სახელმწიფომ  ტექინსპექტირების კომპანიასთან  დავა წააგო- ბიუჯეტს შესაძლოა მილიონობით თანხის ანაზღაურება მოუწიოს

სახელმწიფომ ტექინსპექტირების კომპანიასთან დავა წააგო- ბიუჯეტს შესაძლოა მილიონობით თანხის ანაზღაურება მოუწიოს

access_time2020-05-01 19:00:41

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ბაზარზე მომუშავე ქართულ-გერმანული კაპიტალით შექმნილმა სასწავლო საგამოცდო ცენტრმა PTI-მ საქართველოს მთავრობასთან 2 წლიანი სასამართლო დავა მოიგო და უახლოეს მომავალში საქართველოში ოპერირებას იწყებს. კომპანიას 2018 წელს სახელმწიფოსგან უარი ეთქვა ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის გახსნაზე, რის გამოც ორი წლის მანძილზე ჩადებული ინვესტიცია და მათ მიერ მოპოვებული მშენებლობის უფლება შეჩერდა. კომპანიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება კი სახელმწიფოს ბიუჯეტს მილიონები დაუჯდება.


როგორც კომპანიის იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „კომერსანტთან“ განმარტა, სასამართლოში კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის შევიწროების შემთხვევა და უახლოეს მომავალში უცხოელ პარტნიორებთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ზარალის ანაზღაურების პროცედურებზე განხილვები წარიმართება.  


„ესაა ერთ-ერთი საქმე, რომელშიც მთავრობამ არ დაუშვა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ბაზარზე ახალი მოთამაშე და მონოპოლიზაციას შეუწყო ხელი. სასწავლო და საგამოცდო ცენტრ  PTI-ს  ოპერირება თბილისში 7 ინსპექტირების ხაზით უნდა დაეწყო, თუმცა ყოველგვარი კანონის დარღვევით, სახელმწიფომ ბიზნესი დაჩაგრა და მათ საქმიანობის საშუალება არ მისცა. ამ კომპანიამ მიმართა სასამართლოს, შედეგად კი სამივე ინსტანციამ დაადასტურა  სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის შევიწროვება.საბოლოოდ, სასამართლომ დაავალა ეკონომიკის სამინისტროს ამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება. სამწუხარო ისაა, რომ ამ ყველაფერს 2 წელი დასჭირდა. ამჟამად პარტნიორებთან ერთად, ზიანის ანაზღაურების პროცედურებსაც გადავწყვეტთ. სავარაუდოდ ეს არ იქნება მცირე თანხა და ამაზე პასუხისმგებელი ბიუჯეტი იქნება. ვფიქრობთ, რომ შეიძლება მილიონებზე იყოს საუბარი. ეს ყველაფერი იმის გამო, რომ სახელმწიფომ ორი წლით გამზადებული ინვესტიციები გააჩერა, გააჩერა კომპანია, რომელსაც მშენებლობის ნებართვა ჰქონდა აღებული. უცხოელი ინვესტორები კი ადვილად არ თმობენ თავიანთ უფლებებს.“ - ამბობს ალაფიშვილი.



იურისტმა საქართველოს ტექინსპექტირების ბაზარზე მონოპოლისტი კომპანიის „გრინვეის“ საქმიანობის არამართებულობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უკანონოდ ჩაერია არარეგულირებად სფეროში და გეოგრაფიულად გაანაწილა ცენტრები, რომელთაც ოპერირების უფლება ექნებოდათ.  


„2018 წელს სახელმწიფო ჩაერია არარეგულირებად სფეროში, დაადგინა მოთხოვნები, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს 151 ინსპექტირების ხაზი, განაწილა გეოგრაფიულად და მხოლოდ მათ შეეძლებათ ოპერირება. ჯამურად დღეს ოპერირებს 43 ინსპექტირების ცენტრი, საიდანაც ერთ კომპანიას უჭირავს ბაზრის 35-40 პროცენტი, კომპანია „გრინვეი“ მთავრობის 2018 წლის დადგენილებით შეიქმნა, სწორედ მათ მოარგეს საკონკურსო პირობები მთავრობაში. მთავრობის ამ გადაწყვეტილებით შეიქმნა მონოპილისტი.


სასწავლო და საგამოცდო ცენტრი PTI  მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ მათი ერთერთი მიმართულებაა იმ პერსონალის გადამზადება, რომელიც ყველა ცენტრს სჭირდება, რომელიც აუცილებელია ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებისთვის და რომელსაც გვავალდებულებს ასოცირების ხელშეკრულება.“ - განმარტავს ლევან ალაფიშვილი.


მარიამ მორგოშია 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up