საქართველოდან ყველაზე მეტი ვიზიტი  თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა

საქართველოდან ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა

access_time2022-11-24 13:45:57

2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 693.4 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.9-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 531.8 ათასი შეადგინა, რაც 3.3-ჯერ მეტია 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 287.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 94.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 

ვიზიტების უმრავლესობა, 48.9 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 48.7 პროცენტს შეადგენდა.

2022 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (43.7 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით.


ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 314.5 ათასი და 79.4 ათასი ვიზიტი. 

2022 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.7 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 

2022 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 539.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 014.1 ლარი შეადგინა.


თეგები:
ვიზიტები



ცვლილებებზე მთავრობას საბანკო სექტორთან კონსულტაციები არ ქონია - საქართველოს საბანკო ასოციაციის პირველი კომენტარი

ცვლილებებზე მთავრობას საბანკო სექტორთან კონსულტაციები არ ქონია - საქართველოს საბანკო ასოციაციის პირველი კომენტარი
access_time2022-12-05 16:25:35
საქართველოს საბანკო ასოციაცია მთავრობის მიერ დაანონსებულ „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე პირველ კომენტარს „კომერსანტთან“ აკეთებს. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ აღნიშნა, აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობას ასოციაციასთან კომუნიკაცია არ ქონია. მისივე განმარტებით, ვიდრე ასოციაცია საკანონმდებლო ინიციატივას არ ნახავს და არ მოსმენის რა გათვლები აქვთ მთავრობას, მანამდე ვერც თავად გააკეთებს გარკვეულ გაანგარიშებებს აღნიშნული ინიციატივის ფინანსურ თუ ფისკალურ...

სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, 35 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, 35 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
access_time2022-12-05 15:20:03
სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს. „ნიკორა“ ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების...

საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი "ნიკორას" ობლიგაციებში ჩადო

საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი
access_time2022-12-05 14:30:36
“ნიკორამ” საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ემისიაში 10%-იანი ინვესტიცია (ანუ 3,5 მლნ ლარი) საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში ნომინალური ღირებულების 100%-ით განთავსდა, რაც "ნიკორას" საშუალებას აძლევს, სავალუტო...

მთავრობის მხრიდან პოპულისტური გადაწყვეტილება იყო, ამომრჩევლების გულის მოსაგებად - გიორგი კეპულაძე ბანკებისთვის მოგების გადასახადის ზრდაზე

მთავრობის მხრიდან პოპულისტური გადაწყვეტილება იყო, ამომრჩევლების გულის მოსაგებად - გიორგი კეპულაძე ბანკებისთვის მოგების გადასახადის ზრდაზე
access_time2022-12-05 16:00:59
საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადის გაძვირებას მთავრობის მხრიდან პოპულისტურ ნაბიჯად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში „საზოგადოება და ბანკები“. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, მოგების გადასახადის 15-დან 20%-მდე ზრდას ბანკებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური გავლენა არ ექნება. გიორგი კეპულაძე პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და ამბობს, რომ მას არც მნიშვნელოვანი ფისკალური ეფექტი...

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.      პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია.     ირაკლი ღარიბაშვილმა...


მსგავსი სიახლეები

up