სახელმწიფოს 200-ლარიანი დახმარება 106 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება კი 249 000-მდე პირს დაერიცხა

სახელმწიფოს 200-ლარიანი დახმარება 106 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება კი 249 000-მდე პირს დაერიცხა

access_time2020-10-15 12:30:00

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 200-ლარიანი დახმარება 161 905 ბენეფიციარმა მიიღო. სულ დაირიცხა 106 288 400 ლარი.



200-ლარიან სახელმწიფო დახმარებას იღებს ის პირი, რომელიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან ერთი თვე მაინც (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ შემოსავლების სამსახურში 2020 წლის პირველ მაისამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით), იღებდა ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდა/ ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან, ან დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს.



პროგრამა ექვსთვიანია, მაისში დაიწყო და ოქტომბერში სრულდება.



სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით:



1. მაისში – 72 131 პირს გადაერიცხა 14 426 200 ლარი;
2. ივნისში – 143 801 პირს გადაერიცხა – 28 760 200 ლარი;
3. ივლისში – 127 430 პირს გადაერიცხა – 25 486 000 ლარი;
4. აგვისტოში – 96 765 პირს გადაერიცხა – 19 353 000 ლარი;
5. სექტემბერში – 91 315 პირს გადაერიცხა – 18 263 000 ლარი.




რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ბოლო მონაცემებით, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება სულ 248 823 პირს დაერიცხა, საერთო ჯამში – 74 646 800 ლარი. ამ შემთხვევაში კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომელთაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა ან შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან, ასევე მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭათ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან. ასევე იმ ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირებისა) წარადგენს იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას.



ამ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის ერთჯერადი დახმარების მიღების ვადები ასეთია: თუ დამქირავებელმა პირველ მაისამდე წარადგინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია, მაშინ კომპენსაციის მიმღები პირების ეს კატეგორია ოქტომბრის ბოლოს მიიღებს კომპენსაციის თანხას (ბოლო ჩარიცხვას). ხოლო იმ კატეგორიის, რომელთა ინფორმაციაც პირველ ივლისამდე წარადგინეს, კომპენსაციის თანხის ბოლო ჩარიცხვა დეკემბერს იქნება.



სააგენტოს ინფორმაციით:



1. მაისში – 29981 პირს გადაერიცხა 8 994 300 ლარი;
2. ივნისში – 74 558 პირს გადაირიცხა – 22 367 400 ლარი;
3. ივლისში – 58831 პირს გადაერიცხა – 17 649 200 ლარი;
4. აგვისტოში – 84 915 პირს გადაერიცხა – 25 474 500 ლარი;
5. ოქტომბერში – 538 პირს გადაერიცხა – 161 400 ლარი.



1tv.ge




თეგები:
დახმარება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up