„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“

access_time2020-01-20 10:00:24

კონრად ადენაუერის ფონდმა (KAS) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) მოამზადეს კვლევა,სადაც საუბარია ჯანდაცვის სექტორში შექმნილ ვითარებაზე. მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არაერთი რეფორმა გატარდა 2011-წლიდან 2018 წლის ჩათვლით კლინიკების რაოდენობა 229-დან 273-მდე გაიზარდა. ჭარბი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების გათვალისწინების გარეშე იქმნებოდა. კლინიკების რაოდენობის ასეთი სწრაფი ზრდა თავიდანვე არასწორად დაგეგმილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგი იყო. მათი ინფორმაციით მთავრი პრობლემა საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ყოველწლიური მატება. კომერსანტი დაინტერესდა როგორ აფასებენ მმართველი გუნდის უკვე ყოფილი და ამჟამინდელი წევრები კვლევას  სახელწოდებით „ჯანდაცვის ახალი რეფორმა, სწორი თუ მცდარი ნაბიჯები“.


მომზადებულ დოკუმენტს სუსტს უწოდებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის თქმით, მომზადებული რეკომენდაციები და დასკვნები დილეტანტურია.


„თითქოს ანალიზი სწორია, მონაცემები მოყვანილია მაგრამ, ძალიან პრეტენზიული დასკვნებია.რაც წერია ჩემი აზრით. ცალმხრივია, არაკომპეტენტური და ძალიან ზედაპირულია. მონაცემების ინტერპრეტირება ცალმხრივია, შესაბამისად, გამოტანილი დასკვნები არ არის საფუძვლიანი. ცალკეულ დასკვნებთან მიმართებაში ზოგი დასკვნა მართალია, ზოგი არა. კლინიკების რაოდენობა რომ ჭარბია დღეს, ხოლო ექიმების და ექთანების დეფიციტია, ეს არა ერთხელ მითქვამს და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ჯანდაცვაში.  ჩემი აზრით, ეს  ცალმხრივი დასკვნაა“, - განმარტავს აკაკი ზოიძე.



„კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აფასებს საკმაოდ კრიტიკული კვლევის შედეგებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, თუმცა, დეპუტატმა  მედიაჰოლდინგის ზარებს არ უპასუხა. ხუნდაძისგან განსხვავებით ჩვენს ზარს უპასუხა მისმა პირველმა მოადგილე ლადო კახაძემ. „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი ამბობს, რომ KAS EPRC ეკონომიკურმა არენის გამოქვეყნებულ კვლევას არ იცნობს, თუმცა ამბობს, რომ ახლა საყოველთაო პროგრამის სრულყოფა მიმდინარეობს.


„2012 წლამდე ჯანმრთელობის დანახარჯი იყო 320 მლნ, ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტმა მილიარდს გადააჭარბა. ადამიანს თავისი ჯანმრთელობის პრობლემის გზაზე უამრავი ბარიერი ხვდებოდა, თუმცა, დღეს ისინი, ქუჩაში ბედის ანაბარად მიტოვებული აღარ არის. რასაკვირველია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს და ახლა სწორედ პროგრამის სრულყოფა მიმდინარეობს. ტარიფიკაციის პრობლემის მოგვარება, ხარჯთ-ეფექტურობის გათვლა ხდება და უამრავი საკითხი გვარდება. თანხა ისე უნდა გამოიყოს,რომ პრობლემები მოგვარდეს დროულად და ხარისხიანად , თანხა შეიძლება დახარჯო 10-ჯერ მეტი და უხარისხო მომსახურება მივიღოთ. მთავარია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება ხდება. მედიცინა მეცნიერებაა , ეს არ არის მარტო პრაგმატული ნაწილი აქ არის საჭირო დიფერენცირება. სრულყოფა მუდმივი პროცესია, მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ჯანდაცვა სოციალურ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევს“, - აცხადებს ლადო კახაძე.


შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების (მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევა) ჯამური დაფინანსება 332 მლნ ლარს შეადგენდა. ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია და 2019 წელს მილიარდ ლარს აჭარბებს. მისი უდიდესი წილი, 70%-ზე მეტი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებია. კვლევა, რომელიც KAS EPRC ეკონომიკურმა არენამ გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის უპირატესობებს და  ნაკლოვანებებს დაეთმო. ყურადღება ასევე გამახვილებული იყო 520 დადგენილებაზე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას მოიცავს.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up