სახელმწიფოდან წამოსული თანხა ერთი-ორი მეწარმის ჯიბეში არ ილექებოდა - მინისტრის ყოფილი მოადგილე ჯარის ქართული ხორცით მომარაგებაზე

სახელმწიფოდან წამოსული თანხა ერთი-ორი მეწარმის ჯიბეში არ ილექებოდა - მინისტრის ყოფილი მოადგილე ჯარის ქართული ხორცით მომარაგებაზე

access_time2017-07-25 12:30:33

შუამავალი მეწარმის „კაპრიზებს დაყოლიებული“ თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც მარტივად თქვა უარი ქართულ პროდუქტზე, ბრძოლის საჭიროების შემთხვევაშიც უამრავ მიზეზს გამოძებნის, რომ არ იომოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, დავით ებრალიძემ თავდაცვის სამინისტროს მიერ, ქართული ხორცის შეძენაზე უარის თქმის შეფასებისას განუცხადა. ებრალიძის შეფასებით, სამინისტროს მიერ ქართულ ხორცზე უარის თქმა დანაშაულია.

 


„გულუბრყვილოა ის გაცხადებული არგუმენტაცია, რაც თითქოს საფუძველი გახდა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების - უარი ეთქვა ქართულ ახალ ხორცზე. ქართული ჯარის, პირველ ეტაპზე, ქართული საქონლის ხორცით მომარაგების დაწყება შემთხვევითი არ იყო. საქონლის ხორცი ჯარის რაციონის ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი კომპონენტია და ჩვენ, ერთი ნაბიჯით ორი სისხლხორცეული საკითხი მოვაგვარეთ - ქართულმა ჯარმა, დიდი ხნის გაყინული ხორცის ნაცვლად, ახალდაკლული ხორცის მიღება დაიწყო და რომ ეს ხორცი ქართველი გლეხობის მიერ წარმოებული პროდუქტი იყო. მინდა ხაზი გავუსვა იმ საკითხს, რომ დადებითი მარტო ის კი არ არის, რომ ქართული ჯარი საქართველოში ნაწარმოებ პროდუქტს იღებდა, არამედ ისეც, რომ მაგალითად, ქათმის წარმოებისგან განსხვავებით, საქონლის მსხვილფერმერიზაცია საქართველოში ჯერ არ არსებობს და რეალურად საქონლის ხორცის წარმოებას სოფლის უამრავი მცხოვრები ეწევა, შედეგად სახელმწიფოდან წამოსული თანხა ერთი-ორი მეწარმის ჯიბეში კი არ ილექებოდა, არამედ ნაწილდებოდა გლეხებზე. ამაზე კარგ ეკონომიკურ შედეგს ალბათ ვერც ვინატრებდით“, - განაცხადა ებრალიძემ.

 

თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ ახალი გადაწყვეტილებით ფიქცია გახდა ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა - ქართული წარმოების, სოფლის მოსახლეობის ხელშეწყობის თაობაზე.


 

„ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას. ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველამ: ეკლესიამ, პოლიტიკურმა საზოგადოებამ, მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა. გლეხობამაც უნდა დაინახოს, რომ გულშემატკივარი მათაც ყავთ. თავდაცვის სამინისტრო, რომელიც „დაყოლიებული“ აღმოჩდა შუამავალ მეწარმეს „კაპრიზებს“ და ასე მარტივად თქვა უარი ქართულ პროდუქტზე, ბრძოლის საჭიროების შემთხვევაშიც უამრავ მიზეზს გამოძებნის რომ არ იომოს. და ნურავის მოეჩვენება ეს გადამეტებულად, ამის უამრავი მაგალითი არსეობობს“, - განაცხადა ებრალიძემ.

 

 

ipn.ge



TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up