„საყოველთაო ჯანდაცვა არ ყოფილა საყოველთაო, მან მხოლოდ  უხარისხო მედიცინაზე ხელმისაწვდომობა გაზარდა“ -  ვახტანგ სურგულაძე

„საყოველთაო ჯანდაცვა არ ყოფილა საყოველთაო, მან მხოლოდ უხარისხო მედიცინაზე ხელმისაწვდომობა გაზარდა“ - ვახტანგ სურგულაძე

access_time2020-03-01 11:15:50

ადამიანს არ უნდა ეშინოდეს,რომ ავად გახდება და არ ექნება ფინანსური, თუ სხვა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე. ჯანმრთელი და განათლებული ერი ქვეყნის წარმატების მთავარი ფაქტორებია. საყოველთაო ჯანდაცვა არ ყოფილა საყოველთაო, მან მხოლოდ უხარისხო მედიცინაზე ხელმისაწვდომობა გაზარდა. 2014 წლიდან დაიწყო ამ პროგრამის დეფიციტი, მიზეზი მისი არასწორი მართვა და დაგეგმარება იყო. როცა სახელმწიფო კლინიკას უხდის არასაბაზრო ფასს ან უგვიანებს გადახდას, კლინიკა ასეთ დროს ან დაიხურება ან ხარისხს დაწევს. - რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში პროფესიონალები კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანმა, ვახტანგ სურგულაძემ საყოველთაო ჯანდაცვის ხარვეზებსა და მთავრობის 520-ე დადგენილებაზე ისაუბრა.


მისი თქმით, 520-ე დადგენილება ფინანსური და ეკონომიკური გათვლების გარეშე შეიქმნა.


5 ნოემბერს მიღებული დადგენილება 20 ნოემბერს ამუშავდა. შემსრულებემა სექტორს ბიუჯეტის დათვლის შესაძლებლობაც კი არ მისცა. კლინიკებს აქვთ სესხები და მიუხედავად იმისა,რომ სამინისტროს მხრიდან იყო ნათქვამი კონსულტაციების გავლასთან დაკავშირებით, ნამდვილად, არ ყოფილა კლინიკებთან კონსულტაციები. რეფორმა ასე არ ტარდება. მრჩება შთაბეჭდილება,რომ 520-ე დადგენილებაში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი არ იყო ჩართული,- ამბობს ვახტანგ სურგულაძე. მან გადაცემაში  ჯანდაცვის სისტემაში ხშირი ცვლილებების საშიშრობაზე ისაუბრა.


მიმაჩნია,რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა არ არსებობს.უნდა შეიქმნას ერთიანი სისტემა,სადაც ყველა ახალი მინისტრი არ დაიწყებს თავისი იდეების გატარებას. მომსახურება,რომელიც ღირს 1000 ლარი და მასში გადაიხდი 800 ლარს, უნდა იცოდე რომ 1000 ლარიან პროდუქტს ვერ მიიღებ. უხარისხო სამედიცინო დახმარება არ არის უხარისხო ფანქარი ან ფეხსაცმელი.მსოფლიოში სამედიცინო ბაზარი ყოველწლიურად იზრდება, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგიები შემოდის და მედიკამენტები ძვირდება. შესაბამისად, ყველა ნორმალურ ქვეყანაში, თუ სახელმწიფო აფინანსებს რამეს, ინდექსირებაც ხდება.


საქართველოში მედიკამენტებზე ფასების ზრდა ოლიგოპოლიის მიზეზით არის განპირობებული. გყავს სამი ძირითადი მოთამაშე, არ გამოვრიცხავ მათ შორის კარტელური გარიგების შესაძლებლობას. მათ შეუძლიათ მართონ ფასები. რეგულაციებია საჭირო, ლიმიტირება და ჭერის დადგენა შედეგს არ მოიტანს,
- ამბობს სურგულაძე.



მან გადაცემაში კორონავირუსის გავრცელების საშიშროებაზეც ისაუბრა და აღნიშნა,რომ უსაფუძვლო პანიკას საზოგადოება არ უნდა აჰყვეს. ვახტანგ სურგულაძე ასევე საუბრობს საბაჟო კონტროლის გამკაცრებასა და სამედიცინო, თუ სხვა სფეროების პერსონალის გადამზადების აუცილებლობაზე.


მოსახლეობის ნაწილმა პროდუქტები მოიმარაგა, ნამდვილად უსაფუძლო პანიკაა, ამის საჭიროება არ არსებობს. ვირუსის სირთულეს წარმოადგენს ის,რომ პიროვნებიდან პიროვნებაზე ადვილად გადადის. ერთი ადამიანის სიკვდილიც პრობლემაა და ტრაგედია,რაც არ უნდა დავუშვათ. შეიძლება ადამიანმა ისე გადაიტანოს ეს ვირუსი,რომ ვერც მიხვდეს, მაგრამ გახდეს მატარებელი ამ დაავადების. თუმცა, ის მოლოდინი,რომ თუ ვირუსი შეგვხვდა, აუცილებლად გართულდება, არ უნდა არსებობდეს. ჩვენი ამოცანაა, რომ ეპიდემია არ იყოს. ამისთვის, ვფიქრობ საზღვრებზე უნდა გამკაცრდეს კონტროლი. უნდა გვყავდეს კარგად მომზადებული თანამშრომლები საბაჟოჟზე, ყურადღებით უნდა იქნას შესწავლილი პასპორტები. აუცილებელია დავატრენინგოთ სამედიცინო და სასწრაფო დახმარების პერსონალი, საბავშვო ბაღის მასწავლებლები.


სულ მესმის ხელისუფლებისგან,რომ ჩვენ გავაკეთებთ... , მოდი,რა, ერთხელ ვთქვათ,რომ გავაკეთეთ უკვე და ნახეთ, რა გავაკეთეთ,-
ამბობს სურგულაძე.


მოამზადა ნათია კეკენაძემ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up