საყდრისის კომიტეტი მოითხოვს ბოლნისელებს ეპიდემიური კვლევა ჩაუტარდეთ

საყდრისის კომიტეტი მოითხოვს ბოლნისელებს ეპიდემიური კვლევა ჩაუტარდეთ

access_time2017-07-21 15:17:41

საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელმა ნინო ბურჭულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოლნისის მოსახლეობის ეპიდემიური კვლევის ორგანიზება მოითხოვა.

 

მისი განცხადებით, კომპანია „არემჯი გოლდის“ მიერ ბოლნისის რაიონში გარემო მნიშვნელოვნად  არის დაბინძურებული და აუცილებელია დადგინდეს, თუ როგორი ზეგავლენა მოახდინა გარემოს დაბინძურებამ ადამიანების ჯანმრთელობაზე.

 

„აუცილებლად უნდა ჩატარდეს მოსახლეობის ეპიდემიური კვლევა, ასევე, სასოფლო სამეურნეო პროდუქტის კვლევა, რათა დადგინდეს, აისახა, თუ არა გარემოს დაბინძურება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. „არემჯი გოლდი“ კვლავ აგრძელებს გარემოს დაბინძურებას - მიაჩნია საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელს.

 

ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ „არემჯი გოლდის“ მიმართ მტელი სიმწვავით დგას კითხვა -  „რა გაკეთდა ბოლნისში გარემოს დასაცავად?“. საყდრისის კომიტეტს მიაჩნია, რომ გარემოს დასაცავად კომპანიის მხრიდან არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.


 

„პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინეს იყო  ძალიან ბუნდოვანი. მეტიც, ამ პრეზენტაციის შემდეგ საყდრისის კომიტეტს კიდევ უფრო მეტი კითხვები გაგვიჩნდა. მთავარი კითხვაა - რა გაკეთდა გარემოს დასაცავად? საქმე ის არის, რომ არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა და „არემჯი გოლდი“ კვლავ აგრძელებს გარემოს დაბინძურებას.

 

გარდა ამისა, თავად კომპანიის ხელმძღვანელი დიმიტრი ტროცკი, რომელსაც გარემოზე უნდა ეზრუნა,  ხელისუფლების სხვადსახვა შტოების საშუალებით ცდილობდა კონკრეტულ ნაბიჯებზე თავი აერიდებინა. ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები გარემოს დაცვის სამინისტროსთან. ჩვენ აღარ გვაქვს კითხვები თავად კომპანიასთან, არამედ მივმართავთ, თავად გარემოს დაცვის სამინისტროს. რომელიც ბოლო რამდენიმე წელი ზედმეტად მაამებლურ პოლიტიკას ეწევა „არემჯი გოლდთან“ მიმართებაში“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

 

მისი თქმით, საყდრისის კომიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროს მოუწოდებს კომპანია „არემჯი გოლდის“ მისამართით ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რათა კომპანიამ  რეალური სამოქმედო გეგმა დადოს. ბურჭულაძე მოითხოვს, რომ  კომპანიამ  კარგად გაწერილი პროგრამა წარმოადგინოს.

 

„გარემოს დაცვის სამინისტრომ  ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რათა კომპანიამ დადოს რეალური სამოქმედო პროგრამა და კარგად გაწერილი გეგმა - გრაფიკი. ეს აუცილებელია, რადგან  2016 წლის ზამთარში გარემოს დაცვის სამინისტრომ, კერძოდ, გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა  კომპანიაში ჩაატარა  ერთგვარი ინსპექტირება  და მისი შედეგები საკმაოდ მძიმეა და შემაშფოთებელია,“, - ამბობს საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელი.

 



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს
access_time2021-07-28 15:45:22
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით. შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებას და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით...


მსგავსი სიახლეები

up