საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება

access_time2021-05-05 20:00:45

დედამიწის მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის კორონავირუსისგან აცრას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეუსმა.

 

მისი თქმით, ეს თანხა 19 მლრდ. დოლარს დაემატება, რომელიც მიიღო საერთაშორისო პროგრამა ACT Accelerator-მა, რომელიც ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნა.

 

„ჩვენი შეფასებით, 45 მლრდ. დოლარი საკმარისი იქნება იმისთვის რომ ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა აიცრას“- თქვა მან.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის პროგრამები და პანდემიის წინაამღდეგ ბრძოლისთვის საჭირო სხვა ზომების დაფინანსება შესაძლებელია მხოლოდ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერთა შეთანხმების საფუძველზე - ვაქცინაციის დაჩქარებისთვის საჭირო თანხების გამოყოფა მხოლოდ მათ შეუძლიათ.

 

„მაგალითად, 2009 წელს „დიდმა ოცეულმა“ გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგების შერბილებისთვის 1,1 ტრლნ. დოლარი გამოჰყო, და ამან კრიზისის დაძლევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. დღეს ჩვენ გაცილებით უფრო სერიოზული კრიზისის წინაშე ვდგავართ, და აუცილებელია ანალოგიური გადაწყვეტილებების მიღება“ - მიიჩნევს გებრეუსი.

 

მარტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ACT Accelerator დაფინანსების დეფიციტს განიცდის - იმ დროისთვის კოვიდ-19-თან ბრძოლისთვის შექმნილმა ორგანიზაციამ 11 მლრდ. დოლარი მიიღო, მაგრამ საჭირო კიდევ 22,1 მლრდ. იყო.


 

მთლიანობაში ქვეყნებმა კორონავირუსითან და მის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაზე 13 ტრლნ. დოლარი დახარჯეს, შესაბამისად, ACT Accelerator-ისთვის აუცილებელი თანხა ამ ხარჯების მხოლოდ მცირე ნაწილია.


ACT Accelerator-ის შემადგენლობაში შედის პროგრამა COVAX, რომელიც ღარიბ ქვეყნებს კორონავირუსის ვაქცინას უფასოდ აწვდის - ტეოდორ გებრეუსის მიერ მოთხოვნილი თანხა სწორედ ამას ხმარდება.

 

პირველებმა ამ პროგრამის ფარგლებში პრეპარატები ნიგერიამ. ანგოლამ, კენიამ, რუანდამ. კოტ-დ-ივუარმა, გამბიამ, კონგომ, და განამ მიიღეს. ევროპული ქვეყნებიდან COVAX -ს ხარჯზე ვაქცინები მოლდავეთმა და უკრაინამ მიიღეს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში მოხმარებული 1 მლრდ. ვაქცინიდან, ღარიბ ქვეყნებზე მხოლოდ 0,3% მოდის, რაც „ვაქცინური ნაციონალიზმით“ აიხსნება - პრეპარატების დიდი ნაწილი მდიდარ ქვეყნებში გაედინება, ხოლო ზოგიერთი სახელმწიფო საჭიროზე მეტსაც ყიდულობს - სავარაუდოდ, მარაგების შექმნის მიზნით.

 

„ვირუსის ახალი შტამების გაჩენა, ვაქცინების არასაკმარისი რაოდენობა, დაავადების  დიაგნოსტიკის ახალი საშუალებების დანერგვის შეფერხება, და ამ საშუალებების გავრცელებისთვის საჭირო ფინანსების არარსებობა - ეს ყველაფერი პანდემიაზე გლობალური კონტროლის დამყარებას აფერხებს“ - მიიჩნევს გებრეუსი.

მისი თქმით, მდიდარმა ქვეყნებმა  ACT Accelerator  უნდა დააფინანსონ, და ეს მათი მხრიდან საუკეთესო ინვესტიცია იქნება.

 

ის, რომ ვაქცინაცია კიდევ დიდი ხნის მანძილზე აქტუალურობას არ დაკარგავს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების უფროსმა ჰანს კლიუგემ დაადასტურა. მისი თქმით, 2021 წელს პანდემია მსოფლიოში გავრცელებას განაგრძობს, და კორონავირუსის ეპოქას დასასრული ჯერ არ უჩანს.

 

„ვირუსის გავრცელება მინიმუმ 2022 წლამდე გაგრძელდება, ისიც უკეთეს შემთხვევაში. თუმცა, 2021 წელი ისეთი მძიმე, როგორც 2020, არ იქნება, რადგანაც დაავადების გავრცელების კუთხით ის უფრო პროგნოზირებადი და გასაგები იქნება“ - თვლის ის.

 

rbc.ru

თენგიზ აბლოთია

თეგები:
ვაქცინაცია



500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up