„საყოველთაო ე.წ. ჯანდაცვის პროგრამა გაკოტრებულია, ჯანდაცვის სამინისტრომ მსჯელობა საყოველთაო სავალდებულო დაზღვევაზე უნდა დაიწყოს“ - ლევან კობერიძე

„საყოველთაო ე.წ. ჯანდაცვის პროგრამა გაკოტრებულია, ჯანდაცვის სამინისტრომ მსჯელობა საყოველთაო სავალდებულო დაზღვევაზე უნდა დაიწყოს“ - ლევან კობერიძე

access_time2021-03-24 11:00:50

„შევთავაზებდი ჯანდაცვის სამინისტროს მსჯელობა დაიწყოს საქართველოში საყოველთაო სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღებაზე, როდესაც ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა წევრმა ლევან კობერიძემ განუცხადა. მისი თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაშ იქნება შესაძლებელი ჯანდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ სწრაფად შეცვლა და მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ სადაზღვეო კომპანიები მთლიან ჯაჭვში ერთის მხრივ, იმიტომ უნდა დაბრუნდნენ, რომ სახელმწფოს ფინანსური ტვირთი გადაინაწილონ, ხოლო მეორეს მხრივ, კლინიკებთან თანხის ხარჯვის ნაწილი აკონტროლონ.

 

„კომერსანტის" მეშვეობით შევთავაზებ სამინისტროს გაიხსნას პლატფორმა სადაც მსჯელობა საყოველთაო სავალდებულო დაზღვევაზე დაიწყება, როდესაც ყველა მოქალაქე ვალდებულია იყოს დაზღვეული. ვისაც არ აქვს ამის შესაძლებლობა მას სახელმწიფო აზღვევს. მაგალითად პენსიონრებს, სოციალურად დაუცველებს და ა.შ. ვისაც აქვს შემოსავალი თვითონ დაეზღვევა. მსხვილი კომპანიები შეგვიძლია დავავალდებულოთ, რომ თავის თანამშრომლების სადაზღვეო პაკეტების მინუმუმ ნახევარი მაინც გადაიხადონ. ეს არის სწორი მოდელი, რომელიც მუშაობას შვეიცარიაში და გერმანიაში. რაც მთავარია საყოველთაო სავალდებულო დაზღვევა სახელმწიფო ბიუჯეტს ფინანსურ ტვირთს უადვილებს, რადგან შემდგომში ნებისმიერი ოპერაცია აღარაა ბიუჯეტის გადასახდელი. ამასთან ერთად უნდა დაინერგოს  DRG“ - „დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების“ სისტემა. ეს იქნებოდა რეალური რეფორმა ჯანდაცვის სექტორში და მოგვცემდა მნიშვნელოვან ეფექტს მოქალაქეებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. აღარ იქნებოდა სოციალისტური დამოკიდებულება, როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ რახან ფულს მე ვიხდი მე თვითონ უნდა ვიყო დამკვეთიც, არბიტრიც და შემფასებელიც“, - განმარტავს ლევან კობერიძე.

 

„ლელოს“ ყოფილი წევრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ რეალური სისტემური რეფორმა დაიწყოს. მისი განმარტებით, დღევანდელი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემიდან მხოლოდ სახელი დარჩა და ის საყოველთაო აღარ არის. როგორც ყოფილი დეპუტატი ამბობს, უამრავი ადამიანის სახელმწიფოსაგან ამ სერვისს ვეღარ იღებს და რეალურად პროგრამის გარეთ არიან დარჩენილები. ლევან კობერიძის თქმით, მათ ვერც კერძო სადაზღვეო კომპანიები სთავაზობენ ადეკვატურ პროდუქტს იმიტომ, რომ სადაზღვეო მომსახურების ფასი ძალიან მაღალია. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილი წევრი გვიყვება, რომ როდესაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება, ისინი კატასტროფული დანახარჯების წინაშე არიან, სადაც სახელმწიფო საერთოდ ვერ იღებს მონაწილეობას. ამდენად დეპუტატი ამბობს, რომ დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაკოტრებულია და კატასტროფული დანახარჯებისგან საზოგადეობის დაცვას ვეღარ ახერხებს.


 

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ერთ ეტაპზე, რეალურად იყო შვება იმ მოსახლეობისთვის, რომელიც სამედიცინო სერვისებს ფიზიკურად ვერ იღებდა, იმის გამო რომ არ ჰქონდა შემოსავალი, ხოლო სახელმწიფო სისტემა არ აძლევდა მას სერვისებზე წვდომის საშუალებას. ამიტომ პირველ ეტაპზე, რა თქვა უნდა პროგრამამ გარკვეული შვება მოიტანა და ადამიანებმა შეძლეს თავიანთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის დაწყება. მაგრამ სისტემას თავიდანვე ეტყობოდა, რომ ვერ გაამართლებდა, რადგან მთელი ფინანსური ტვირთი სახელმწფოს დარჩა. თვითონ იყო დამკვეთიც, შემსრულებელიც, კლინიკებთან ფულის გადამრიცხავიც და მაკონტროლებელიც. ეს არასწორი სისტემაა, რადგან სახელმწიფო ვერასდროს იქნება მთლიანი პროცესის კარგი მენეჯერი.

 

სხვა პროგრამები ჩვენს მოცემულობაში არის კორუფციული სისტემა, რადგან უამრავ ხვრელს ტოვებს. ხშირ შემთხვევაში კლინიკებიც სარგებლობენ ამ საკითხით. არის გარკვეული კლინიკები, რომლებიც იმ მიზნით იხსნება, რომ სახელმწიფოსგან რაც შეიძლება მეტი ფული გადმოქაჩოს და მათ თავის მფარველები ჰყავს. მეორე საკითხი არის გაურკვევლობა, ადამიანებმა არ იციან რა სერვისები ეკუთვნით, შესაბამისად ეს სამედიცინო მომსახურებას ართულებს. სახელმწიფომ, სადაზღვეო კომპანიებმა, კლინიკებმა და ექსპერტებმა ერთად უნდა იმუშავონ თუ რა კომპონენტები შევა საყოველთაო სავალდებულო დაზღვევის პროგრამაში. ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა იყოს წამლის კომპონენტი გათვალისწინებული, რადგან ჯიბიდან თანაგადახდის წილი ძირითადად მედიკამენტებით არის განპირობებული. ამ ტიპის დაზღვევა გაცილებით ეფექტიანი იქნება ვიდრე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“, - აცხადებს ლევან კობერიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up