სახელმწიფოები რომლებიც 2030 წლიდან შიდაწვისძრავიან ავტომობილებს აკრძალავენ

სახელმწიფოები რომლებიც 2030 წლიდან შიდაწვისძრავიან ავტომობილებს აკრძალავენ

access_time2020-11-21 19:00:11

კორონა-კრიზისმა და საწვავზე ფასების ვარდნამ ელექტრომობილების ბაზრის ზრდის ტემპი შემაცირა, თუმცა მიმართულება არ შეცვლილა. ამბიციური გეგმებისთვის ჯერჯერობით არც სახელმწიფოებს გადაუხედავთ. 2030 წლისთვის რამდენიმე სახელმწიფო შიდაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოებისა და იმპორტის სრულად აკრძალვას გეგმავს.


დანიაში იმედოვნებენ, რომ 2030 წლისთვის მათ გზებზე 1 მლნ ელექტრომობილი ივლის. ბრიტანეთმა 2030 წლიდან შესაძლოა ჰიბრიდები მაინც დაუშვას, თუმცა ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ახალ ავტომობილებს მაინც აკრძალავს. უფრო შორს მიდის ნიდერლანდების გეგმები და ის არა მხოლოდ იმპორტს 2030 წლისთვის შიდაწვისძრავიანი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვასაც კი გეგმავს. 2019 წელს ნიდერლანდებში ახალი ავტომობილების 15%-ზე მეტი უკვე ელექტრო იყო. ელექტრომობილებზე გადასვლა სურს გერმანიასაც. 6 წლის წინ ბერლინმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის გერმანიის ქუჩებში 1 მლნ ელექტრომობილი ივლიდა. გეგმა მხოლოდ სანახევროდ შესრულდა რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ €4000-იანი სუბსიდია  €6000-მდე გაიზარდა.


შიდაწვისძრავიანი ავტომობილების აკრძალვის დაჩქარება სურთ ასევე რეიკიავიკსა და დუბლინშიც. ისლანდიაში 2019 წელს დარეგისტრირებული ავტომობილებიდან 22%-ზე მეტი ელექტრო იყო, ირლანდიაში - 3.1%, თუმცა ზრდის ტემპი იქ უფრო მაღალია და 2017 წლის მაჩვენებელს 4.3-ჯერ აღემატება.

ბენზინზე უარის თქმის ყველაზე მეტი შანსი მაინც ნორვეგიას აქვს. 2019 წელს ახალდარეგისტრირებულ ავტომობილებში ელექტრომობილების წილმა 56%-ს მიაღწია, რაც აბსოლუტური რეკორდია და მთელ მსოფლიოსი უნიკალურ მოვლენას წარმოადგენს.

ელექტრომობილი ზოგადად სულაც არ წარმოადგენს ტექნოლოგიურ ნოვაციას და მას ზუსტად იმდენი ხნის ისტორია აქვს, რამდენიც ავტომობილს. 100 კმ/სთ 1899 წელს პირველად ელექტრომობილმა განავითარა და პირველ მსოფლიო ომამდე ავტოპარკის 1/3 ელექტრო იყო, თუმცა შემდეგ იაფმა ნავთობმა ინდუსტრიაში ბენზინი და დიზელი გააბატონა. 10-იან წლებსი ელექტრომობილებს ახალი სიცოცხლე ილონ მასკმა ჩაბარა. დაუშვებელი იქნება Nissan leaf-ის დავიწყებაც, რომელიც დაბალი ფასის გამო დღემდე ყველაზე პოპულარულია საქართველოსი და მსოფლიო მასთაბით მისი 450 000 მოდელია გაყიდული.



2020 წელს ელექტრომობილების წილი მთელს ავტოპარკში ისევ 1%-ზე ნაკლებია, თუმცა 2019 წელს გაყიდვებში მან 2.5%-ს მიაღწია, რაც 2013 წლის გაყიდვების მაჩვენებელს 8.3-ჯერ აღემატება.


საქართველოში 2020 წლის სექტემბრისთვის 2422 ელექტრომობილია რეგისტრირებული, რაც მსუბუქ ავტომობილების რეალური რაოდენობის დაახლოებით 0.25%-ს შეადგენს. (მოძრავი ავტომობილების ზუსტი რაოდენობის განსაძრვრა შეუზლებელია, რადგან გაჩერებული და ჯართში ჩაბარებული ავტომობილების აღწერა პრაქტიკულად არ ხდება) ელექტრომობილებისთვის განბაჟებისა და პარკინგის საფასურის განულების მიუხედავად, შიდაწვისძრავიანი ავტომობილების აკრძალვაზე რაიმე ლაპარაკი ამ ეტაპზე არარეალურია. ავტომობილების 40%-ზე მეტი გასულ საუკუნეშია გამოშვებული.


მსოფლიოში ფასი მთავარ პრობლემას აღარ წარმოადგენს, არც მცირე გარბენი. მთავარი ნაკლოვანება დამუხტვის დიდი დროა, სწრაფდამტენიც კი, რომლის სისტემატურად გამოყენება დაუშვებელია ელექტრომობილს 30 წუთში მუხტავს, ჩვეულებრივს კი 8 საათი სჭირდება.


უახლოეს მომავალში ელექტრომობილების პოტენციურ კონკურენტად შესაძლოა იქცეს წყალბადზე ან რაიმე სხვა ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე ავტომობილები. ბენზინის ერა კი ნელ-ნელა სრულდება. პროცესი გარდაუალია და მას ნავთობით მდიდარი სახელმწიფოებიც ადასტურებენ რომლებიც მეტ-ნაკლები წარმატებით ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და ნავთობზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობენ.

 

გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
ძრავები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up