სახელმწიფოს მხრიდან გაცემულ დახმარებას ვერ ექნება ეკონომიკური გაგრძელება - რუსუდან გიგაშვილი - მომავლის ფერმერი

სახელმწიფოს მხრიდან გაცემულ დახმარებას ვერ ექნება ეკონომიკური გაგრძელება - რუსუდან გიგაშვილი - მომავლის ფერმერი

access_time2020-06-13 18:00:43

ყურძნის და ვაზის ქვეყანაში სუფრის ყურძენი იმპორტირებულია  - რუსუდან გიგაშვილი, მომავლის ფერმერი

სახელმწიფოს მხრიდან  მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება ინერციის მსგავსი ღონისძიებაა და ამას მე ვერ დავარქმევდი გრძელვადიან ეკონომიკაზე გათვლილ კონკრეტულ ნაბიჯებს -  განაცხადა კომერსანტის დილაში, მომავლის ფერმერის ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა. მან სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. მიწის რეგისტრაცია, განათლება, ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა და კომუნიკაცია სოფლის მოსახლეობასთან, ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია,რომლებზეც რუსუდან გიგაშვილმა ისაუბრა.

სახელმწიფოს მხრიდან გაცემული დახმარებას ვერ ექნება ეკონომიკური გაგრძელება. ეს არის სოციალური დახმარების პროგრამა სოფლის მოსახლეობისთვის. კოვიდთან დაკავშირებით გაჩნდა პანიკა სასურსათო უსაფრთხოების და ბევრი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, მათ სოფლებს მიაშურეს, გაიღო ბევრი დაკეტილი კარი. ეს იყო ერთჯერადად გაცემული თანხები, საბოლოოდ, სადღაც 90 მილიონია გასროლილი თანხა. ეს არის აბსოლუტურად სოციალური დახმარება, რაც გაიცა  და ვერ ექნება მას ეკონომიკური  გაგრძელება.

სოფლად დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი არცთუ ისე დაბალია და ისინი წარმოადგენენ ელექტორატს. მოახლოებულია არჩევნები და არჩევნების წინ ეს ქმედება გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება. გაცილებით სერიოზული პრობლემები დგას დარგში,რომელიც ეხება კომუნიკაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, სახელმწიფო ბოლო ათწლეულია ვერ ჩამოყალიბდა ნორმალურ, გამართულ საკომუნიკაციო სისტემური ხასიათის პოლიტიკაზე. ყველაზე დაგვიანებით ინფორმაცია მას მისდის, ვისთვისაც კეთდება ეს ყველაფერი. განათლება და უნარები უკან არის გადაწეული, პრობლემებია დაკავშირებული ლოჯისტიკასთან და ინფრასტრუქტურასთან. ბაზრების ჩაკეტთვით  ფერმერებს გაუფუჭდა პროდუქტი, რადგან არ გვაქვს გამართული ლოჯისტიკური სისტემა.

შემდეგი პრობლემა ეხება მიწის რეგისტრაციის საკითხს. არ გაგვაჩნია ერთიანი კადასტრი მიწის. მე ვიყავი ჩართული ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტში,რომელიც მხოლოდ იმიტომ ჩაიშალა,რომ ქვეყანაში მიწა არ იყო დათვლილი. საკანონმდებლო კუთხით მხარდაჭერა გაცილებით მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, მათ შორის, სასოფლო სამეურნეო ბიზნესისთვის, ძალიან ბევრი საკითხია გადასახედი. ჩვენთან კარგ და ცუდ მიწას ერთი ფასი ადევს. საჭიროა თანმიმდევრული პოლიტიკა და არა ფრაგმენტული. უნდა გვქონდეს ერთიანი სტრატეგია, რეფორმა,რომ ვიცოდეთ  თითეული  ნაბიჯის მერე, რას ვაკეთებთ.


ქართველი მეწარმე, ფერმერი, გლეხი ვერ შეეჭიდება და ვერ გაუწევს კონკურენციას იმპორტულს იმიტომ,რომ,საიდანაც შემოდის იქ ჰექტარზე 500 ტონა პამიდორი მოჰყავთ, ჩვენ შემთხვევაში კი ათჯერ ნაკლები. მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა გავამახვილოთ ტექნოლოგიებზე კლიმატის ცვლილებებთან მიმართებაში. მსოფლიოში რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება ამ პრობლემასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ სხვა პოლუსზე ვართ.

სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული, მაგრამ რა გვინდა, ძლიერი სოფელი,თუ გვინდა ბევრი ადამიანი სოფლად? აქ ურბანული, ინფრასტრუქტურული საკითხები ერთროულად უნდა ჩაერთოს,თორემ ვერასდროს გამოვალთ ამ წრიდან.  დაბრუნდნენ სოფლად ადამიანები, მაგრამ შემდეგ, რა? რა შედეგებზე უნდა გავდიეთ ? 

მეცნიერება სადღაც არის დარჩენილი, აბსოლუტურად, 50-იანი წლების ლიტერატურით შეიარაღებული. მნიშვნელოვანია ბიზნესისა და მეცნიერების კოლაბორაცია, მეცნიერების მიღწევები ბიზნესმა უნდა გადაიტანოს პრაქტიკაში. საზღვარგარეთ სამეცნიერო კვლევით ცენტრებში, სადაც ტექნოლოგიები იხარშება, საერთოდ არ ერევა სახელმწიფო, ამ ცენტრებს ბიზნესი ინახავს,იმიტომ რომ მერე ბიზნესი თავისთავად იბრუნებს ამ ცოდნას და გაყიდვაში უშვებს. ასეთ შემთხვევაში მეცნიერება განვითარებულია, ახალგაზრდები ჩართული არიან, სახელმწიფო ბედნიერია,იმიტომ,რომ გადასახადებს იღებს და ოდესღაც მის გასაკეთებელ საქმეს, ბიზნესი აკეთებს.კერძო სექტორი ინახავს მეცნიერებას, ზრდის ახალ კადრებს, სახელმწიფო კი თავისი საკანონმდებლო აქტებით ხელს უწყობს.

ჩვენ სუფრის ყურძენი შემოგვაქვს სომხეთიდან, იმიტომ რომ არ ვაწარმოებთ, არ გვაქვს ინფრასტრუქტურა, წარმოიდგინეთ, ხომ პარადოქსულია, ყურძნის და ვაზის ქვეყანაში  სუფრის ყურძენი იმპორტირებულია. ფერმერმა,რომ დაიწყოს სუფრის  ყურძნის წარმოება, მას არ ექნება შესანახი ინფრასტრუქტურა. ასევე მნიშვნელოვანია პრობლემები  წამგებიანი კულტურების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით,- აღნიშნავს რუსუდან გიგაშვილი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up