„სახელმწიფომ მოქნილობის ელემენტის შემოტანა უნდა შეძლოს“ - იმპორტიორები რკინიგზაზე გადასვლის რეკომენდაციას აფასებენ

„სახელმწიფომ მოქნილობის ელემენტის შემოტანა უნდა შეძლოს“ - იმპორტიორები რკინიგზაზე გადასვლის რეკომენდაციას აფასებენ

access_time2020-03-18 10:00:23

რამდენიმე დღის წინ,  საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფო მთავრობამ იმპორტიორებს რეკომედაციით მიმართა,  შესაძლებლობის შემთხვევაში ტვირთების ქვეყანაში შემოტანა განახორციელონ სარკინიგზო ტრანსპორტით. საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე გამოქვეყნდა მთავრობის განკარგულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს.


იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია მიიჩნევს, რომ იმპორტიორი კომპანიებისთვის მსგავსი რეკომენდაცია შესაძლოა მხოლოდ მცირედით აისახოს ფასზე და რკინიგზით ტვირთის შემოტანას უფრო მეტი დრო დასჭირდეს.


„ეს რეკომენდაცია ძირითადად   ირანიდან ექსპორტს  ეხება, რადგან ამ ქვეყნიდან  სახმელეთო მიმოსვლა შეფერხებულია და ქართველ მძღოლებს არ აქვთ სურვილი შევიდნენ ქვეყანაში.  ირანელი მძღოლი პრობლემას აწყდება ჩვენს ტერიტორიაზე შემოსვლისას. მთავრობამ მოგვიწოდა, რომ თუ ირანიდან ტვირთის შემოტანის აუცილებლობაა, გადავეწყოთ  სარკინიგზო ტრანსპორტზე. რიგმა  კომპანიებმა ეს გაითვალისწინეს და ამას უკვე აკეთებენ. აქ მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი, შეიძლება დროში იყოს გაწელილი ტრანსპორტირება და მცირედით ფასზე აისახოს, თუმცა სხვა პრობლემას და რამე დამაზარალებელ გარემოებას ვერ ვხედავ კომპანიებისთვის. ირანთან ძირითადად ურთიერთობა არ გვაქვს ბიტუმის იმპორტის გარდა. ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სასურსათო კალათა არ გაძვირდეს და სურსათის მიმართულებით არ შეგვექმნას პრობლემა. სარკინიგზო მიმოსვლა არის ოპტიმალური ვარიანტი და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება. აქვე ვიტყვი, რომ რკინიგზაზე გადასვლით პრობლემა არ შეგვექმნება ეკონომიკაში.“ - ამბობს ივა ჭყონია.


„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი რეკომენდაციას მიზანშეწონილად მიიჩნევს , თუმცა აღნიშნავს რომ გარკვეულ პროდუქციასთან მიმართებაში იმპორტის პირობები დახვეწას საჭიროებს, რათა ქვეყანაში მარაგის პრობლემა არ შეიქმნას.



რიგი გადაზიდვების შემთხვევაში რკინიგზა ბევრად უფრო მომგებიანი და ეკონომიურია, ამიტომ მიზანშეწონილია მთავრობის ეს რეკომენდაცია. არის პროდუქტები, რომელთა მარაგების შექმნას რკინიგზით იმპორტისას გარკვეული დახვეწა და რკინიგზის მხრიდან შეღავათები სჭირდება. ხორბლის გადაზიდვა დღესდღეობით საავტომობილო ტრანსპორტით ხდება, რაშიც მძღოლები არიან ჩართული და რის გამოც ვირუსის გავრცელების საშიშროება იზრდება.  ხორბლის მარაგის შესაქმნელად  მნიშვნელოვანია, რომ დიდი პარტიებით, გემით და რკინიგზით გადაიზიდოს ხორბალი. თუ გადაზიდვის ორგანიზებას ისე მოახერხებენ, რომ ერთ კვირაში ხელახალი შეკვეთა ჩამოვიდეს რუსეთიდან ან ყაზახეთიდან და შეკვეთები ერთმანეთს მიყვება, დროის ფაქტორი ფაქტობრივად განულდება. ჩვენ გვაქვს პრობლემა ბიტუმთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ვეღარ შემოდის ირანიდან და არის შესაძლებლობა, რომ აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან მოვახდინოთ მისი შემოტანა.  ამიტომ,  თუ რკინიგზა მისცემს ფასდაკლებას კომპანიებს, ამ შემთხვევაში არ გაძვირდება ბიტუმი და არ გავაჩერებთ მშენებლობას. იდეა კარგია მაგრამ გარკვეულ ტვირთებთან მისადაგებას საჭიროებს.სახელმწიფომ მოქნილობის ელემენტის შემოტანა უნდა შეძლოს.“ - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი


„კომერსანტი“ შემოსავლების სამსახურსაც დაუკავშირდა, უწყებაში აცხადებენ, რომ რეკომენდაცია ეხება არა მხოლოდ იმ ქვეყანას, რომელთანაც ამ ეტაპზე სატრანსპორტო მიმოსვლა აქვს საქართველოს შეზღუდული, არამედ ყველა ქვეყანას საიდანაც შესაძლებელია სარკინიგზო გადაზიდვა.


„რეკომენდაცია ეხება, საავტომობილო გადაზიდვებთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნითშესაძლებლობის შემთხვევაში ყველა ქვეყანას, საიდანაც შესაძლებელია განხორციელდეს სარკინიგზო გადაზიდვა, რადგან სარკინიგზო გადაზიდვების გამოყენება არსებულ სიტუაციაში არის ბევრად  უსაფრთხო, სწრაფი, გამოიყენება ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში, იაფია , გააჩნია დიდი წონისა და მოცულობის ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა; ასევე ძალიან დიდი პარტიის ერთდროულად გადაზიდვის შესაძლებლობა ( შესაძლებელია  ზოგ შემთხვევებში მოხდეს 80-100 /-ით გადაადგილებული ტვირთის გადაზიდვა 1 სარკინიგზო შემადგენლობით, რაც თავისთავად გულისხმობს 80-100 სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლებას 1 ლოკომოტივის მძღოლით ) რაც თავისთავად მინიმუმამდე დაიყვანს კორონავირუსის გავრცელების რისკს.“ - განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up