სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იყო მყისიერი და ფაქტობრივ გარემოებებზე დაფუძნებული - გრანთ თორნთონი

სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იყო მყისიერი და ფაქტობრივ გარემოებებზე დაფუძნებული - გრანთ თორნთონი

access_time2020-07-28 13:45:53

რადიო კომერსანტისა და კომპანია „გრანთ თორთონ“ საქართველოს ერთობლივ გადაცემაში ჩემი აუდიტორი  პოსტ პანდემიის პერიოდის სამართლებრივი და საგადასახადო ჩარჩოს შესახებ ისაუბრეს.  რა ცვლილებების განხორციელება გახდა აუცილებელი  -  კომპანია  გრანთ თორნთონ საქართველოს დირექტორმა საგადასახადო და იურიდიული მიმრთულებით ქეთევან ღამბაშიძემ და კომპანიის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ჯოლიამ ისაუბრეს.


დღეის მდგომარეობით თითქმის სრულად დაშვებულია ეკონომიკური სქმიანობა. შეზღუდვები მოქმედებს სპორტულ-კულტურულ და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებით. ასევე ონლაინ რეჟიმში რჩება აზარტული თამაშების ორგანიზება. რაც შეეხება, სასტუმროების დაშვების საკითხს, ისინი თავდაპირველად დაიშვა მხოლოდ კარანტინის მიზნებისთვის, დღეის მდგომარეობით კი აგრძელებენ სრულად ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, რეკომენდაციების დაცვით. სულ ახლახანს დაიშვა სპორტულ გამაჯანსაღებელი საქმიანობა, ტრენინტები და პროფესიული, საგანმანათლებლო ცენტრების საქმიანობები,- განაცხადა ნინო ჯოლიამ. მისი თქმით, სექტორებისთვის გაწერილია სხვადასხვა ტიპის რეკომენდაცია და ისინი განთავსებულია,როგორც ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე, ისე საკანონმდებლო მაცნეს ვებ გვერდზე.


სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულია რეკომენდაციები,რომლებიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული და მოიცავს 33 დანართს. რეკომენდაცია,როგორც კი ძალაში შედის, საკანონმდებლო მაცნეზე და ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე ქვეყნდება. რეკომენდაციები საკმაოდ გასაგები ენით არის დაწერილი, კონკრეტული სექტორების მიხედვით აღწერილია ის,თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის ობიექტი,რომ ჩაითვალოს ის გათვალისწინებულად,- აღნიშნავს ნინო ჯოლია და პოსტ პანდემიურ პერიოდში ახალი შრომითი ხელშეკრულებების  შინაარსობრივ თავისებურებებზე საუბრობს.



შრომითი უერთიერთობების შეწყვეტის ან დასრულების საკითხი სამართლებრივად სწორად უნდა იყოს გაფორმებული. ახალი ხელშეკრულების გაფორმების წინ კი, სასურველია  წინასწარ იყოს გამოხატული მხარეთა ნება დისტანციურად სამუშაოს შესრულების შესახებ,რომ შემდგომში აღარ გახდეს დამატებით წერილობითი შეთანხმებისა და დასკვნის გამოტანის საჭიროება.

ადამიანებს,რომლებსაც  პანდემიის გამო შეუწყდათ შრომითი ურთიერთობები და ხელშეკრულება, 2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით 1 თვის განმავლობაში მაინც უნდა ჰქონოდათ აღებული ხელფასის სახით შემოსავალი. სწორედ ეს ადამიანები მოიაზრებიან კომპენსაციის მიმღებ პირთა რიგებში. კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა 200 ლარის ოდენობით და თვითდასაქმებულების შემთხვევაში წარმოადგენდა ერთჯერად დახმარებას 300 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება იპოთეკურ სესხებს, იპოთეკური კრედიტებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მნიშვნელოვანია,რომ ბინის გასხვისება კომპანიის მხრიდან პირველად უნდა ხდებოდეს,- ამბობს ნინო ჯოლია.

ქეთევან ღამბაშიძის არსებულ საგადასახადო შეღავათებსა და ტურისტული სექტორის წახალისების მიზეზებზე საუბრობს.

გარკვეული შეღავათები  პირველად ტურისტულ სექტორს შეეხო, ეს შეღავათები ეხებოდა,როგორც საშემოსავლოს, ისე ქონების გადასახადს. შემდგომ იყო ჩანაწერი,რომ არამხოლოდ ტურისტულ ობიექტებს, არამედ ყველა ბიზნეს ობიექტს შეეხებოდა,ვისი საქმიანობაც შეჩერდა. ფინანსთა სამინისტროს ან შემოსავლების სამსახურს აქვს უფლება წლის ბოლომდე გადაავადოს შეღავათები ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე. უნდა ითქვას,რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იყო მყისიერი და ფაქტობრივ გარემოებებზე დაფუძნებული. დღესაც მიმდინარეობს საუბარი იმაზე,რომ მოლოდინი ჰქონდა ზოგიერთ გადამხდეს დღგ-ს განაკვეთის შეცვლის, რესტრუქტურიზაციის, ან გარკვეული ამინისტიის. არსებობდა კითხვები  საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით. რასაც პასუხად მალევე მოჰყვა შემოსავლების სამსახურის მიერ  ინსტრუქციის გაგზავნა. ტურისტული სექტორზეა დამოკიდებული  საქართველოს ეკონომიკა. ეს არის ფაქტი და ამიტომ გასაგებია ამ სექტორის წახალისება.

საერთაშორისო პრაქტიკით სექტორული დაყოფა ხდება გადასახადების მიმართულებით. ჩვენი კომპანია მოგეხსენებათ საერთაშორისო ქსელია, გვაქვს ერთიანი ბაზა, სადაც დაიდო პამდენიასთან დაკავშირებული საგადასახადო და სამართლებრივი ცვლილებები. აბსოლუტურ უმრავლესობას ქვეყნებისას გათვალისწინებული აქვს გადავადებები 6 თვის ან მიმდინარე წლის ბოლომდე. არსებული ცვლილლებები ეხებოდა საშემოსავლო გადასახადს, მოგების გადასახადს დიდწილად და დამატებული ღირებულების გადასახადს. ამასთან  მიმართვაში აღნიშნული იყო შეღავათები საშემოსავლოს ნაწილშიც,- აღნიშნავს ქეთევან ღამბაშიძე.

ნათია კეკენაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up