„სახელმწიფოს მხრიდან ნაბიჯების მოლოდინი აღარ გვაქვს“ - „ბარაქა“ მაისის ბოლოს წარმოების პროცესს აჩერებს

„სახელმწიფოს მხრიდან ნაბიჯების მოლოდინი აღარ გვაქვს“ - „ბარაქა“ მაისის ბოლოს წარმოების პროცესს აჩერებს

access_time2022-05-13 15:50:00

„მაისის ბოლომდე მარაგები გვაქვს. ძველი კონტრაქტებით შემოსული ხორბალი დარჩენილია. შემდეგ წარმოებას გავაჩერებთ“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი, ლადო ბიძინაშვილი აცხადებს.


სექტორი რთული მდგომარეობის წინაშე, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებულმა მცურავმა საბაჟო გადასახადმა დააყენა, რომელიც ბოლო პერიოდში მუდმივად მზარდია. ბიძინაშვილის თქმით, წარმოების გაჩერების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობის 70%-ით შემცირება მოხდება.


„საკმაოდ დიდი ხანია სახელისუფლებო გუნდის წევრებთან შეხვედრებს ვმართავთ. იქნება ეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თუ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. ფაქტია, შედეგი აქამდე არ დადგა. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ნაბიჯების მოლოდინი აღარ გვაქვს. მაისი ბოლოდ გაჩერდება წარმოება და მოგვიწევს თანამშრომლების გაშვებაც. ამ ეტაპზე 100 ადამიანია ჩვენი დასაქმებული, რომლებიც წარმოებასა და რეალიზაციაში არიან ჩართული, ალბათ, 70%-ით შევამცირებთ დასაქმებულთა რაოდენობას. ამის შემდეგ, როგორი იქნება ვითარება იმის მიხედვით გადავეწყობით, როგორც იმპორტის კუთხით, ასევე ადგილობრივი წარმოებაც შეიძლება შევინარჩუნოთ, ძალიან მიზერული ოდენობით“, - განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ლადო ბიძინაშვილმა.





ცნობისათვის, 2022 წლის მარტში საქართველოში ხორბლის იმპორტი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. მარტში ქვეყანაში 9 963 ტონა ხორბალი შემოვიდა (3,197 მლნ დოლარი), ეს კი 2,3-ჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თითქმის 11-ჯერ გაიზარდა ფქვილის იმპორტი. 2022 წლის იანვარ-მარტში კი ქვეყანაში შემოვიდა 31 782 ტონა (10,322 მლნ დოლარის ღირებულების) ფქვილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 127 ტონა (916 ათასი დოლარის ღირებულების).


bpn.ge





თეგები:
ხორბალი



დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ

დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ
access_time2022-07-06 15:00:00
ჩვენ ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში კარგი გამომუშავება გვაქვს და პირიქით, ელექტროენერგია თურქეთში ექსპორტზე გადიოდა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ელექტროენერგიის ექსპორტი ძირითადად, მაის-ივნისის პერიოდში...

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?
access_time2022-07-06 16:00:00
2022 წლის მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.1%-ით გაიზარდა და 43.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული. სებ-ის ინფორმაციით, სესხების ზრდა მეტწილად ლარით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. ლარით დაკრედიტება წლიურად 21.8%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 9.9 პპ წვლილი...

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია
access_time2022-07-06 12:55:27
„ვენდის“ საქართველოს წარმომადგენლობა ერთგულ მომხმარებელს უკვე კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობას აძლევს. ამერიკული რესტორნების ქსელში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ვენდის“ რესტორანი პირველი ობიექტია, სადაც კრიპტომფლობელები ნებისმიერ მენიუს 5 ტიპის კრიპტოვალუტით შეიძენენ. უახლოეს დროში გადახდა კრიპტო ელექტრონული საფულედან „ვენდისა“ და „დანკინის“ სრულ ქსელში იქნება შესაძლებელი ეროვნული ვალუტის ექვივალენტი საუკეთესო კურსით. ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ პირველი საცალო ქსელია...

წელს, 9600 ლარიანი ხელფასი 96%-ით მეტ დასაქმებულს აქვს

წელს, 9600 ლარიანი ხელფასი 96%-ით მეტ დასაქმებულს აქვს
access_time2022-07-06 14:00:39
2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით არის გაზრდილი, ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში – 2022 წლის ივნისის დასაქმების თრექერი. კვლევის მიხედვით, 2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან...

ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1% აღდგა

ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1% აღდგა
access_time2022-07-06 13:00:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივნისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით + 185.5% -ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 51% პროცენტს...


მსგავსი სიახლეები

up