40 მლნ ლარზე მეტი სახელმწიფო გრანტით საზღვარგარეთ განათლება მიღებული კადრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანაში არ ბრუნდება?!

40 მლნ ლარზე მეტი სახელმწიფო გრანტით საზღვარგარეთ განათლება მიღებული კადრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანაში არ ბრუნდება?!

access_time2021-03-25 11:00:04

2016-2019 წლებში საერთშორისო განათლების პროგრამებზე სახელმწიფომ 27 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, ბენეფიციარები ნაწილმა კი ქვეყანაში საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის რეალიზება ვერ მოახერხა. ასეთ დასკვნას აკეთებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელმაც აღნიშნულ წლებში განათლების სამინისტროს და მისივე სსიპ-ის განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობა შეისწვალა.


დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ 2014-2019 წლებში ცენტრმა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 800-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა. პროგრამის ბიუჯეტი ამ პერიოდში 33,456,451 ლარი იყო, ხოლო 2020 წელს ბიუჯეტი 6,980,000 ლარით იყო განსაზღვრული.


აუდიტის განცხადებით, ცენტრის მიერ დასაფინანსებელი პრიორიტეტული მიმართულებები არ ეფუძნება სისტემურ კვლევას, ამასთანავე, სამინისტრო არ მონაწილეობს აღნიშნული მიმართულებების ფორმირებაში და განათლების სისტემაში არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ცენტრს არ აქვს გაწერილი კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმები და მეთოდოლოგია, კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები არ არის დეტალური და რაც მთავარია ცენტრის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარების 30%-ის მიერ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზება არ ხდება, რაც ეწინააღმდეგება პროგრამის ძირითად მიზანს და მიუთითებს პროგრამისა და გამოყოფილი ფინანსური რესურსების არაეფექტიანად მართვაზე.


„პროგამის მიზანია საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზაცია და მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსების ზრდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ცენტრის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები უნდა დაბრუნდნენ და დასაქმდნენ ქვეყანაში.


ინფორმაციის ანალიზიდან ჩანს, რომ 85 ბენეფიციარიდან 31 მიერ მიღებული ცოდნის რეალიზება არ ხდება ქვეყანაში. მათგან 31 არის 2014-2015 წლების იმ პროგრამების ბენეფიციარი, სადაც სახელმწიფო იღებდა მათი დასაქმების ვალდებულებას. ვინაიდან ვერ შესრულდა აღნიშნული პირობა, შეუძლებელია ამ ბენეფიციარებზე მიმართული დაფინანსების დაბრუნება სახელმწიფოს მიერ (21 ბენეფიციარზე გადარიცხულია 2,074,106 ლარი). 33 ბენეფიციარის შემთხვევაში, ხელშეკრულებებში არ არის გაწერილი სწავლის დასრულების შემდგომ ქვეყანაში დაბრუნების ვადები, რაც აფერხებს ვალდებულების დარღვევის იდენტიფიცირების პროცესს და ბენეფიციარებს აძლევს შესაძლებლობას განუსაზღვრელი დროით გადაავადონ ქვეყანაში დაბრუნება და დასაქმება. აღნიშნული პირებიდან 21 ბენეფიციარზე სახელმწიფოს ანაზღაურებული აქვს 1,795,387 ლარი, ხოლო 12 ბენეფიციარზე მიმართული ფინანსური რესურსის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ვინაიდან ისინი ერთობლივი პროგრამების მონაწილეები არიან და ყველა ბენეფიციარის თანხა ირიცხება ერთიანად“,
– წერია ანგარიშში.


აუდიტის დასკვნის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია დააბრუნოს ცენტრიდან მიღებული დაფინანსება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. 2018-2020 წლებში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბენეფიციარის მხრიდან დასაბრუნებელი იყო 523,675 ლარი, დაბრუნდა მხოლოდ 271,328.27 ლარი (52%). წინა წლებში კი ცენტრს ჰქონდა პირგასამტეხლოს დარიცხვის უფლებამოსილება, თუმცა არ გამოუყენებია.


განათლების საერთაშორისო ცენტრში არ ეთანხმებიან აუდიტის დასკვნას და „კომერსანტთან“ აცხადებენ, რომ აუდიტის მიერ ცენტრის პროგრამების ეფექტიანობის შეფასებას აკლია ცალკეული დისკურსები. მაგალითად, პროგრამის ეფექტიანობის შეფასებისას თითქმის არ მომხდარა პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაციის ჩართვა, ასევე კვლევაში და შეფასების პროცესში არ ყოფილან ჩართულები სასტიპენდიო პროგრამის კომისიის წევრები. 


„2014 და 2015 წლებში დაფინანსებულ სტიპენდიატებს დიპლომის წარმოდგენის ვალდებულება ჰქონდათ, ხოლო მათი ქვეყანაში დასაქმება სახელმწიფოს მიერ საჯარო სექტორში პირდაპირი შეთავაზებით უნდა მომხდარიყო. სახელმწიფომ პირველი კოჰორტიდან 20-მდე ახალგაზრდა დაასაქმა, ხოლო შემდგომ წელს კი საჯარო სამსახურში მხოლოდ კონკურსის წესით დასაქმება იქნა შესაძლებელი. 2014 და 2015 წლის ბენეფიციარებს ქვეყანაში 3 წლით დაყოვნების ვალდებულება სწორედ ამიტომ არ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე ცენტრი ვერ მოსთხოვდა ბენეფიციართა აღნიშნულ ჯგუფს არ არსებული ვალდებულების შესრულებას.



საერთაშორისო ერთობლივი პროგრამების სტიპენდიატების ვალდებულება კი სამწლიან დაყოვნებას არ ითვალისწინებს, ვინაიდან, აღნიშნული პროგრამები საერთაშორისო დონორთა მიერ ფინანსდება.


2016 წლიდან ძალაში შევიდა სწავლის დასრულების შემდეგ 3 წლის ვადით ქვეყანაში დაბრუნებისა და დასაქმების მოთხოვნა, 2016 წელს დაფინანსებული (ერთწლიანი) პროგრამების 26-მა სტუდენტმა სწავლა 2017 წელს დაასრულა. სწორედ ეს 26 ბენეფიციარი ექვემდებარება საბოლოო მონიტორინგს. 2020 წლისთვის მათ წარმოადგინეს დიპლომები (მონიტორინგის ეტაპი 1), დასაქმების ცნობები (მონიტორინგის ეტაპი 2), ხოლო მონიტორინგის მესამე ეტაპი 2020 წლის დეკემბერში ანუ მე-3 წლის ბოლოს ჩატარდა. 


გარდა ამისა, 99,8% კურსდამთავრებულებს წარმოდგენილი აქვთ დასაქმების ცნობა. ყოველწლიურად ჩატარებული დასაქმების ფორუმი დამატებითი მონიტორინგის საშუალებას აძლევს ცენტრს. სტიპენდიატთა რეგისტრაციისა და მათი საჭიროებების იდენტიფიცირების პროცესში ცხადი ხდება, რომ ცენტრის ბენეფიციართა აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია“,
 აცხადებენ ცენტრში.


განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სახელმწიფო დაფინანსებით საზღვარგარეთ განათლება მიღებული სტუდენტები სამშობლოში არსებული ცოდნის რეალიზებას თუ არ ახდენენ, ამის კონტროლი სამინისტრომ და ზოგადად სახელმწიფომ უნდა მოახდინოს, თუმცა რთულია ამის ზუსტი დადგენა.


„სახელმწიფო და ამ კონკრეტულ შემთხვევაში განათლების სამინისტრო უნდა იყოს აქტიურად ჩართული და ახორციელებდეს როგორც კონტროლს, ასევე იღებდეს გადაწყვეტილებებს თუ რომელი სფეროს დაფინანსება არის პრიორიტეტული, რადგან ეს ბიუჯეტის ფულია. დასაფინანსებელი პრიორიტეტული მიმართულებები უნდა ეფუძნება რაიმე სისტემურ კვლევას და კრიტერიუმებს, მაგალითად სასურველია ჰუმანიტარული მიმართულებების დაფინანსება, რომელიც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია.


ძალიან რთულია იმ პროცესის ადმინისტრირება, რაც საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის საქართველოში რეალიზებას გულისხმობს, ამ მხრივ მქონია გამოცდილება. თუმცა აშკარაა რომ თუ საზღვარგარეთ რჩება ადამიანი ის ქვეყნისთვის იმდენად მნიშვნელოვან გავლენას შესაძლოა ვერ ახდენდეს. თუ კონტრაქტის პირობებს დაარღვევს, არსებობს შესაბამისი ჯარიმები, მაგრამ ზოგადად რთული ხდება ამის ზუსტად დადგენა, რადგან არის ისეთი შემთხვევები როცა არიან საზღვარგარეთ და საქართველოში ახლობლებს სთხოვენ რომ გაუფორმონ სამუშაო კონტრაქტები თითქოს აქ მუშაობენ, ამიტომ ალბათ უფრო კარგი სამართავი იქნება თუ ეს ადამიანები აქ ჩაერთვებიან უმაღლეს სასწავლებლებში სხვა სტუდენტების სწავლების პროცესში და იქ დაგროვილ ცოდნას გაუზიარებენ“,
- განმარტავს სიმონ ჯანაშია.


განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ მსგავსი პროგრამები კარგია, თუმცა რადგან სახელმწიფოს დაფინანსებულია, აუცილებელია კონტროლის მექანიზმი. მისი თქმით, როცა სახელმწიფო დებს მსგავსი ტიპის ინვესტიციას სტუდენტებში გაწერილი უნდა იყოს რა ხედვები აქვს მას და როცა პრიორიტეტიზაცია ხდება, ის უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ ხედვას თუ პოლიტიკას.


„ჩვენი უმაღლესი განათლება არ გვაძლევს კვალიფიციური კადრების მიღების საშუალებას, შესაბამისად მსგავსი პროგრამები აუცილებელია. მეორეს მხრივ როდესაც შერჩევის კრიტერიუმებზე და მონიტორინგზე არის პრობლემები ეს აუცილებელად უნდა გამოსწორდეს. თუმცა, არ ვთვლი რომ საზღვარგარეთიდან დაბრუნებული კადრები აუცილებლად სახელმწიფო სექტორში უნდა დასაქმდნენ, ალბათ უფრო უკეთესი იქნება თუ კერძო სექტორში გადანაწილდებიან, გარდა ამისა უცხოეთში კვალიფიციურად დასაქმებულ თითოეულ ქართველს შეუძლია უფრო მეტი სარგებლის მოტანა ვიდრე აქ დასაქმებულს, ამიტომ მაინცა და მაინც დაკარგულ ინვესტიციად არ ვთვლი ამ ფაქტს. თუმცა როდესაც ხელშეკრულებით ეს არის გათვალისწინებული, მათ ორი გზა აქვთ, ან ჩამოვიდნენ და აქ იმუშაონ, ან დაარღვიონ ხელშეკრულება თუ ჯარიმის გადახდა უღირთ, ამ შემთხვევაში შესაბამისი მექნიზმების ამოქმედება და კონტროლი უკვე სახელმწიფოს ვალდებულებაა.


სახელმწიფო როცა დებს მსგავსი ტიპის ინვესტიციას სტუდენტებში გაწერილი უნდა იყოს რა ხედვები აქვს, სამეცნიერო თუ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ანუ როცა პრიორიტეტიზაცია ხდება ის უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ ხედვას თუ პოლიტიკას და ეს ცალსახაა“,
- აღნიშნა შალვა ტაბატაძემ.


აღსანიშნავია, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა და 1000-ზე მეტი სტიპენდია აქვს გაცემული საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 12 სასტიპენდიო და საგრანტო პროგრამის ფარგლებში.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up