სახელმწიფოს კუთვნილმა 142-მა კომპანიამ ჯამში 1,043,000,000 ლარით იზარალა

სახელმწიფოს კუთვნილმა 142-მა კომპანიამ ჯამში 1,043,000,000 ლარით იზარალა

access_time2021-10-03 11:00:56

ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო საწარმოების მდგომარეობის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში.  აღმოჩნდა, რომ 2020 წელს საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილმა 142-მა კომპანიამ ჯამში 1,043,000,000 ლარით იზარალა, რაც 2019 წლის ზარალზე 630 მილიონი ლარით მეტია. ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ 2020 წელს, პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა სახელმწიფო საწარმოების ჯამური შემოსავალი დაახლოებით 300 მილიონი ლარით შეამცირა.



ყველაზე მეტი ზარალი ნახეს შემდეგმა კომპანიებმა: 383 მილიონი ლარის ზარალი ერიცხება  შპს “მარაბდა კარწახის რკინიგზას”. საქართველოს რკინიგზა” , რომელმაც შარშან  165 მილიონი ლარი წააგო. “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ზარალი 205 მილიონ ლარია. 156 მილიონი ლარით იზარალა “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ”. 84 მილიონიან წაგებაზეა “საქართველოს მელიორაცია”. 64-მილიონიანი ზარალი აქვს შპს “ენგურჰესს”. 22-მილიონიანი ზარალი მიიღო “სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის კომპანიამ”. “სახელმწიფო ელექტროსისტემას” კი 36 მილიონი ლარი აქვს.



ცნობისთვის, სახელმწიფო კომპანიებს ჯამში 9.86 მლრდ. ლარზე დიდი ვალი აქვთ აღებული. სახელმწიფო საწარმოების უარყოფითი ფინანსური მაჩვენებლების პარალელურად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას მათ ფართომასშტაბიან რეფორმირებას ურჩევს. შეგახსენებთ, სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიებში მთლიანობაში 56,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.




სახელმწიფო კომპანიების რეფორმირებაზე მუშაობა ჯერ კიდევ გიორგი გახარიას პრემიერობის დროს დაიწყო. ექსპრემიერი გახარიას დაწყებულ საქმეს აგრძელებს ამჯამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამბობს სახელმწიფო საწარმოების რეფორმას მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მის განხორციელებაში ჩართულნი არიან აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი.



სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფიც, რომელიც შეიმუშავებს თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტულ გეგმას, რათა საბოლოოდ, სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.



შეგახსენებთ,საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო კომპანიების რეფორმა ჯერ კიდევ 2019 წლიდან დაიწყო. 5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა პირველ ეტაპზე გულისხმობს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან 10-15 საწარმოს რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ყველა იმ დარგში, რომელსაც ეკონომიკაზე დადებითი გავლენა შეუძლია.


ავტორი: ბელა გელაშვილი







მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი

 მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი
access_time2022-01-20 13:55:00
20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, მიკროავტობუსის 53 მოქმედი მარშრუტი განახლებული ხაზებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ: N2-ს ჩაანაცვლებს N472; N5-ს ჩაანაცვლებს N535; N6-ს ჩაანაცვლებს N536; N11-ს ჩაანაცვლებს N431; N16-ს ჩაანაცვლებს N416; N28-ს ჩაანაცვლებს N428; N33-ს ჩაანაცვლებს N533; N34-ს ჩაანაცვლებს N534; N41-ს ჩაანაცვლებს N541; N42-ს ჩაანაცვლებს N442; N43-ს ჩაანაცვლებს N543; N48-ს ჩაანაცვლებს N475; N51-ს ჩაანაცვლებს...

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას
access_time2022-01-20 12:55:23
ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ბიზნენის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მთავარი აქციონერის თანადგომით, საერთაშორისო ფაქტორინგულ ბაზარზე, ვითიბი ბანკმა, პირველი ნაბიჯები, ქართული ღვინის სექტორის  ფინანსირებაში გადადგა. 2015 წელს დაწყებულ კურსს, ბანკი, ახლაც წარმატებით აგრძელებს და კლასიკური FCI Edifactoring-ის პლატფორმის საშუალებით ახორციელებს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირების სტანდარტიზებულ...

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა
access_time2022-01-20 12:00:37
2021 წელს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 26.9%-ით. 2019 წელთან შედარებით კი 11.7%-ით გაიზარდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს $4.243 მლრდ-ს მიაღწია. ექსპორტის 14.5% - $616 მლნ ჩინეთში განხორციელდა. 2021 წელს ჩინეთში უფრო მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე 1995-2016 წლებში ერთად, რასაც ხელი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეუწყო.   ჩინეთში გატანილ ექსპორტში $497 მლნ-ით სპილენძის მადნების წილი 81%-ს აღწევს, რაც...

საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა

საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა
access_time2022-01-19 18:00:57
2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13.3%-ით 12.645 მლრდ კვტ/სთ-მდე, მოხმარება კი 13.1%-ით 13.753 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. იმპორტმა კი დამოუკიდებელ საქართველოში პირველად 2 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბა, საიდანაც 1 მლრდ კვტ/სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მოხმარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო ავრცელებს.   2021 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში რომელიმე დიდი ჰესი არ შესულა და არც ახალი...

უკრაინა გერმანიას საბრძოლო ხომალდებს და საზენიტო კომპლექსებს სთხოვს

უკრაინა გერმანიას საბრძოლო ხომალდებს და საზენიტო კომპლექსებს სთხოვს
access_time2022-01-19 20:00:19
გერმანიის მთავრობამ უარი განაცხადა შეიარაღების მიწოდებაზე უკრაინისთვის, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის მდგომარეობაშია. უკრაინის ელჩს გერმანიაში ანდრეი მელნიკს კი არ სურს ბერლინის ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება და კვლავაც დაჟინებით ითხოვს იარაღის მიწოდებას, თანაც კონკრეტულ სახეობებს ასახელებს. „პირველ რიგში საუბარია საბრძოლო ხომალდებზე, რომლებიც საუკეთესოა მსოფლიოში და რომლებიც ჩვენ უკიდურესად გვჭირდება შავი და აზოვის ზღვების გრძელი სანაპიროების დასაცავად“, -...


მსგავსი სიახლეები

up