"მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტორების დიდ რაოდენობას ველოდებით" Hotel collection international

access_time2021-06-03 16:00:37

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 ივნისიდან ქვეყანაში სახმელეთო საზღვრები გაიხსნა. როგორც კომერსანტთან საუბრისას Hotel collection international - ის რეგიონალურმა დირექტორმა ქეთი მიქაშავიძემ აღნიშნა, მათი დამოკიდებულება საზღვრების გახსნის მიმართ ცალსახად პოზიტიურია და ეს ტურიზმის სწრაფი აღდგენისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება.



„არა თუ მივესალმებით, არამედ ამ ხნის მანძილზე ჩვენ თვითონვე ვითხოვდით საზღვრების გახსნას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სამეზობლო ქვეყნებიდან ყველამ თავის მოქალაქეებს სახმელეთო საზღვრით სარგებლობის უფლება არ მისცა და თავისი პირობებიც დააყენა, ძალიან ოპტიმისტური მოლოდინებიც არ მექნებოდა, თუმცა ცალსახად ძალიან პოზიტიური ნაბიჯია, ჩვენ სამეზობლო ქვეყნებიდანაც მოთხოვნა ძალიან  დიდია და მიუხედავად მათი მხრიდან გარკვეული დაბრკოლებისა ველოდებით, რომ ჩვენი ქვეყნისკენ მაინც დიდი ნაკადები წამოვა.

ვხედავთ, რომ მოთხოვნა კვირიდან კვირამდე იზრდება და ამასთან ერთად იმასაც ვაცნობიერებთ, რომ კერძო სექტორის პასუხისმგებლობა მთლიანად ჩვენზეა გადმოსული და ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეგულაცია და თანამშრომლებს და სტუმრებსაც მოვთხოვოთ მათი დაცვა, რომ არ გამოვიწვიოთ ინფიცირების შემთხვევების ზრდა“  -   აღნიშნა ქეთი მიქაშავიძემ.




აჭარა ჯგუფის ბიზნეს განვითარების დირექტორის თქმით საქართველოში შემოსული სტუმრების ძალიან დიდი წილი, სწორედ სახმელეთო საზღვრებიდან მოდის, შესაბამისად საზღვრების გახსნის მიმართ მათაც დიდი მოლოდინი ჰქონდათ.


 

„ძალიან დიდი ხანია, რაც სახმელეთო საზღვრების გახსნას ველოდებით, შემოსული სტუმრების ძალიან დიდი  წილი ჩვენ ქვეყანაში სახმელეთო საზღვრებიდან მოდის, მათ შორის უდიდესი წილი არის ჩვენი მეზობელი  ქვეყნები, რომლებიც დიდი ხანია ამას ელოდებიან, რასაც დიდ მნიშვნელობას სძენს ისიც, რომ პანდემიიდან გამომდინარე კვლავ ძალიან ბევრი შეზღუდვა მოქმედებს და შესაბამისად ფრენებზე ფასი ძალიან მაღალია.

ველოდებით რომ სტუმრების ძალიან დიდი წილი წამოვა არა მხოლოდ ჩვენი სასტუმროების, არამედ ზოგადად მთელი ქვეყნის, როგორც საზღვაო ქალაქების, ასევე სხვა ქალაქების მიმართაც. - აღნიშნა ტატა ჭუმბურიძემ.



თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up