სახელმწიფომ  ქართული ხორბლის კულტურა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგინა

სახელმწიფომ ქართული ხორბლის კულტურა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგინა

access_time2019-03-28 14:35:13

 „ქართული  ხორბლის  კულტურა (ხორბლის  ენდემური  სახეობების  და  ხალხური სელექციით  მიღებული  ჯიშები საქართველოში“) სახელმწიფომ იუნესკოს  არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგინა.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში იუნესკოში წარსადგენ შესაბამის განაცხადს ხელი მოაწერეს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

 

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, აუცილებელია, უნიკალური ხორბლის კულტურის დაცვასთან ერთად მოხდეს მათ განვითარებაზე ზრუნვაც. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა – უნიკალური ხორბლის ჯიშები – იუნესკოს დაცვის ქვეშ მოხვდება. ვფიქრობ, მსოფლიო მეცნიერებისთვის ის ძალიან საინტერესო მასალაა. აუცილებლად გააქტიურდება მუშაობა, როგორც ჩვენი სამინისტროების, ასევე, სფეროს ექსპერტების მხრიდან იმისათვის, რომ ამ უნიკალური ჯიშების დაცვასთან ერთად ხელი შევუწყოთ მათ განვითარებასაც“.

 

ქართული ხორბლის კულტურის იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარდგენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება სოფლის მეურნეობის მინისტრმაც.  ლევან დავითაშვილის თქმით: „საქართველოს შეუძლია თანამედროვე სამყაროში გასაკუთრებული სიტყვა თქვას იმ გენეტიკური რესურსით, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია და შესწავლილია ვლადიმერ მენაბდის, ნიკო კეცხოველის, პეტრე ნასყიდაშვილის და სხვა დიდი მეცნიერების მიერ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის შრომა, რომელიც ქართველმა მეცნიერებმა წლების წინ გაწიეს, არ უნდა დიაკარგოს. მოგეხსენებათ, ქართული ხორბლის კულტურა უკვე ეროვნული კატეგორიის ძეგლია და მივესალმებით, რომ მალე ის საერთაშორისო კატეგორიის  ნაწილიც გახდება“.

 

 


2018 წლის იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მოთხოვნით კონვენციის პრიორიტეტად „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წევრი-სახელმწიფოების მიერ ელემენტების წარდგენა გაცხადდა, რისი მეშვეობითაც არამატერიალური მემკვიდრეობა საერთაშორისო სამეცნიერო დარგობრივი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.

 

ქართული ხორბლის, როგორც გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ელემენტის, საერთაშორისო აღიარება მის გადასარჩენად ქვეყნის შიგნით სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციების, დარგობრივი ექსპერტების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მეხორბლე ფერმერების, მეხორბლე ოჯახების ჰარმონიზებულ საქმიანობას უზრუნველყოფს.

 

„ქართული ხორბლის კულტურა (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“  საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ქართული იდენტობის ერთ-ერთ მაფორმირებელ და განმსაზღვრელ ფაქტორს და გვევლინება თავისებურ ცოცხალ მუზეუმად, სადაც ხორბლის გვარის მთელი სახეობრივი მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი. ქართული ხორბლის რვაათასწლიან ისტორიას არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მარცვლებიც ადასტურებს. საქართველო ის ადგილია, სადაც მოხდა ველური ხორბლის მოშინაურება. საქართველოში დაფიქსირებულია ხორბლის 14 სახეობა და 188 სახესხვაობა, რაც ასეთი მცირე ფართობის მქონე ქვეყნისთვის უჩვეულო რაოდენობაა.

 

მე-20 საუკუნის ბოლოსთვის მკვეთრად შესუსტდა ზრუნვა ქართული სახეობებისა და ენდემური ჯიშების გამრავლება-გამოყენებისათვის, რის გამოც, გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ელემენტის ხელშეწყობა და იმ წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების გაცოცხლება, რომელიც ქართული ხორბლის სახეობებსა და ჯიშების მოხმარება-მოვლას ახლდა თან. 

 

2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების, დარგში მომუშავე მეცნიერების: ლალი მესხის, გიორგი ღუღუნიშვილის, ვანო ზედგინიძის, მარინე მოსულიშვილის, მარი გოგნიაშვილის, ინეზა მაისაიას მონაწილეობით დაიწყო მუშაობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტზე „ქართული ხორბლის კულტურა“. ამავე წლის სექტემბერში მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში იქნა შეტანილი.

 

2019 წლის 25 მარტს „ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)” საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

 

იუნესკოს 2003 წლის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციას საქართველო 2007 წლიდან შეუერთდა. განვლილი პერიოდის განმავლობაში კონვენციის ქვეშ არსებული მსოფლიო წარმომადგენლობით ნუსხაში საქართველოს ოთხი ელემენტია აღიარებული: „ქართული მრავალხმიანობა“ (2001, 2008), „ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი“ (2013), „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ (2016) და „ქართული ჭიდაობა“ (2018).






მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“

მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“
access_time2019-08-20 20:34:59
თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს...

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“ - რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“  -  რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი
access_time2019-08-20 19:30:07
1991 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე ესტონეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა — რა შეიცვალა 28 წლის შემდეგ —  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის facebook  პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (საქართველოზე 3-ჯერ მდიდარი). 2. ესტონეთი არის...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს
access_time2019-08-20 20:00:21
მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს. მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია...

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო
access_time2019-08-20 18:30:57
კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს...

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით: ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით:  ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად
access_time2019-08-20 16:30:56
  პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით სილქროუდ ჯგუფი ავრცელებს საჯარო განცხადებას. “კომერსანტი გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: „რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა 8 საჯარო განხილვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისთვის. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და მოვისმინეთ მათი პოზიცია. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე შეხვედრა...


მსგავსი სიახლეები

up