან, პარიზიდან და რიგადან.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up