სახელმწიფომ ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანია 7 მილიონი ლარით დააფინანსა

სახელმწიფომ ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანია 7 მილიონი ლარით დააფინანსა

access_time2020-03-02 11:30:54

თავისუფლების მონიტორის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდმა ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანიის იდეა 7 მილიონი ლარით დააფინანსა. სახელმწიფოს კუთვნილმა ფონდმა ლევან გაჩეჩილაძესთან საიდუმლო კონტრაქტი დადო, რომლის მიხედვითაც, კომპანიის გამოსყიდვის უპირატესობა სწორედ მას აქვს.საპარტნიორო ფონდმა კომპანია გლობალ ბრენდი 2017 წლის 6 მარტს დააარსა. საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძეა, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის მეგობარი და ძველი თანაპარტიელია.


გლობალ ბრენდის მიზანი ღვინის ახალი ბრენდის წარმოება და მისი აშშ-ში რეალიზაციაა. სახელმწიფოს მიერ კომპანიისთვის გამოყოფილი დაფინანსებიდან მილიონი ლარი საქართველოს კულტურისა და ხალხის არსში ჩასაწვდომად დაიხარჯა. რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა ბოთლის დიზაინზე და ბაზრის კვლევისთვის.


ამავე დაფინანსებით შეიქმნა ბრენდის ისტორია და კომპანიის წარმოებული ღვინის დაკარგული ედემის სარეკლამო რგოლი.


აშშ-ის ბაზრის ათვისება კომპანიას ორი წლის წინ უნდა დაეწყო, თუმცა პროცესი ჯერაც არ დაწყებულა. კომპანიის დირექტორი, ტარიელ ჩიჩუა, რომელიც თანამდებობაზე ლევან გაჩეჩილაძის რეკომენდაციით დაინიშნა, ამბობს, რომ ბაზარზე შესვლის პროცესი გაცილებით უფრო რთული და კომპლექსური აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ და სწორედ ეს გახდა დაგვიანების მიზეზი.


ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 198 ათასი ლიტრიდან 500 ათას ლიტრამდე გაიზარდა. გასულ წელს აშშ-ში ღვინო ექსპორტზე 330 კომპანიამ თუ კერძო პირმა გაიტანა, თუმცა მათ რიცხვში ვერ მოხვდა სახელმწიფოს მიერ ამ მიზნით 7 მილიონით დაფინანსებული კომპანია.ამ დროისთვის, ლევან გაჩეჩილაძე აშშ-ის ბაზარზე შესვლისთვის საჭირო სარეკლამო კამპანიის დასაფინანსებლად კიდევ 2 მილიონი დოლარის დაფინანსებას ითხოვს.



ჯობსმა ეძება, ეძება,- არავინ არ აფინანსებდა, საბოლოოდ იპოვა დამფინანსებელი და დღეს პირველი კომპანია არის Apple, — აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე.


ლევან გაჩეჩილაძე ამ დროისთვის კომპანიის კონსულტანტის პოზიციას იკავებს. 2018 წელს ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ კერძო აუდიტორულ კომპანიას საპარტნიორო ფონდის პროექტები შეაფასებინა. აუდიტის მიხედვით, კომპანია გლობალ ბრენდი ყველაზე დაბალ, D კატეგორიაში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ პროექტიდან მოგებას სრულად სავარაუდოდ ვერ ამოიღებს.


ხელშეკრულების მიხედვით, პროექტის წარმატების შემთხვევაში, , ლევან გაჩეჩილაძეს მისი გამოსყიდვა შეუძლია, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში, ზარალი საპარტნიორო ფონდის, ანუ სახელმწიფოსი იქნება.


სახელმწიფომ აიღო რისკი, კი ბატონო, მაგრამ ეს რისკი არის ასაღები თუ გინდა, რომ შენმა მოსახლეობამ კარგად იცხოვროს, ესეთი რისკები ასაღებია და ეს არის სწორი რისკი, — ამბობს ლევან გაჩეჩილაძე.




წყარო: tabula.ge





სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში:უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია

სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში:უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
access_time2020-08-07 10:00:11
ლიბერთის ციფრული ტრანსფორმაცია გრძელდება. ალტერნატიული არხების განვითარების პროექტები ლიბერთიმ უმოკლეს დროში განახორციელა, რომ პანდემიის პირობებში მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ინოვაციური და ტექნოლოგიურად განვითარებული მომსახურება, რითაც მაქსიმალურად შემცირდა ბანკში ვიზიტის საჭიროება.    ერთ-ერთი მთავარი მომსახურება NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატებია. საქართველოს ბაზარზე უალტერნატივო და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ბანკომატი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს...

ფეიხოა შესაძლოა საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდეს

ფეიხოა შესაძლოა საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდეს
access_time2020-08-07 12:20:36
საქართველოში ჩვენი რეგიონისთვის იშვიათი ხილის - ფეიხოას პლანტაციების რაოდენობა სწრაფად იზრდება. განსაკუთრებით პოპულარული ის სამეგრელოშია, სადაც თითქმის ყველა გლეხს საკარმიდამო ნაკვეთზე ფეიხოას რამდენიმე ბუჩქი მაინც აქვს. ეს ხილი ადგილობრივებს ძალიან მოსწონთ, მოთხოვნა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც სწრაფად იზრდება. ფეიხოა საქართველოში პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, კერძოდ, აფხაზეთში და აჭარაში. 1940 ფეიხოას ნერგი 160 ჰექტარზე იყო დარგული,...

გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა

გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა
access_time2020-08-07 09:55:14
გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა. შეკრება მიეძღვნა ექიმ ვარხტანგ ყიფიანის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება გამოუცხადოს სრული სოლოდარობა და მხარდაჭერა დაკავებულ ექიმს. გამომსვლელებმა აღნიშნეს: 1. მოქმედი რეგულაციების მხედვით ექიმებს კანონი არ დაურღვევიათ. 2. წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მიუღებელი და ატარებს სადამსჯელო ხასითს; 3. თავად ის ფორმა როგორც მოხდა...

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
access_time2020-08-07 10:00:35
2020 წლის 31 ივლისს „ავერსი-რაციონალმა“ კიდევ ერთ დიდწარმატებას მიაღწია – მოიპოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის GMP EAEU სერტიფიკატი. ამ მიღწევის შესახებ ავერსი-რაციონალის“ გენერალური დირექტორი მალხაზ კურტანიძე გვესაუბრა: – GMP – Good Manufacturing Practice – გახლავთ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტული საწარმოს ისეთ მოწყობას და ფუნქციონირებას, რომელიც სტაბილურად მაღალი ხარისხის, ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების...

ეს სოციალური პაკეტი წინასაარჩევნოდ გათვლილი ჰქონდათ - რატომ იყო 2.5 მლრდ. ლარი სახელმწიფო ხაზინაში გადანახული

ეს სოციალური პაკეტი წინასაარჩევნოდ გათვლილი ჰქონდათ - რატომ იყო 2.5 მლრდ. ლარი სახელმწიფო ხაზინაში გადანახული
access_time2020-08-07 11:10:23
ქვეყანაში მიზნობრივი სოციალური დახმარებების „დრო გავიდა“ და ახლა მთავრობამ ფართო სოციალური ჯგუფების დახმარება უნდა დაიწყოს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე, ანტიკრიზისული გეგმის მე-3 ეტაპზე საუბრისას...


მსგავსი სიახლეები

up