“ყურძნის ფასი არ შეიძლება იყოს 1 ლარზე ნაკლები“ - ივანიშვილის დაპირება შვიდი წლის შემდეგ - 70 თეთრი რქაწითელი და მევენახეების პროტესტი

“ყურძნის ფასი არ შეიძლება იყოს 1 ლარზე ნაკლები“ - ივანიშვილის დაპირება შვიდი წლის შემდეგ - 70 თეთრი რქაწითელი და მევენახეების პროტესტი

access_time2019-09-13 10:30:17

2012 წელს ბიძინა ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლამდე, „ქართული ოცნების“  თავმჯდომარე აცხადებდა, რომ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი არ შეიძლება იყოს ერთ ლარზე ნაკლები.  6 წლის განმავლობაში გლეხების მიერ გაწეული დიდი შრომის, სახელმწიფოს მიერ რთველის 3-წლიანი სუბსიდირების შემდეგაც კი  წელს  ქართული ყურძნის ფასი  70 თეთრია. ამასთან დაკავშირებით მევენახეები აღშფოთებას არ მალავენ და მიიჩნევენ, რომ ეს ფასი მევენახეების გაწეული შრომის ადეკვატური არ არის.



„ყურძნის ფასი ამ ეტაპისთვის იმდენად დაბალია, რომ იმის საშიშროების წინაშეც დგანან მევენახეები, დაფიქრდნენ უღირთ თუ არა საერთოდ გაყიდვა. ღვინის ექსპორტში უნდა ჩაერიონ მწარმოებლები, რათა ღირსეულ ფასად იქნეს გაყიდული ყურძენი, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნება,  ძალიან ბევრი მევენახე იტყვის უარს ვენახზე და ეს ტრადიციული დარგი კატასტროფის წინაშე დადგება,“ - ასე აფასებს საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინა ფხოველიშვილი ყურძნის დღევანდელ ღირებულებას.



ირინა ფხოველიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკით საფრთხე შეექმნა დარგის განვითარების პერსპექტივებს და დგება საშიშროება იმისა, რომ ტრადიციული დარგი სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდეს.



 წელს ყურძნის შესყიდვასთან დაკავშირებით მართლაც სერიოზული პრობლემა დადგა. კი ბატონო, ხელისუფლება შეიცვალა და ამბობდნენ, რომ მინიმუმ ლარი მაინც უნდა იყოს ყურძნის ფასი.  გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდებოდა ყურძნის სუბსიდირება რთველის პერიოდში და მაქსიმალურად ცდილობდნენ დაეჭირათ ფასი, ლარი თუ არა ლართან მიახლოებული მაინც.  მაგრამ მას შემდეგ, რაც სუბსიდირება მოიხსნა ამ დარგზე, ავტომატურად ფასი დაბლა  წამოვიდა.  ეს ეხება როგორც რქაწითელს,  ისე საფერავს. კახეთი ხორბლისა და ყურძნის  მწარმოებელი რეგიონია და არ შეიძლება მისი ასე უყურადღებოდ დატოვება.



მთელი წელი კახელი მევენახე შრომობს იმისთვის, რომ წლის სარჩო-საბადებელი სექტემბერში მიიღოს.  აღმოჩნდა, რომ რა შრომასაც ეწევა მევენახე, ფაქტობრივად შედეგს ვერ იღებს. ეს ხდება იმის მიზეზით, რომ ტრადიციულ დარგს ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნას საქართველოში. სახელმწიფოს მხრიდან არასწორი პოლიტიკა იყო განხორციელებეული ამ მიმართულებით.  იმის თქმა, რომ -  შენ დაგეხარჯა 30 თეთრი კილოგრამზე და მე შენ გაძლევ 70 თეთრს და შენ ამით კმაყოფილი უნდა იყო -  ეს არ არის სწორი მიდგომა იმიტომ, რომ ის 30 თეთრი დათვლილია თითო მევენახის შრომის გარეშე.  არავინ ანგარიშობს იმას, თუ ვინ რამდენ ენერგიას დებს. ასევე არავინ   უყურებს, რომ ლარის დევალვაციის გამო და დოლარის კურსის ასე კატასტროფულად გაზრდის გამო, აბსოლუტურად ყველაფრის ფასი გაოთხმაგებულია, გაორმაგებაზეც არ არის საუბარი.  რა რჩება ადამიანს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შრომობს?  თუნდაც ის 20 თეთრი,  რომელიც კილოგრამზე რჩება რომ გავყოთ 12 თვეზე, ელემენტარულად სამარცხვინო ფასი გამოდის თვეში.  მევენახე იღებს მცირე თანხას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უნდა გამოიზოგოს და დახარჯოს.  არასწორი პოლიტიკის ბრალია ის, რომ არა მარტო მევენახეობაში  არამედ, ზოგადად სოფლის მეურნეობაში ჩვენ არ გავქვს ის შედეგი ,რაც უნდა ყოფილიყო იმ გრანტების ფონზე, იმ ბრძოლისა და შრომის ფონზე, რაც ჩვენ ამ ბოლო 6 წლის განმავლობაში გავწიეთ. - ამბობს ირინა ფხოველიშვილი

 


ფხოველიშვილმა დარგის კრიზისული მდგომარეობის მიზეზად გადამამუშავებლების მიერ საკუთარი ვენახების გაშენებაც დაასახელა. ამის საპასუხოდ კი მისი რეკომენდაცია რომ ორ სოფელს მაინც ჰქონდეს ერთი ქარხანა და მოსახლეობა ვინც შრომობს ვენახის მოვლისთვის , ასევე მისი გადამუშავებითაც დაინტერესდეს .


მევენახეების ასეთი მდგომარეობა გამოიწვია იმანაც, რომ თითქმის ყველა ქარხანამ თავისი საკუთარი ვენახები გააშენა და ძალიან მცირე რაოდენობა სჭირდებათ ახლა მათ იმისთის, რომ მარანი შეავსონ. მივესალმები აზრს,  ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს თავისი მინი-ქარხანა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერ მივიყვანეთ ჩვენი მევენახეები იმ კონდიციამდე, რომ ჰქონდეს გაერთიანებული ძალებით ასეთი ქარხნის გაკეთების საშუალება. აქაც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ თითოეულ სოფელში თუ არა, ორ სოფელს ერთი ასეთი ქარხანა მაინც  გაუკეთოს და მოსახლეობა შეეჩვიოს სააქციო საზოგადოებაში ჩაბმას.  ანუ ყველამ უნდა იცოდეს  იმ ქარხნაში მისი წილი რა იქნება და დაინტერესებული პირი იყოს ამ მიმართულებით.  



მართალია შეიქმნა შტაბი, მაგრამ ეს საქმეს ვერ უშველის თუ ერთდროულად არ მოხდება მეღვინეების, გადამამუშავებლებისა და მწარმოებლების ერთობლივი ინტერესების ერთ სივრცეში განხილვა. კი კარგია განკერძოება,  მაგრამ სახელმწიფომ ყველაფერზე უარი არ უნდა თქვას. თუ სახელმწიფო ზრუნავს იმისთვის, რომ ღვინო გატანილი იყოს ქვეყნის გარეთ და გაიყიდოს,  ეს ღვინო სწორედ ყურძნისგან იწარმოება, რომელსაც მევენახეები უვლიან, ამიტომ იმის თქმა, რომ ჩვენ ვერაფერში ჩავერევით, არის ტყუილი,- ამბობს ფხოველიშვილი.


რას ფიქრობენ ყურძნის დაბალ ფასებზე, გლეხების მხრიდან უკმაყოფილებასა და ექსპერტების საგანგაშო მოლოდინებზე ყურძნის სფეროში ღვინის ეროვნულ სააგენტოში?  „კომერსანტი“ აღნიშნულ საკითხზე სააგენტოს ხელძღვანელს ლევან მეხუზლას ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ყველაზე პრობლემური და ჭარბი ყურძნის ჯიშის, რქაწითელის ფასი სრულიად სამართლიანია და ეხმიანება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს.



საქართველომ თავის დროზე აირჩია თავისუფალი ეკონომიკა,  ჩვენ კომუნიზმი მოვიცილეთ, აქედან გამომდინარე,  უნდა მივეჩვოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ასეთი ეკონომიკის პირობებში ბაზარი ადგენს ფასს და სახელმწიფო ფასწარმოქმნაში არ უნდა ჩაერიოს.  ფასი არის ორი კერძო სუბიექტის მოლაპარაკების შედეგი. ბევრი მოთამაშეა ყურძნის ბაზარზე, რადგან ეს ძალიან კონკურენტული სფეროა და ფასი დგება მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად. რქაწითელზე, რომელიც ასევე ჭარბია და თავისუფალ ბაზარზე, მოთხოვნა არ არის იმდენი, რომ მთლიანად ჩაბარდეს, მხოლოდ  ამ შემთხვევაში სახელმწიფო ერევა და იბარებს ამ ჭარბ ყურძენს 70 თეთრად. რაც შეეხება ამ ფასს, ყველანაირი გათვლებით და დათვლებით ეს დაახლოებით ტოვებს 15-20 თეთრიან მოგებას.  როდესაც რაღაცა გიჯდებათ 50 თეთრი და თქვენ შემდეგ ნახულობთ მოგების სახით 20 თეთრს, ეს არის 40-პროცენტიანი მოგება. დამისახელეთ ბიზნესი ან ინვესტიცია, სადაც ერთი წლის განმავლობაში 40-პროცენტიან მოგებას იღებ? რა თქმა უნდა, რაც მეტია ფასი მით უკეთესი, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ეს ფასი საკმაოდ სამართლიანია. წითელ ყურძენს რაც შეეხება, ეს საბაზრო ფასია და რაც დაფიქსირდება თავისთავად ცხადია, რომ სამართლიანია. 


შარშან რეკორდული მოსავალი მოვიდა, მოთხოვნაც დიდი იყო და რეკორდული ფასები დაფიქსირდა, ამ შარშანდელი რთველის გამოძახილია ის, რაც წელს ხდება. შედარებით ნაკლებია მოთხოვნა იმიტომ, რომ დაგროვილი აქვთ საწარმოებს მარაგები და გარკვეული პრობლემები იყო ზაფხულში რუსეთთან დაკაშირებით ექსპორტის კუთხით,  ამანაც უარყოფითი მოლოდინები შეუქმნა მწამოებლებს.  ეს ფაქტორები ახდენს გავლენას ყურძნის მოთხოვნაზე, - განაცხადა ლევან მეხუზლამ


როგორც ექსპერტები ვარაუდობენ,  შესაძლოა ყურძნის წარმოების სფეროდან მევენაახები საერთოდ გავიდნენ მოტივაციის არარსებობის გამო და ტრადიციულ დარგს პრობლემები შეექმნას. ამასთან დაკაშირებით ლევან მეხუზლა გლეხებს ალტერნატიული კულტურებით ჩანაცვლებასა და სხვა მეტად მოთხოვნადი და დეფიციტური ჯიშების ათვისებას სთავაზობს.


„თუ მივდივართ თავისუფალი ბაზრის გზით, მოსალოდნელია კიდეც გლეხების არათუ გასვლა ყურძნის ბაზრიდან, არამედ უფრო ჭკვიანური იქნება დივერსიფიცირება მათი საქმიანობის,  სხვა კულტურებით ჩანაცვლება, ან რაც ყველაზე მთავარია, სხვა ჯიშებით ჩანაცვლება.  საქართველო არის უნიკალური გენოფონდის პატრონი და ისე გამოდის, რომ რამდენიმე წელია ამ რქაწითელზე არის პრობლემა, მაგრამ გვაქვს ასევე კახური მცვივანი, ხიხვია და სხვა უნიკალური ჯიშები, რომელიც დეფიციტშიც კი არის. გარდა მაგისა, ზოგადად თუ გადავხედავთ ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებს, დარგის სიძლიერე არ არის 10 ან 15 დიდი საწარმო, დარგის სიძლიერე არის ოჯახური მარნები და ამ მხრივაც ვითარდება სიტუაცია, ბევრი ოჯახური მარანი შემოდის და ცდილობენ, რომ გადამუშავებული ყურძენი ღვინის სახით გაყიდონ,  ეს არის გამოსავლები,  რასაც ვურჩევდი ამ ჭარბი რქაწითელის მწარმოებლებს.“ - აღნიშნავს მეხუზლა.


კახეთის რეგიონში ყურძნის სარეალიზაციო ფასი შემდეგნაირად განისაზღვრა:

 

2008 წელი - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 45 თეთრი;

 

2009 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 50 თეთრი;

 

2010 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 60 თეთრი;

 

2011 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 75 თეთრი;

 

2012- საფერავი 1 ლარი, რქაწითელი - 1 ლარი;

 

2013- საფერავი 1,80 ლარი, რქაწითელი - 1 ლარი;

 

2014 - საფერავი 2,50, რქაწითელი - 1,05 ლარი;

 

2015 წელს წელს სახელმწიფო თეთრ ყურძენს 60 თეთრად, შავს კი 85-ად იბარებდა;

 

2016 წელს რქაწითელის ფასი 80 თეთრი იყო, საფერავი 1 ლარი;

 

2017 წელს რქაწითელის საშუალო ფასი 75-85 თეთრით, საფერავის საშუალო ფასი 1.50-1.70 ლარით განისაზღვრა;

 

2018 წელს კახეთში ღვინის კომპანიები საფერავში 2.40 ლარს იხდიდნენ რქაწითელში - 75 თეთრს;

 

დღეის მდგომარეობით კახეთში რქაწითელის ჯიშის ხარისხიანი ყურძნის მისაღები ფასი 70 თეთრია, კახურ მწვანეს 85 თეთრად იბარებენ, საფერავის ფასი კი 1.50 ლარია.


კახეთში „რთველი 2019-ის“ საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა 15 აგვისტოს დაიწყო.


წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.



მარიამ მორგოშია






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up