სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

access_time2019-09-22 14:00:36

სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს.

„სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ იახტკლუბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც მოიცავს: მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს, იახტკლუბს, ხელოვნურ ლაგუნას, რესტორნებს, კაზინოს, საზოგადოებრივ სივრცეებს.

ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ-ს] თანახმად, ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს ხელოვნური ყურე, სადაც გათვალისწინებულია ნავმისადგომი იახტებისთვის. გრგ-ს მიხედვით, ხუთი თაუერიდან ერთ-ერთი კოშკის სიმაღლე 200.6 მეტრი იქნება. სწორედ ეს 56-სართულიანი კოშკი იქნება ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა.

უკავშირდება თუ არა ბათუმის იახტკლუბის განვითარებას ნავსაყუდელის მიმდებარედ ზღვის ნაწილის სახელმწიფო ქონებად დარეგისტრირება? – ამ კითხვით „ბათუმელები“ პროექტ „რივიერა ბათუმის“ დირექტორს, გიორგი კაპანაძეს დაუკავშირდა.

„არა. არ ვიცი რა და რატომ დაარეგისტრირა, პირველად მესმის თქვენგან. რა მიზანი აქვს, ეს მათ ჰკითხეთ. არ ვიცით, ჩვენთან კავშირში არ არის“. – გვითხრა გიორგი კაპანაძემ სატელეფონო საუბარში.

საპირისპირო ინფორმაცია მოგვაწოდა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

„სააგენტომ „ბათუმის იახტ კლუბის“ წერილის საფუძველზე, იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, განახორციელა ზღვისპირა პარკის, ნავსაყუდელის დაურეგისტრირებელი ტერიტორიის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად, რომლის შედეგად მიენიჭა [ზღვის ნაწილს-ავტ.] საკადასტრო კოდი“, – მოგვწერეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან.

ტერიტორია ზღვაში ბათუმის იახტკლუბთან, რომელიც სახელმწიფომ საკუთრებაში დაირეგისტრირა, როგორც არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთი

„ბათუმის იახტ კლუბი“, რომლის წერილის საფუძველზეც სახელმწიფომ ზღვის ნაწილი ცალკე ნაკვეთად დაირეგისტრირა, ის კომპანიაა, რომელსაც იახტკლუბი და მიმდებარე ტერიტორია განსაკარგავად 19-წლიანი იჯარით შპს „რივიერამ“ გადასცა. თავის მხრივ, „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ შპს „რივიერას“  ეს ტერიტორია 20 წლით აჭარის მთავრობამ გადასცა 1 ლარად – იახტკლუბის განვითარების ვალდებულებით.

ხელშეკრულებით, შპს „რივიერას“ იახტკლუბის განვითარების პროექტი [კონცეფცია] აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა შეეთანხმებინა. არსებობდა ამ პროექტის თავდაპირველი ვერსიაც, თუმცა, საბოლოოდ იახტკლუბის განვითარების კონცეფცია პროექტ „რივიერა ბათუმის“ შემადგენელი ნაწილი აღმოჩნდა.

„იახტკლუბის განვითარების კონცეფცია შევათანხმეთ. ახლა ჯერი პროექტის დამტკიცებაზეა. ჩვენი გრგ-ს ფარგლებში შედის იახტკლუბის განვითარებაც. გრგ როგორც იქნა შევათანხმეთ, თუმცა 2 თვის ნაცვლად მოვუნდით ერთი წელიწადი, სამწუხაროდ. ახლა ვნახოთ პროექტის დამტკიცების ამბავი როგორ გაიწელება… პროექტს [„რივიერა ბათუმი“ – ავტ.] მალე შევიტანთ დასამტკიცებლად“, – გვითხრა გიორგი კაპანაძემ.


ის, რომ ბათუმის იახტკლუბის განვითარების კონცეფცია შეთანხმებულია, „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც დაუდასტურეს.

აპირებს თუ არა სახელმწიფო თავის საკუთრებაში დარეგისტრირებული ზღვის ნაწილის გადაცემას „რივიერასთვის“ ან „ბათუმის იახტ კლუბისთვის“? – კითხვაზე პასუხის მისაღებად სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დავუკავშირდით.

„ამ ეტაპზე აღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზების ან დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხი არ განიხილება“ – მოგვწერეს სააგენტოდან.

ვინაიდან „რივიერაზე“ ხელოვნური ყურე უნდა გაკეთდეს, ხომ არ იგეგმება აქ ამოღებული მიწის იქვე, ზღვაში ჩაყრა იმ ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფომ თავის საკუთრებაში დაირეგისტრირა და ხომ არ იგეგმება ამ გზით ხელოვნურად ხმელეთის/ნავმისადგომის მოწყობა იახტკლუბთან?

ასეთი გეგმის არსებობა „რივიერა ბათუმის“ დირექტორმა გიორგი კაპანაძემ „ბათუმელებთან“ უარყო.

„მანდ ვერც გააკეთებ ხელოვნურად, იმხელა კანიონია, მაგდენი ინერტული მასალა, რომ ამოავსო… ჯერ ერთი, პორტისთვის არის საჭირო ის კანიონი. მაგიტო გაჩნდა ბათუმი[პორტი] მანდ რომ, ზღვა ღრმა არის“, – გვითხრა გიორგი კაპანაძემ.

ბათუმის პორტის მონაცემებით, პორტის ნავმისადგომების სიღრმე 6,4 მეტრიდან, მაქსიმუმ 11,5 მეტრომდე მერყეობს; ზღვის უნავმისადგომო სიღრმე კი, პორტის აკვატორიაში, 14,5-37,0 მეტრია.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“, სადაც გვითხრეს, რომ ბათუმის იახტკლუბთან ზღვის მაქსიმალური სიღრმე დაახლოებით 3,5-4 მეტრია, ხოლო ფორვატორი, ანუ ნავსადგურში შესასვლელი [მთავარი გზა, რომლითაც პორტში გემები შედიან], იახტკლუბის ნამისადგომებიდან დაახლოებით 60 მეტრამდე მანძილითაა დაშორებული და მისი სიღრმე 14-20 მეტრომდეა.

 

ბათუმის იახტკლუბი და პორტში შემავალი გემი / ფოტო „ბათუმელები“

ბათუმის ნავსადგურისა და ასევე საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩანს, რომ სახელმწიფომ ცალკე საკადასტრო ერთეულად დაირეგისტრირა 1 ჰექტარამდე ზღვის ტერიტორია, რომლის სიღრმე 3,5-5 მეტრია, ხოლო ამ ტერიტორიის უკიდურესი საზღვარი ბათუმის ნავსადგურში შესასვლელისგან [ფორვატორისგან] დაახლოებით 20 მეტრითაა დაშორებული.

ანუ, ამ ტერიტორიაზე ლოდების, თუ მიწის/ინერტული მასალის ჩაყრა ანუ რაიმე ნაგებობის მოწყობა, უშუალოდ არ კეტავს ფორვატორს და მისი ნავმისადგომად გადაქცევაც არ წარმოადგენს სირთულეს [რა თქმა უნდა, შესაბამისი რესურსის, დასკვნების და ნებართვის არსებობის შემთხვევაში].



„ბათუმელები“


თეგები:
ზღვა



გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების ტრენდი“

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი“
access_time2019-10-19 10:00:32
„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას  გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი აქვს, მაგრამ დოლართან არის გაუფასურებული. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია არის პრობლემა. დოლარიზაცია არის სენი ჩვენი ფინანსური სექტორის, რომლიდანაც ნელ-ნელა გამოვდივართ,“ - განაცხადა  რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. „ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა...

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა
access_time2019-10-18 20:37:41
მარი ანნა რურუასა და გიორგი რურუას შემდეგ მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეწილე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.   ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კახაბერ ანჯაფარიძის საკუთრებიდან არხის 2-პროცენტიანი წილი 2 ათას ლარად გაიყიდა და საქართველოს უნივერსიტეტს ერთი კვირის ვადაში 200 ათასი...

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა
access_time2019-10-18 17:55:11
ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს. „უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური...


მსგავსი სიახლეები

up