საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 55 კლინიკა გამოეთიშა. პროგამაში მონაწილებას 140- დან მხოლოდ 85 გააგრძელებს. ჯანდაცვის სამინისტრში განმარტავენ, რომ სელექტიური კონტრაქტირება არის გარანტი მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების უსაფრთხო და ეფექტური მიწოდების.
ჯანდაცვის სამინისტროს წლიური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ პროგრამაში დარჩდენილი კლინიკები აქტიურად იმუშავებენ ხარისხის გაუმჯობესებაზე.
“ყველადაწესებულება, რომელიც გააგრძელებს პროგრამაში მონაწილეობას მოტივირებულია, რომ განაგრძოს მუშაობა ხარისხის გაუმჯობესებისთვის, იმუშაოს პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე. ეს იქნება უკვე მეორე ეტაპი შეფასების და ამ შეფასებას სამინისტრო განახორციელებს რეგულარულად იმისათვის, რომ პირველადი ჯანდაცვის ხარისხი იყოს ნამდვილად იმგვარი, რომ მოგვცეს დაავადებების ადრეული გამოვლენის და ჰოსპიტალური სერვისების გადატვირთვის თავიდან აცილების შესაძლებლობა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
gbc.ge