საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირებისთვის მეტი უცხოური ინვესტიციაა საჭირო

საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირებისთვის მეტი უცხოური ინვესტიციაა საჭირო

access_time2022-01-28 10:00:31

2021 წელს საქართველოს ექსპორტი 900 მილიონი დოლარით ანუ 27%-ით, 4.2 მილიარდამდე გაიზარდა. ექსპორტში პირველ ადგილზეა ჩინეთი, სადაც 615.6 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, მატებამ კი 29% შეადგინა. უფრო მაღალი ტემპით - 38%-ით გაიზარდა ექსპორტი რუსეთში და მან $610 მილიონს მიაღწია, შედეგად, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი გახდა.


გასულ წელს საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ტრადიციულად სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის რეალიზაციით ქვეყანამ 815 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მთელი ექსპორტის 19%-ს შეადგენს. მეორე ადგილს ფეროშენადნობები იკავებს, რომლის ექსპორტიც 477 მილიონი დოლარი იყო, მესამეზე კი 456 მილიონი დოლარით ავტომობილების რეექსპორტია. საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი ღირებულების საქონელი კომპანიებმა შპს „ასკანელი ძმები“, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, შპს „კავკასიის ავტოიმპორტი“ გაიტანეს.


Gateway&Partners Georgia-ს გენერალური დირექტორი, ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრი გვანცა მელაძე კომერსანტთან“ გაზრდილ ექსპორტზე და წლების განმავლობაში საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირების არარსებობაზე საუბრობს.


„მადნების წილი საქართველოს ექსპორტში წამყვან პოზიციაზეა და ძალიან რთული იქნება რომ უახლოეს პერიოდში სხვა რომელიმე პროდუქცია დაეწიოს მის მაჩვენებლებს და სტატისტიკურად რაიმე ცვლილება ვიხილოთ. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ხელშეწყობის პროგრამებს, ისინი ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, გარკვეულ პოზიციებში არის ცვლილება, მაგალითად გაზრდილია გარკვეული საფეიქრო ნაწარმის ექსპორტი, მაგრამ ეს კატეგორიები რა თქმა უნდა ათეულში ვერ მოხვდება, რადგან არ არის შესაბამისი მასშტაბი.


პანდემიამ ყველაზე დიდი ზიანი მცირე საწარმოებს მიაყენა, პანდემიამდელ მაჩვენებელს თითქმის დაუბრუნდა მსხვილი ბიზნესი, საშუალო საწარმოების ნაწილმა 2019 წელთან შედარებით ზრდაც კი აჩვენა. ხოლო ახალმა და შესაბამისად მცირე ექსპორტიორმა საწარმოებმა, რომლებმაც ექსპორტში უნდა მოახდინონ დივერსიფიცირება, სწორედ მათ გაუჭირდათ პანდემიამდელ მაჩვენებლებთან დაბრუნება“
, - ამბობს გვანცა მელაძე.


ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ექსპორტის კიდევ უფრო მეტად ზრდისთვის ინვესტიციების შემოდინების მატებაა საჭირო, აქცენტი კი განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებზე უნდა გაკეთდეს.



„პრობლემა, რასაც ხშირად ვახსენებთ, არის ის რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება რადიკალურად არის შემცირებული. ეს განაპირობებს იმას, რომ რთულდება ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, რადგან ინვესტიციებს მოჰყვება სიახლეები, რომელიც საჭიროა იმისათვის რომ შევქმნათ ახალი პროდუქცია და ექსპორტში მოხდეს დივერსიფიცირება. სახელმწიფო აქცენტს უფრო მსხვილი ინვესტიციების, ცნობილი ბრენდების მოზიდვაზე აკეთებს, რასაც სჭირდება დიდი დრო, ენერგია და გამოცდილება. სამწუხაროდ არ კეთდება განვითარებულ ბაზრებზე მცირე და საშუალო საწარმოებზე ორიენტირება, რომ იქედან მცირე ინვესტიციები წამოვიდეს და ქართულმა მცირე და საშუალო კომპანიებმა მათი ათვისება შეძლონ. როდესაც ქვეყანაში მსხვილი ინვესტიცია შემოდის, მაშინ დასაქმებაზე მოქმედებს უფრო რაოდენობრივად ვიდრე ხარისხობრივად. შესაბამისად იქმნება შედარებით დაბალშემოსავლიანი სამუშაო ადგილები. ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითები თუნდაც საფეიქრო ინდუსტრიაში, სადაც მსხვილი ინვესტიციებია მოზიდული, მაგრამ პერსონალი უკმაყოფილოა, სტანდარტები ცუდად არის დაცული და ისევ თვითდასაქმებისკენ იღწვიან იქ დასაქმებული ადამიანები, რომ ღირსეული შემოსავალი მიიღონ. მეორეს მხრივ, ინვესტორების მიერ ხელფასების გაზრდა უარყოფითად იმოქმედებს მათი მოგების მარჟაზე რადგან ამ ეტაპზე საქართველოს კონკურენტული უპირატესობა სწორედ დაბალ შრომის ანაზღაურებაში მდგომარეობს.


უკანასკნელი წლების განმავლობაში და პანდემიის ფონზე ევროპას აზიიდან იმპორტი ძალიან გაუძვირდა, აქედან გამომდინარე ევროპა ეძებს მის საზღვრებთან ახლოს მდებარე ქვეყნებს, სადაც არის უსაფრთხო და კარგი ბიზნეს გარემო და სადაც შეუძლია რომ გადმოიტანოს წარმოება. ახლა არის კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ ეს დანაკლისი შეივსოს, რადგან ტრანსპორტირების გარდა ვადებსაც აქვს მნიშვნელობა, თუ ჩინეთიდან იმპორტს ევროპაში 45 დღეზე მეტი სჭირდება, საქართველოდან 2 კვირაზე ნაკლებია საჭირო. უფრო სწრაფი საქონელბრუნვა საგრძნობლად აბალანსებს ხარჯებს. ჩვენი სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ასევე მცირე და საშუალო ინვესტიციების მოსაზიდად, რასაც ქართული ბიზნესიც უფრო მარტივად აითვისებს, შეიქმნება უფრო ღირებული სამუშაო ადგილებიც“,
- განმარტავს გვანცა მელაძე.


აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.315 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.6 პროცენტით მეტია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 5 831 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up