Saxo Bank-ის შოკისმომგვრელი პროგნოზები 2020 წლისთვის

Saxo Bank-ის შოკისმომგვრელი პროგნოზები 2020 წლისთვის

access_time2019-12-03 17:00:14

2020 წელს უნგრეთი ევროკავშირს ტოვებს, დონალდ ტრამპი არჩევნებში მარცხდება,  ნავთობი კი 90 დოლარი ეღირება ასეთია Saxo Bank-ის „შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება“  2020 წლისთვის.


Saxo Bank-ი დანიური საინვესტიციო ბანკია, ხოლო „შოკისმომგვრელი პროგნოზები“ - ეს ბანკის ექსპერტების ანალიზია ნაკლებ სავარაუდო, თუმცა სავსებით შესაძლებელ მოვლენებზე, რომელთა გამართლების შემთხვევაში მსოფლიო ბაზარი სერიოზულ ფინანსურ რყევებს მიიღებს.


2019 წელს Saxo Bank-ის ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ 2020 წელს ბარელი ნავთობი 90 დოლარი გახდება,  ტრამპს პრეზიდენტად აღარ ირჩევენ, ევროკავშირი კი უნგრეთს დაემშვიდობება,  ამერიკულ დოლარს აზიის ბაზარზე ახალი აზიური სარეზერვო ვალუტა ჩაანაცვლებს, ხოლო ევროპის ცენტრალური ბანკი პროცენტებს გაზრდის.


უნგრეთი ტოვებს ევროკავშირს?! – Saxo Bank-ის ანალიზის მიხედვით, მას შემდეგ რაც პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბრიუსელთან ბუდაპეშტის თავისუფალ მოლაპარაკებებზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა, ევროპული კომპანიების მიერ უნგრეთში საინვესტიციო გეგმების განხორციელების პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რამაც საბოლოოდ შესაძლოა უნგრეთს ევროკავშირთან დამშვიდობება აიძულოს.

 


კიდევ ერთ შოკისმომგვრელ სცენარად მოიაზრება აშშ-ს „თეთრ სახლში“ დემოკრატების ტრიუმფალური შესვლა. 2016 წელს დონალდ ტრამპმა გამარჯვება ასაკოვანი ამომრჩევლების ხარჯზე მოიპოვა, მათი რიცხვი დღეს მცირდება; აშშ-ში ყველაზე მრავალრიცხოვან მოსახლეობას 20-დან 40 წლამდე მაცხოვრებლები შეადგენენ, განწყობა კი უფრო ლიბერალურია ვიდრე ადრე - წერია ანალიზში. 


.


 


აზიაში ახალი სარეზერვო ვალუტა იქმნება, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკული დოლარის რეგიონული ბაზრიდან ამოღებას.




ნავთობის ფასი ბარელზე 90 დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდება - როგორც პროგნოზში აღინიშნა, 2020 წელს OPEC-ი და რუსეთი,  აშშ-ში დაბალი საინვესტიცო შემოსავლების გამო  ნავთობის მოპოვების შემცირებას ხედავენ. ისინი წარმოების ახალ ძლიერ შემცირებას აანონსებენ. შედეგად, ბრენტი 90 დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდება. ეს კი რუსეთისთვის დიდი ბენეფიტია.  

 

 

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა  მოულოდნელად პროცენტები გაზარდოს. ეს რამდენიმე ქვეყანას. მათ შორის გერმანიას აიძულებს, რომ ეკონომიკის ფისკალურ სტიმულაციაზე  გადაერთოს.

 



Saxo Bank-ი მსგავს პროგნოზებს უკვე 20 წელია აქვეყნებს. 2018 წლის ბოლოს ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ 2019 წლისთვის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი გახდებოდა (არ გამართლდა), კომპანია Apple-ს კომპანია Tesla უნდა ეყიდა (არ გამართლდა), დონალდ ტრამპს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი  თანამდებობიდან უნდა გაეთავისუფლებინა (არ გამართლდა).


საბოლოო ჯამში, როგორც ბანკის მთავარი ერკონომისტი სტივ იაკობსენი აღნიშნავს, შემდეგი წლის მთავარი თემა პოპულისტური იდეების უეცარი კრახი იქნება.  ასევე ცენტრალური ბანკის მიერ პროცენტების ნორმალიზაცია და ახალი ხელისუფლების აღზევება აშშ-ში.

 

rambler.ru

მარიამ მორგოშია




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...


მსგავსი სიახლეები

up