„სახელმწიფოს მხრიდან საფონდო ბირჟის განვითარების ხედვა არ ჩანს“ - შოთა გულბანი

„სახელმწიფოს მხრიდან საფონდო ბირჟის განვითარების ხედვა არ ჩანს“ - შოთა გულბანი

access_time2019-05-18 12:00:04

„სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მან ერთი მხრივ, უნდა დააინტერესოს კომპანიები და შექმნას იმგვარი გარემო, რომ საფონდო ბირჟები მიმზიდველი გახდეს და იგი არ იყოს შიშებთან დაკავშირებული. აქტიურად უნდა მოხდეს  ერთი მხრივ, დაბანდება და მეორე მხრივ, ფინანსური რესურსის მოძიება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტთან საუბარში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა.

„ძლიერი საფონდო  ბაზარი გვექნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსური სისტემა იქნება დივერსიფიცირებული. ბაზარი მისცემდა მთავრობას საშუალებას, ყოფილიყო სათადარიგო ძლიერი მხარე. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ბანკს საფრთხე შეექმნებოდა იგი არ გამოიწვევდა ნეგატიურ შედეგებს და კაპიტალის ბაზარიც განაგრძობდა მუშაობას.

დღეს  ბიზნესისთვის ეს ბაზარი კაპიტალის მოძიების რეალურ საშუალებას არ წარმოადგენს, პირიქით, რამდენიმე კომპანიამ დატოვა კიდეც საფონდო ბირჟა. მათთვის იქ ყოფნა, აუდიტთან დაკავშირებულ დამატებით ფინანსურ ვალდებულებებთან იყო დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ,როცა ისინი ტრანზაქციებს არც კი ახორციელებდნენ. თუმცა გარკვეული სახის გააქტიურება შეინიშნება კორპორაციების ემისიების ნაწილში, მაგალითად თეგეტამ გამოუშვა 30 მილიონის ობლიგაცია და ცხადია, მათი ნაწილი გააქტიურდა, თუმცა მთლიანობაში ეს ძალიან მცირე მოცულობის ტრანზაქციაა, ფასიან ქაღალდებზე გარიგებაც კი საშუალოდ ორ თვეში ერთხელ იდება, რაც პრაქტიკულად არაფრის მთქმელია.

სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მან ერთი მხრივ, უნდა დააინტერესოს კომპანიები და შექმნას იმგვარი გარემო,რომ საფონდო ბირჟები მიმზიდველი გახდეს და იგი არ იყოს შიშებთან დაკავშირებული. აქტიურად უნდა მოხდეს  ერთი მხრივ, დაბანდება და მეორე მხრივ, ფინანსური რესურსის მოძიება, რასაც საერთო ჯამში, ეკონომიკისთვის კარგი ეფექტი მოაქვს.


ჩვენი საფონდო ბირჟის ინდექსის ცვლილება არაფრის მთქმელია, იმდენად მცირე მასშტაბებზეა საუბარი. მარეგულირებელი,რომელიც წარსულში საფონდო ბირჟას არეგულირებდა ეროვნულ ბანკს დაუქვემდებარეს.  იგი  უნდა გამოვიდეს ეროვნულ ბანკის ზედამხედველობიდან და აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს საკანონმდებლო ლაფსუსები. სახელმწიფოს მხრიდან არ ჩანს ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს სფერო,“ - ამბობს შოთა გულბანი.






რა არ უკითხავთ არასდროს ქართველი ბიზნესმენებისთვის? - ჭყონიას რჩევა მთავრობას

რა არ უკითხავთ არასდროს ქართველი ბიზნესმენებისთვის? - ჭყონიას რჩევა მთავრობას
access_time2019-06-15 20:00:07
პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, ცოდნა, განათლება - ეს ის ოთხი ძირითადი კომპონენტია, რომელსაც ბიზნესმენი თემურ ჭყონია გამოყოფს და თვლის, რომ ეს ფაქტორები განსაზღვრავენ საჯარო მოხელეების ეფექტიან ...

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია
access_time2019-06-15 17:28:35
  14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“, ჟურნალის Entrepreneur ივნისის...

საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ ცხოვრების დონე არ იცვლება

საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ ცხოვრების დონე არ იცვლება
access_time2019-06-15 16:00:20
 1 თვეში საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით გაიზარდა. ამ მხრივ გავლენა ინფლაციის ზრდამ მოახდინა, თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ,,გაზრდილი საარსებო მინიმუმიც რეალობისგან ძალიან შორსაა და იგი ვერ ასახავს იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია. 2019 წელს ცხოვრება მართლაც თვალში საცემად გაძვირდა. სპეციალისტების აზრით, ინფლაციის ფონზე...

კრიპტოვალუტა ლაითკოინის ფასი 330%-ით გაიზარდა

კრიპტოვალუტა ლაითკოინის ფასი 330%-ით გაიზარდა
access_time2019-06-15 12:00:06
2019 წელს ყველაზე სწრაფად ზრდადი კრიპტოვალუტა ლაითკოინია. მისი ფასი, წლის დასაწყისიდან დღემდე, 330%-ით...

დავით ცაავა - სალიზინგო ბაზრის შესწავლისას, აღმოვაჩინეთ, რომ დეფიციტია მოთხოვნად სალიზინგო პროდუქტებზე

დავით ცაავა - სალიზინგო ბაზრის შესწავლისას, აღმოვაჩინეთ, რომ  დეფიციტია მოთხოვნად სალიზინგო პროდუქტებზე
access_time2019-06-15 14:00:34
ჩვენი შიდა პროცედურები და დაკრედიტების პრინციპები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ეროვნული ბანკის მხრიდან მიღებული რეგულაციებისგან,“ - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ რადიო კომერსანტზე გადაცემაში  „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“. დავით ცაავამ სალიზინგო ბაზარი და საბანკო რეგულაციების შედეგები...


მსგავსი სიახლეები

up