„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა  ყველა მთავრობის  წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა მთავრობის წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“

access_time2019-12-15 10:00:50

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ქართულ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და 2020 წლის პერსპექტივები ისაუბრა. მისი თქმით, ლარის გამყარებაზე დადებითი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. გიორგი ხიშტოვანი საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკის მიმართ ნდობის გაზრდაზე საუბრობს და ამბობს,რომ ლარის გამყარება ეკონომიკურ მაჩვენებლებში არსებულ კონკრეტულ ცვლილებებთან არ არის დაკავშრირებული.


„პირველი ფაქტორი,რამაც ლარი გაამყარა ეროვნული ბანკის მიერ გამოჩენილი მზაობაა, ჰქონოდა მოქნილი მიდგომები, მათ შორის სავალუტო რეზერვების განკარგვის მიმართულებით; მეორე მთავარი ფაქტორი ის ობიექტური გარემოებებია,რომლებიც დაკავშირებულია წლის ამ მონაკვეთთან.


ეს პერიოდი ზოგადად გამოირჩევა გადმორიცხვების მაღალი მაჩვენებლებით, შემოედინება უცხოური ვალუტა და ლარის გამყარების პოზიტიური ტრენდიც გრძელდება. მე არ მგონია,რომ გამყარება ეკონომიკურ მაჩვენებლებში არსებულ კონკრეტულ ცვლილებებთან იყოს დაკავშრირებული. უბრალოდ, როგორც ჩანს გაზრდილია ნდობის ხარისხი. ჩარევების რეალურ შედეგებს ერთი კვარტალი მაინც სჭირდება. სწორედ ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას მოლოდინების ნაწილზე. საფინანსო და სამომხმარებლო ბაზარზე გაჩნდა განწყობა,რომ ეროვნული ბანკისთვის გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანი თემაა,- ამბობს გიორგი ხიშტოვანი.


რაც შეეხება საფინანსო სექტორში არსებულ  ახალი რეგულაციებს, ხიშტოვანის განმარტებით,ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით დაშვებულ შეცდომებს ხვდება, თუმცა მას არ აღიარებს. 



ჩაურევლობის პოლიტიკამ კურსთან მიმართებაში არ გაამართლა. სხვა მხრივ, რეგულატორული პოლიტიკა, ჭარბვალიანობასთან ბრძოლა და ლარიზაცია ერთმნიშვნელოვნად არ არის პოზიტიურად შეფასებული. ყველა მიკროსაფინანსო ორგანზიაცია და კომერციული ბანკი ამბობს,რომ ფიზიკური პირების დაკრედიტებამ მათი,როგორც ბიზნესის მდგომარეობა გაართულა და ასევე გაართულა წვდომა ფინანსებზე, რომელიც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება ჩვენს ქვეყანაში.


ყველა მოთამაშე ამბობს,რომ წესები შესარბილებელია, არ აღმოჩნდა მზად,როგორც საბანკო, ისე მიკროსაფინანსო სექტორი და მომხმარებელი ასეთი მკაცრი პირობებისთვის. ეროვნული ბანკი აცნობიერებს ამ პრობლემას, მაგრამ უჭირს უკან გადმოდგას ნაბიჯი. თვლის,რომ ეს იქნება შეცდომის აღიარება. ამდენად, წესები რომლებიც მივიღეთ არის ზედმეტად მკაცრი და რთულად აღსრულებადი.


ძალიან დიდი წამოწყებაა, როცა ეკონომიკური ზრდის მოდელს ,რომელიც აგებულია დიდწილად სწრაფ დაკრედიტებაზე, ერთ დღესაც გადაიყვან მოდელზე, სადაც ჭარვალიანობა მთავარი პრობლემა იქნება. ამ ყოველივეს სჭირდება კარგი მომზადება და საინფორმაციო კამპანიები. იგივე ეხება ლარიზაციას“,-
აღნიშნავს გიორგი ხიშტოვანი.


მან ასევე ისაუბრა 2020 წლის ბიუჯეტის სოციალურ ნაწილსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაკლოვანებებზე.


2020 წლის ბიუჯეტი არჩევნების ბიუჯეტია და არავის გვიკვირს,რომ არჩევნების წელს პენსია იზრდება. ბიუჯეტში დიდწილად რჩება სოციალური ხასიათის პროგრამები,განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში. სოციალური ხარჯების რეალური წილი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს გაწერილია სოციალური ხარჯების ბიუჯეტში.


უკვე მერვე წელია ჩვენ გვაქვს დეფიციტური საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.ერთის მხრივ, მსოფლიოში ჯანდაცვის ხარჯები იზრდება, მეორეს მხრივ, სახელმწიფო ვერ ახერხებს სწორ დაგეგმარებას და ხარჯების შეკავების მექანიზმის ეფექტურ გამოყენებას. სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ აქვს დღეს ის რესურსი და იმის ფუფუნება,რომ გაწვდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. თუმცა, ეს პროგრამა არის ყველა მთავრობის წყევლა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია.“-
აღნიშნავს გიორგი ხიშტოვანი.


ნათია კეკენაძე 




საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...

Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-03 13:15:58
3 აგვისტოს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაფრინდა.  აღსანიშნავია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up