სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი საწარმო 12 სახეობის გაყინულ ხილს აწარმოებს

სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი საწარმო 12 სახეობის გაყინულ ხილს აწარმოებს

access_time2021-04-15 10:10:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილ ხილის გადამმუშავებელ საწარმოში წარმოების პროცესს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის განვითარება. შესაბამისად, სამინისტროს პოლიტიკა მიმართულია როგორც პირველადი წარმოების ხელშეწყობის, ასევე შემნახველი და გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. მეხილეობის მიმართულებით დადებითი შედეგები უკვე სახეზეა. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, 11 000 ჰა-ზე მეტი ფართობის ინტენსიური, თანამედროვე ბაღია გაშენებული, იმისთვის, რომ მაქსიმალური ღირებულება მივიღოთ, შევძლოთ ნედლეულის უდანაკარგოდ შენახვა, ჩავანაცვლოთ იმპორტი და საექსპორტო პოტენციალი გავზარდოთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების შემნახველი, გადამმუშავებელი და სამაცივრო საწარმოების შექმნა. ამ მიმართულებით, სახელმწიფოს აქვს როგორც საგრანტო, ისე საკრედიტო რესურსით დახმარების პაკეტები. აღნიშნული საწარმოც, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს ხილის, მათ შორის, კენკრის შოკური გაყინვის მეთოდით წარმოებას, სახელმწიფოს მხარდაჭერით არის შექმნილი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



შპს „მამბო ფროსტი“ სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც შოკური მეთოდით დამუშავებული ხილის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს, ექსპორტს კი აზერბაიჯანში ახორციელებს.



საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 2020 წელს შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 4 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1,500,000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტია. შპს „მამბო ფროსტის“, საწარმო სადაც 20-მდე ადამიანია დასაქმებულია 12 დასახელების ცოცხლად გაყინულ ხილს, მათ შორის კენკრას აწარმოებს.



საწარმოში შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, 24 საათში, 2,5 ტონა ხილის გადამუშავებაა შესაძლებელი. საწარმოში მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ნედლეული გადამუშავდება.



სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში, მხარდაჭერილია 50 სამაცივრო და შემნახველი მეურნეობა, მათი დაფინანსება კი, ჯამურად, 23 მილიონ ლარს აღემატება.



შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და სამაცივრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 165 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 1,645 სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 25,700,000 ლარზე მეტია.







ისრაელის კრიზისის რეალური მიზეზები - მზერა საქართველოდან

ისრაელის კრიზისის რეალური მიზეზები - მზერა საქართველოდან
access_time2021-05-12 21:00:37
ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ვითარების ანალიზისას ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რამ განაპირობა დაძაბულობა - ისრაელში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა თუ საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორებმა და ახლო აღმოსავლეთის შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა ლანდშაფტმა.ისრაელში განვითარებული მოვლენები ორი კვირის წინ დაწყებული მასობრივი არეულობების - ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დამბობვების გაგრძელებაა. საბედნიეროდ, ორი კვირის წინ განხორციელებულ დაბომბვებს, რომლებიც ასევე,...

ლაშა ჟვანია - ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება

ლაშა ჟვანია - ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება
access_time2021-05-12 16:50:10
ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.„ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს დაბეჯითებით გთხოვთ, გაითვალისწინეთ – დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს სერიოზული პრობლემის აღმოფხვრას. სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება. აშკელონი, აშდოთი და შდეროთი ახლაც იბომბება.დაანონსებულია სარაკეტო იერიში...

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს შეჩერება გადაიფიქრა

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს შეჩერება გადაიფიქრა
access_time2021-05-12 20:00:08
ბოლო წლების მანძილზე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ერთ-ერთ კერად რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს პროექტი რჩებოდა. ეს მხოლოდ გაზის მიწოდების პრობლემა არაა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ გერმანიაში გაზის ტრანსპორტირების გარდა, პუტინის მაქინაციებს ხელს უწყობს. ამ პროექტით რუსეთი უკრაინულ ტრანზიტზე უარის თქმას და ამით კიევის დასჯას აპირებს. ნიშანდობლივია, რომ ამ პროექტის პოლიტიკური მხარე არც ბერლინს და არც ბრიუსელს არ აწუხებთ და ეს მაშინ, როდესაც...

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს არასტანდარტული ხილისგან“ - Mambo Frost

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს არასტანდარტული ხილისგან“ - Mambo Frost
access_time2021-05-12 18:00:51
საიტი East Fruitt კომპანია შოკური გაყინვის ტექნოლოგიით მომუშავე კომპანია Mambo Frost-ის დამფუძნებელს მამუკა მიქაშავიძეს ესაუბრა. -რას წარმოადგენს თქვენი კომპანია? ჩვენ წარმოებაში ტონელური ტიპის ინდივიდუალური გაყინვის ტექნოლოგიას ვიყენებთ, რომელიც ხილის და კენკრას სტრუქტურის და გემოს მაქსიმალური შენარჩუნების საშუალებას იძლევა. პროდუქციას ვაწარმოებთ მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულიდან, რომელსაც ფერმერებისგან ვყიდულობთ. ჩვენს...

ვაგრძელებთ ინტერვენციას საქართველოს ეკონომიკაში- სებასტიან მოლინეუსი

ვაგრძელებთ ინტერვენციას საქართველოს ეკონომიკაში- სებასტიან მოლინეუსი
access_time2021-05-12 12:00:57
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკაში ინტერვენციებს აგრძელებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ქვეყანას 85 მლნ ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება გამოუყო, რომლის მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და პანდემიით დაზარალებული კომპანიების მხარდაჭერაა. "ჩვენ ვაგრძელებთ ინტერვენციას ამ მიმართულებით, რაც მსოფლიო ბანკის ფართო პაკეტის ნაწილია. პირველი ფაზის განმავლობაში, პანდემიის დაწყებისთანავე, მსოფლიო ბანკმა დაუყოვნებელი დახმარება გაუწია ქვეყანას ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up