„სასტუმროების დაახლოებით 30% სრულიად გაუქმდა ან გაკოტრდა, კომენდანტის საათი  არსებობა კი ტურიზმს ბლოკავს“

„სასტუმროების დაახლოებით 30% სრულიად გაუქმდა ან გაკოტრდა, კომენდანტის საათი არსებობა კი ტურიზმს ბლოკავს“

access_time2021-06-06 10:00:47

„სამწუხაროდ ტურისტული სექტორის მიმართულებით არანაირი ცვლილება არ არის, ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები სახელმწიფოს მიმართ კრიტიკულად განწყობილები არ ვიყავით, მათ ძალიან ბევრ რჩევას და რეკომენდაციას ვაძლევდით“ -   ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ მოძრაობა ალტერნატივა ტურიზმის კვლევის ცენტრის დამფუძნებელმა ალექსანდრე გიორგიძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, სექტორის მიერ გაცემული ერთ-ერთი რეკომენდაცია სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ე.წ. კოვიდ ცენტრების მოწყობას გულისხმობდა, სადაც ქვეყანაში შემოსვლის მსურველები ვირუსზე  შემოწმებას გაივლიდნენ, რაც გიორგიძის თქმით, სექტორს გარკვეული დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობას მისცემდა.

 

„სასტუმროების დაახლოებით 30% სრულიად გაუქმდა ან გაკოტრდა, სასტუმროებში დასაქმებულების ნაწილი კი ან სხვაგან გადავიდა ან ქვეყნიდან წავიდა, ამ სფეროში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. თუ არ ჩავთვლით აეროპორტში დაკრულ ორ მეტრიანი დისტანციის აღმნიშვნელ სტიკერებს, მთელი წელიწადი და 4 თვის მანძილზე არც ერთ სასაზღვრო პუნქტზე, სარფი, სადახლო, ლარსი და ა.შ. არანაირი ინფრასტრუქტურული გადაიარაღება არ მომხდარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფოს არ უმუშავია და პოსტ კოვიდური სტრატეგია არ დაუდია, გარდა ამისა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამდენი ხანია ხელმძღვანელი არ ჰყავს, არც ერთი მხარდამჭერი ნაბიჯი განცხადების დონეზეც კი ჩვენი სექტორის მიმართ არ ყოფილა გადმოდგმული“, -  აღნიშნა ალექსანდრე გიორგიძემ.

 

რაც შეეხება ე.წ. კომენდანტის საათს 23:00 მდე გადაწევას, ალექსანდრე გიორგიძე აღნიშნავს, რომ ამ შეზღუდვის შემსუბუქებამ ტურიზმის სექტორს გარკვეული შეღავათი მისცა, თუმცა მისივე თქმით, როდესაც ტურისტების უმეტესობა იგებენ, რომ ქვეყანაში კვლავ კომენდანტის საათი მოქმედებს საქართველოში ჩამოსვლაზე უარს ამბობენ.

 

„ე,წ კომენდანტის საათის არსებობა ტურიზმისთვის უკვე დამაბრკოლებელი ფაქტორია, მას შემდეგ რაც ტურისტები იგებენ, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს აღარ ინტერესდებიან თუ რომელი საათიდან არის შეზღუდვა. ანუ მისი უბრალოდ არსებობა ტურიზმს ბლოკავს, აპრილში ტურისტების კლების მაჩვენებელი იყო 85%-ია, რაც კატასტროფაა, ამჟამად ჩვენი ცენტრი მაისის თვის მონაცემებზე მუშაობს, სავარაუდოდ კომენდანტის საათის გადაწევიდან გამომდინარე ეს მაჩვენებელი შემცირებული იქნება, თუმცა წინასწარი მონაცემებით შემიძლია გითხრათ, რომ ჯავშანების გაუქმების მაჩვენებელი 50-55% -ია. წარმოიდგინეთ ზღვის სეზონი, როდესაც ადამიანებს ღამე სურთ აქტივობა, როგორი დამაზიანებელი იქნება ეს  შეზღუდვა, უბრალოდ ჩვენ ტურისტები არ გვეყოლება“, -  აღნიშნა ალექსანდრე გიორგიძემ.

 

 


 

გიორგიძემ ასევე სახმელეთო საზღვრებზე დაწესებულ შეზღუდვაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი პრობლემა და სახელმწიფოს ეშინოდა, რომ საზღვრის მონიტორინგის კარგ მენეჯმენტს ვერ უზრუნველყოფდა.

 

„ამ მიმართულებით სისუსტემ ბიზნესი ძალიან აზარალა, მაისის თვე იყო პირველი ტურისტული პიკი, ტურიზმის მთელი შემოსავლის 20% მაისის თვეზე მოდის და ამას ვერ ავინაზღაურებთ. დღეს კარგია, რომ საზღვრები გაიხსნა, მაგრამ რეალურ სურათს ეს არ შეცვლის. სახმელეთო საზღვრით ძირითადად ჩვენი 4 მეზობელი სარგებლობდა, აქედან სომხეთი და აზერბაიჯანი ტერიტორიას ძირითადად ტრანზიტისთვის გამოიყენებს, რადგან ისინი საქართველოს ტერიტორიას რუსეთში გასამგზავრებლად იყენებენ. მაქსიმუმ ივლისი - აგვისტოში და სექტემბრის ნაწილში, შესაძლოა, რომ საზღვაო კურორტების მიმართ დაინტერესება გაიზარდოს. მაგრამ ზღვაზე სტუმრობის დროს ტურისტები არასდროს სარგებლობენ, გიდის, მძღოლის და სხვა მომსახურებით.

 

რაც შეეხება რუსეთს, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ვიზიტორია, მათ თვითონ სახელმწიფო უკრძალავს სხვა ქვეყანაში სახმელეთო საზღვრის გადაკვეთას გარდა სპეციალური მოწვევისა, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს საზღვრის გახსნით, იმ ადამიანებისთვის ვინც ამ სფეროში აქტიურია, ბევრი არაფერი შეიცვლება ან მატება მხოლოდ მცირედით იქნება. მთავარი აქ არის ის, რომ ეს ყველაფერი, რომ მაისში მომხდარიყო, ჩვენ გარკვეულ მოლოდინს შევქმნიდით და სახელმწიფო თუ კერძო სექტორი კონკრეტული მიმართულებით იმუშავებდა, რაც უკვე დადებითად იმოქმედებდა “, -  ალექსანდრე გიორგიძემ.

 

 

გიორგიძემ ასევე აღნიშნა, რომ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან სახმელეთო საზღვრის  გახსნა,  ტურისტებს მისცემდა შემოვლითი გზით შემოსვლის  საშუალებას, ტურისტები ევროპის იმ ქვეყნებიდან რომლებსაც პირდაპირი რეისი აქვთ თურქეთის მიმართულებით, ჩაფრინდებოდნენ თურქეთში და შემდეგ საქართველოში სახმელეთო საზღვრის საშუალებით შემოვიდოდნენ.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up