„სახელმწიფოს თანადგომით, მსხვილი ინვესტიციით გორში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გავხსენით“ - მარიამ ქვრივიშვილი

„სახელმწიფოს თანადგომით, მსხვილი ინვესტიციით გორში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გავხსენით“ - მარიამ ქვრივიშვილი

access_time2023-02-06 19:00:34

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „გორი ინნ-ის  გახსნაში მიიღო მონაწილეობა.


გახსნით ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი,  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში დირექტორი მიხეილ ხიდურელი და  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

 

სასტუმრო „გორი ინნ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით სარგებლობს.

 


„აწარმოე საქართველოში პროგრამის  მხარდაჭერით გორში 120 ნომრიანი სასტუმრო გავხსენით, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. ყოველი ასეთი თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ობიექტი დამატებითი შესაძლებლობაა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის იმოგზაურონ საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში და აღმოაჩინონ ახალი ისტორიული ადგილები.  მსგავსი მაღლი კლასის სასტუმრო ასევე ხელს შეუწყობს ვიზიტორთა დანახარჯებისა და ღამის თევების რაოდენობის ზრდას, რაც დადებითად აისახება ტურიზმის სექტორის დინამიკაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასტუმრო 100 ადგილობრივ ადამიანს ასაქმებს, რაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

„გორი ინნ  სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ის ქსელს წარმოადგენს. სასტუმროს მშენებლობაში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.

 

„ინნ ჯგუფი 2015 წელს შეიქმნა და დღეს უკვე 10 კომპანიას აერთიანებს, მათ შორის სასტუმროებს ბაკურიანში, გუდაურსა და ქუთაისში, ასევე საწარმო „ალუტექ ჯორჯიასა და სამშენებლო კომპანია „ინნ დეველოპმენტს.






ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up