საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმი წლის განმავლობაში შეიცვლება

საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმი წლის განმავლობაში შეიცვლება

access_time2019-09-06 11:00:36

საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმი წლის განმავლობაში აუცილებლად შეიცვლება.ამის შესახებ „კომერსანტს“პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა. მისი მტკიცებით, ამას რაიმე ტიპის საკანონდმებლო ინიციატივა არ სჭირდება. საკმარისი იქნება პროგრამებში მთავრობის დადგენილების დონეზე ცვლილება.


დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივის ამოქმედება მტკივნეული იქნება ზოგიერთი კერძო კლინიკისთვის. ყველას უნდა მოგების მიღება, მაგრამ არა სამედიცინო მომსახურების ხარისხის და პაციენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე, ეს არის სახელმწიფოს არგუმენტი“–აღნიშნავს ზოიძე.  


დეპუტატი კონკრეტული დეტალების დასახელებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ის ცნობილი ამ ეტაპზე არ არის, თუმცა,აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში იყო ჩადებული, რომ ქვეყანა უნდა გადასულიყო ჯანდაცვის დაფინანსების სამართლიან მეთოდზე, რომელსაც გარკვეული დრო დასჭირდებოდა. ეს მეთოდი განსაზღვარვს იმას, თუ რა რესურსი იხარჯება ამა თუ იმ სამედიცინო ჩარევაზე და შემდეგ უკვე  ამის მიხედვით დააწესებს  ფასებს.

„კლინიკებში ერთი და იგივე მანიპულაციაზე რადიკალურად განსხვავებული ფასებია. მაგალითად, აპენდიციტის ოპერაცია თუ ერთ კლინიკაში ღირდა 1000 ლარი, მეორეში მისი ფასი 3 000 ლარს შეადგენდა.არადა, მანიპულაციები პრაქტიკულად სატანდარტული რესურსების ადამიანურ თუ  მასალის დახარჯვას მოითხოვს, ასეთი განსხვავება არ უნდა იყოს. ასე რომ, აქ სახელმწიფო რეგულირება, როდესაც კერძო სექტორია დომინირებადი, რა თქმა უნდა მნიშვნლოვანია.აქამდე, თუ ხდებოდა სახელმწიფოს მიერ ფასების გათვალისწინება, დღეს მოხდება ფასების სტანდარტიზაცია“–აცხადებს ზოიძე.


კითხვაზე, რატომ არ მოხდა ამ საკითხის ამ დრომდე დარეგულირება, ზოიძე აცხადებს, რომ ეს პროცესი შედარებით გაჭიანურდა, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. შედეგად, სელექტიური კონტრაქტირების საფუძველზე ყველა კლინიკისთვის ერთნაირი ტარიფები დადგინდება. მისი თქმით, მაგალითად, გერმანიაში თითოეულ მანიპულაციაზე ქულები იწერება და საბოლოოდ იკრიბება, გამოდის ჯამური ქულა, რომელიც ინფლაციის გათვალისწინებით ფულად ფორმაში გამოიხატება და დგინდება ფასი. რაც შეეხება საქართველოს, ეს პროცესი ეტაპობრივად, თანდათან მოხდება.


„პირველი ნაბიჯი კი იქნება სელექტიური კონტრაქტირება. ჩვენ დავუდებთ ხელშეკრულებებს კონკრეტულ დაწესებულებებს,რომლებიც შესაბამის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მიაწოდებენ საყოველთაო ჯანდაცვის თანხის შედეგად სახელმწიფოს. ეს არის იდეა. ამ კონტრაქტში გაიწერება ტარიფებიც“–აცხადებს ზოიძე.


დეპუტატი აცხადებს, რომ ასევე მეორე პრობლემაა ის, რომ  ზოგიერთ დაწესებულებაში მნიშვნელოვანი თანხები მიდის არა ექიმის და სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებაზე, არამედ არაეფექტურ სამეურნეო დანახარჯებზე. სწორედ ამაშია სახელმწიფოს როლი, რომ ეს მაქსიმალირად დაფინანსდეს.


 როგორც ცნობილია, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმი იცვლება.ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები ყველა კლინიკისთვის გაათანაბროს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, პაციენტების ჯიბიდან გადასახადის მაჩვენებელი 20-22 პროცენტს აღემატება, კერძო სექტორის მოგება კი, 35 პროცენტს აჭარბებს.


„სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ხარჯავს 2013 წლიდან. მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს არ არის საკმარისი და კვლავ დიდია მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხები. ბოლო 7 წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან მოხდა 3 მილიარდ ნახევარზე მეტი თანხის დაფინანსება პაციენტების ჯანმრთელობისთვის. 2013 წლიდან 2 მილიონ 400 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა საყოველთაო ჯანდაცვით სამედიცინო დაწესებულებებს.მკურნალბა მოხდა 6 მილიონ 700 ათასზე მეტი შემთხვევაში. მიხედავად ამისა, პაციენტების ჯიბიდან გადახდილი თანხა 20-22 პროცენტს აღემატება. ხოლო კერძო სექტორის მიერ სარგებლობა ამ შემთხვევაში 35 პროცენტზე მეტია. აღნიშნული მონაცემები ნათლად წარმოაჩენს სისტემური ცვლილებების საჭიროებას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით. რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხსაც. ეს სისტემა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტი“, - განაცხადა ტიკარაძემ.


სოფო ქსოვრელი 





Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1778 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2150 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1778 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2150 ლარი ღირს
access_time2020-04-06 12:30:19
ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1706-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1778-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1576 ლარი შეადგინა. როგორც ცნობილია, წინა კვირაში  Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარის ღირებულება  3,4-იან ნიშნულს გასცდა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში...

ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“

ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“
access_time2020-04-06 13:00:23
მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლარის კურსის გადასარჩენად მთავრობას ინტერვენციების ნაცვლად ჰეჯირების გეგმა შესთავაზეს. „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ, რაც ჰეჯირებას გულისხმობს, იმედია...

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...


მსგავსი სიახლეები

up