სახელმწიფოს მხრიდან მიტაცების მცდელობა - TBC ბანკის საქმე და ანალიტიკოსების შეფასებები

სახელმწიფოს მხრიდან მიტაცების მცდელობა - TBC ბანკის საქმე და ანალიტიკოსების შეფასებები

access_time2019-03-05 13:30:51

სახელმწიფოს მხრიდან მიტაცების მცდელობა - ასეთ მძიმე შეფასებას არასამთავრობო ორგანიზაციები, TBC ბანკის საქმეზე საუბრისას აკეთებენ.

 

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, აშკარა გახდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები, ადმინისტრაციულ რესურსი, საჯარო მოხელეები და ბიუჯეტის ფინანსები სრულად ემსახურება კერძო პირების ინტერესებს.

 

“გუშინდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ ცხადად და კონკრეტული მაგალითები დაადასტურა, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიტაცებასთან. სახელმწიფო მიტაცებული არის ბიძინა ივანიშვილის და მასთან ასოცირებული ჯგუფის მიერ.

 

ამაზე დიდი ხანია უკვე საუბრობენ და ამ ნიშნებზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც და ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ გუშინდელმა გამოსვლამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო ცხადად დაგვანახა.

 

თუ ფართო სურათში განვიხილავთ პარალელურად რა ხდება სასამართლოში , რა ხდება ძალოვანი და უსაფრთხოების სტრუქტურების პოლიტიზირების კუთხით, რა ხდება ზოგადად არაფორმალური მმართველობის კუთხით, ეს ფაქტები ერთობლიობაში გვანახებენ, რომ გვაქვს საქმე ყველაზე მძიმე ფორმასთან სახელმწიფოს მიტაცების, როდესაც ყველა ინსტიტუცია სასამართლოს ჩათვლითაც კი, რომელიც ითვლება ხოლმე ბოლო ინსტანციად და შეიძლება მოაბრუნოს ქვეყანა, აი ასეთ მძიმე ფორმასთან სახელმწიფოს მიტაცების,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

 


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენები გარე ძალებისგან შეიძლება იყოს ინსპირირებული.

 

სულხან სალაძე ასევე მიიჩნევს, რომ დღეს ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალია და გავლენიანი პირების ინტერესებს არის მორგებული.

 

„პირველი რაც მინდა აღვნიშნო არის ის, რომ ეს საკითხი გასცდა „თიბისი ბანკის თემას. გუშინდელი კომიტეტის სხდომაზე ხაზარაძე საუბრობდა ბანკი რესპუბლიკის შესყიდვის თაობაზე და ეს საკითხი მხოლოდ მაშინ მოგვარდა, როცა მას ივანიშვილთან ჰქონდა საუბარი. სხვა თემაა უნდა შეესყიდა თუ არა თიბისის ეს ბანკი, მაგრამ ფაქტია, როდესაც კონკრეტული მარეგულირებელი ეუბნებოდა უარს ბანკს, ეს საკითხი მოგვარდა ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის დროს. ამ ტიპის მაგალითები არის სწორედ სიმპტომატური და საფრთხის შემცველი. ჩვენ ვხედავთ ინსტიტუციების დამოუკიდებლობის პრობლემას. ინსტიტუცია სამართლიანად თუ უსამართლოდ ეუბნება უარს კონკრეტულ პირს, კონკრეტულ გავლენიან პირებთან შეხვედრით ხდება გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

 

რაც შეეხება ხაზარაძის განცხადებას, შს მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან მუქარის შემცველი წერილის გაგზავნის თაობაზე, სალაძე ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა შეტყობინება არის თუ არა მუქარის შემცველი, შსს არ არის ის უწყება, რომელსაც შეხება უნდა ჰქონდეს ამ პროცესებში ბანკთან.

 

„მუქარასთან დაკავშირებით მინდა ღიად აღვნიშნო, მუქარაზეც რომ არ იყოს საუბარი და ზოგადად იყოს მხოლოდ შეტყობინებაზე, მაინც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის ის უწყება, რომელსაც რაიმე ფორმით შეხება უნდა ჰქონდეს ბანკთან. შსს არ არის არც ბანკი, არც შემოსავლების სამსახური, არც მარეგულიერებელი. მე მგონია, რომ მნიშვნელოვანია დროული და ობიექტური გამოძიება, თუმცა გუშინდელი განცხადებების შემდეგ მე ეჭვი მეპარება, რომ პროკურატურას ეყოფა ის დამოუკიდებლობის სტანდარტი, რომ მან დამოუკიდებლად, კანონის დაცვით გამოიძიოს ეს ფაქტი. ამ ფონზე ლოგიკური იქნება პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი, თუმცა აქაც მინდა აღვნიშნო, გახარიამ მზაობა გამოთქვა პარლამენტში მისვლის ეს თავისთავად დადებითი პროცესია. დაველოდოთ პარლამენტში მისვლას“, - განაცხადა სალაძემ.

 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენები გარე ძალებისგან შეიძლება იყოს ინსპირირებული.

 

„ეს პროცესი გასცდა მხოლოდ „თიბისი ბანკის“ ერთი ტრანზაქციის თემას და გახდა უფრო კომპლექსური. ვგულისხმობ იმას, რომ მათ შორის შეიძლება გარე ძალების ინსპირირებული თემაც იყოს ანაკლიის პორტის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები“, - განაცადა სულხან სალაძემ.





“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა
access_time2020-01-20 12:07:34
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2...

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები
access_time2020-01-20 11:30:36
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები. ამის შესახებ დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფონდს დღეს უკვე სხვა გამოწვევები და ამოცანები აქვს, ამიტომ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმა სწრაფად განხორციელდეს. ამასთან, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა...

სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს

 სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს
access_time2020-01-20 12:30:24
მას შემდეგ, რაც სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან განთავისუფლდა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ზარალი ამ მიმართულებით გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ინფორმაციით, კომპანიის ზარალმა 2019 წლის 9 თვეში,  სვანეთისთვის მიწოდებული და გადაუხდელი ელექტროენერგიის ნაწილში, 7 მლნ. ლარი შეადგინა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას  რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული...


მსგავსი სიახლეები

up