პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2021 წლის პირველი აუქციონებზე სულ 109 ქონება გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში შეთავაზებული იყო 300 მილიონ ლარამდე ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი, საიდანაც 109 ლოტზე ვაჭრობის შედეგად საწყისი 40 მილიონი ლარიდან საბოლოო შედეგმა 60 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ყველაზე ძვირად - 5 251 000 ლარად გაიყიდა მცხეთაში, მუხათწყაროს მიმდებარედ არსებული ქონება, ყველაზე იაფად - 3 900 ლარად კი ადიგენში, სოფელ ჩორჩნაში არსებული ქონება.
გთავაზობთ 10 სახელმწიფო ქონებას, რომელიც ყველაზე ძვირად გაიყიდა:
- მცხეთა, მუხათწყარო, მიმდებარე ტერიტორია - 5 251 000 ლარი
- თბილისი, გაგარინის 24 ნომერში არსებული ქონება - 3 545 000 ლარი
- თბილისი, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორია - 3 385 000 ლარი
- ქუთაისში გუგუნავა ქუჩა N1 არსებული ქონება - 3 047 000 ლარი
- ყვარელში არსებული ქონება - 3 005 000 ლარი
- თბილისი, დაბა კოჯორი, ზაქარია ბაქრაძის ქუჩაზე არსებული ქონება - 2 504 000 ლარი
- თბილისი, ავჭალის გზატკეცილზე არსებული ქონება - 2 480 000 ლარი
- თბილისი, გიორგი ათონელის ქუჩაზე არსებული ქონება - 2 290 000 ლარი
- სოფელი კიკეთი, 300 არაგველის ქუჩაზე არსებული ქონება - 2 204 000 ლარი
- თბილისი, ჭირნახულის ქუჩაზე არსებული ქონება - 1 825 000
წყარო: ბიზნესპრესნიუსი