სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული „დაკონსერვებული“ ქონება – პრივატიზაციის პროცესი წინ „კუს ნაბიჯებით“ მიიწევს

სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული „დაკონსერვებული“ ქონება – პრივატიზაციის პროცესი წინ „კუს ნაბიჯებით“ მიიწევს

access_time2019-10-25 20:15:24

საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი ქვეყნისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრივატიზაციის პროცესის სწრაფი და ეფექტური განხორციელება, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ობიექტების გასხვისება და ეკონომიკურ ბრუნვაში მათი მეტად ინტრეგრირებული ჩართვა.


აღნიშნული პროცესი ეკონომიკურ ზრდას საგრძნობლად უწყობს ხელს. ამასთან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ კერძო სექტორი გაცილებით უკეთ მართავს მის ხელთარსებულ რესურსებს.


საქართველოში პრივატიზაციის ტემპები მაინცდამაინც მაღალი არ არის. ყველა ხელისუფლების პირობებში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, თუმცა სერიოზული გარღვევები არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ბენდუქიძის დროს გასხვისებულ სხვადასხვა ობიექტებს, რომლის ეკონომიკურ პოლიტიკასაც თავისი დროზე როგორც მოწინააღმდეგეები, ასევე მომხრეებიც გააჩნდა.


პრივატიზაციის საკითხის ტემპების დაჩქარება კვლავ დღის წესრიგში დადგა. ამჯერად ახალმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა სულ მცირე, 100-120 ობიექტის დაჩქარებული ტემპებით გასხვისება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა.


პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ძირითად პრიორიტეტებზე, რომლებზეც მთავრობის ძალისხმევა მიიმართება და განაცხადა, რომ ძირითადი ამოსავალი იქნება დრო, ეფექტურობა და ხარისხი.


„მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქონების მართვა; საპრივატიზებო ნუსხა უნდა იყოს შთამბეჭდავი – საინვესტიციო მიზიდულობის და ფინანსური შემოსავლების თვალსაზრისითაც. საპრივატიზებო ნუსხაში უნდა იყოს, სხვადასხვა სიდიდის სულ მცირე, 100-120 ობიექტი. მოძებნეთ, რადგან სხვადასხვა უწყების ბალანსზეა საკმაოდ სერიოზული აქტივები, რომლებიც უბრალოდ მივიწყებულია და არ ფუნქციონირებს. ამ კუთხით ჩვენ გვჭირდება აქტიურობა და სწრაფი რეაგირება”, – განაცხადა პრემიერმა გახარიამ.აღსანიშნავია, რომ გიორგი გახარიას ბეგრაუნდში ბიზნესომბუცმენობა და ეკონომიკის მინისტრობა აქვს. ამიტომ, მან კარგად უნდა იცოდეს ბიზნესსა და ეკონომიკაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. შესაბამისად, ბიზნესში კარგი მოლოდინებია და ამ მოლოდინებს გამართლება, ქმედითი და თანმხვედრი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.



გახარიას ერთ წლიანი ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში (2016 წლის 27 ნოემბრი-2017 წლის 13 ნოემბერი), საინტერესოა, თუ რამდენად სრულდებოდა პრივატიზაციასთან დაკავშირებული საპროგნოზო მაჩვენებელი.


2016 წელს, სახელმწიფომ პრივატიზაციისგან მიღებული თანხის გეგმად 225 მილიონს დაისახა. ამ წელს გეგმა გადაჭარბებით, 109.5%-ით შესრულდა და სახელმწიფომ ნაცვლად 225 მილიონისა, 249.2 მილიონი მიიღო. თუმცა, 2016 წელი ამ მხრივ მისი საქმიანობის ამ მიმართულებით შესაფასებლად ნაკლებად გამოდგება, რადგან ის 2016 წლის მიწურლს დაინიშნა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე.


რაც შეეხება 2017 წელს, პრივატიზაციისაგან მისაღებ შემოსავალ თანხად 90 მილიონი ლარი განისაზღვრა. მართალია ეს რიცხვი გაცილებით ჩამოუვარდება წინა წლის მაჩვენებელს, თუმცა ეს გეგმა 2017 წელს გადაჭარბებულად, 108.5%-ით შესრულდა მიღებულმა შემოსავალმა 97.6 მილიონი ლარი შეადგინა. ეს უშუალოდ ის პერიოდია, როცა გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.


საინტერესოა თუ როგორ გაგრძელდა ეს ტრენდი 2018-2019 წლებში. 2018 წელს პრივატიზაციისაგან სახელმწიფომ 101 მილიონი ლარი მიიღო, გეგმაზე 1 მილიონი ლარით მეტი, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით კი, ჯამში სახელმწიფომ პრივატიზაციისაგან 68.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. მიმდინარე წლის გეგმა კი 70 მილიონ ლარს შეადგენს.


როგორც მონაცემებიდან ჩანს, ტრენდი მზარდია, თუმცა მას მასშტაბური ხასიათი არ აქვს. თუმცა, შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებდა, რომ წელს უწყება ჯამში 170 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების გაყიდვას გეგმავდა. უფრო კონკრეტულად, ყოფილი მინისტრის განცხადებით, დაგეგმილი იყო 120 მილიონი ლარის ღირებულების მსხვილი უძრავი ქონების, 30 მილიონი ლარის სახელმწიფო საწარმოებისა და 20 მილიონი ლარის წვრილი ქონების პრივატიზება. თუმცა, როგორც ჩანს, მუშა პროცესში გეგმა დაკორექტირდა.


ამბიციური გეგმები აქვს ამ მიმართულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოქმედ მინისტრს, ნათია თურნავასაც. მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სახელმწიფო ქონების პრივატიზებაა. თურნავასვე განცხადებით, წლის ბოლომდე 100 მილიონ ლარამდე პრივატიზების მაჩვენებლის ზრდა, სავსებით რეალისტურია.


საინტერესოა 2018 წლის მონაცემებით, სადაც ჩანს, რომ 67 სახელმწიფო კომპანიის ზარალმა ჯამში 805 მილიონი ლარი შეადგინა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური ანგარიშის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, ზარალი თითქმის 160 მლნ ლარით არის გაზრდილი. საგანგაშოდ გამოიყურება ბოლო ხუთი წლის მონაცემემიც, რომლის ტანახმადაც სახელმწიფო საწარმოების ზარალის ჯამური ოდენობა 2.5 მილიარდ ლარს აღემატება.


პროცესი არ არის ისეთი იოლი, როგორც ეს გარედან ჩანს, რადგან საჭიროა ინტენსიური მუშაობა ინვესტორებთან და მათი დარწმუნება კონკრეტული ობიექტების რენტაბელობაში. ამასთან, ცნობილი გამოთქმა, რომ „ფულს სუნი არ აქვს“, რეალობაში სულაც არ არის ასე, რადგან ღია ეკონომიკის პირობებში „ფულს სუნი აქვს“ და მნიშვენლოვანია განისაზღვროს ამა თუ იმ აქტივის სამომავლო მფლობელის კაპიტალის წარმომავლობა, რომ შემდგომში ისეთი აქტივები, როგორიცაა ჰესები, აეროპორტები, პორტები, რკინიგზა, სხვა სტრატეგიული ობიექტები, არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების ბერკეტი.


მართალია, ეკონომიკაში სტრატეგიული ობიექტების მნიშვნელობა არ არსებობს, თუმცა თანამედროვე მსოფლიოში, ღია ეკონომიკის პირობებში, უფრო მეტად გონივრული პოლიტ-ეკონომიკური პოლიტიკა გახდა საჭირო, თორემ ის, რომ კერძო სექტორი უკეთესი მმართველია აქტივის და პრივატიზაციაც რომ აუცილებელია, ამაში ალბათ სადავო არაფერია.


bfm.ge





„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up