სახელმწიფომ ორ კომპანიასთან $91-მილიონიანი კონტრაქტები გაწყვიტა

სახელმწიფომ ორ კომპანიასთან $91-მილიონიანი კონტრაქტები გაწყვიტა

access_time2022-11-19 11:00:20

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა და საარბიტრაჟო დავებია მოსალოდნელი, რისთვისაც სახელმწიფო შპს საერთაშორისო იურიდიული ფირმის დაქირავებას გეგმავს. ამაზე კი 3,550,000 ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი.

 

კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოების შეუსრულებლობაა. საუბარია $91-მილიონიანი ხელშეკრულების გაწყვეტაზე. კონტრაქტები წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ეხება; დონორი აზიის განვითარების ბანკია (ADB).

 

კერძოდ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წელს კონტრაქტი გაწყვიტა აზერბაიჯანულ კომპანია Akelik Group OJSC-თან, რომელიც სამუშაოებს ქალაქ ბოლნისსა და ქალაქ მარნეულში ახორციელებდა. კონტრაქტის ღირებულება იყო 55,940,022 აშშ დოლარი, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა 2021 წლის 29 მარტი.

 

ხელშეკრულება მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების და ბოლნისის წყალარინების სისტემისა და კოლექტორის მშენებლობას ითვალისწინებდა.

 


რაც შეეხება მეორე შეწყვეტილ ხელშეკრულებას, ის ფოთის წყალარინების სისტემის მშენებლობას გულისხმობდა, სადაც კონტრაქტორ კომპანიას წარმოადგენდა ჰოლანდიური Tahal Group BV. ხელშეკრულების ღირებულება 35,309,465 აშშ დოლარი იყო. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან მოგვწერეს, კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წლის 31 ივლისს უნდა დაესრულებინა.

 

„ზემოაღნიშნული ორივე კონტრაქტორის შერჩევა მოხდა საერთაშორისო, ღია და გამჭვირვალე ტენდერის გზით, დონორი ორგანიზაციის, აზიის განვითარების ბანკის წესების შესაბამისად, საერთაშორისო სატენდერო პროცედურების დაცვით (International competitive bidding - ICB)“, აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

 

ამასთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გვითხრეს, რომ როგორც ფოთის, ისე მარნეულის და ბოლნისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ახალი კონტრაქტები გაფორმდა. „მარნეულსა და ბოლნისში სამუშაოები უკვე დაწყებულია და ფოთიც მალე დაიწყება“, - ამბობენ სახელმწიფო კომპანიაში.

 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ირწმუნებიან, რომ „სხვა ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ხორციელდება“.

 

 


bm.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up