„სახელმწიფო ყადაღადადებულ ქონებას ჰყიდის, რომლის გასხვისება ეკონომიკის სამინისტროს აკრძალული აქვს“

„სახელმწიფო ყადაღადადებულ ქონებას ჰყიდის, რომლის გასხვისება ეკონომიკის სამინისტროს აკრძალული აქვს“

access_time2021-04-15 11:00:12

სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხი უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია, თუმცა ოფიციალურად დღის წესრიგში ეს საკითხი 2019 წლის მიწურულს დადგა, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო სახელმწიფო ქონების პირივატიზების ახალი ტალღა, „100 შეთავაზება ბიზნესს“. მასშტაბური საპრივატიზებო პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ ფარგლებში მთავრობამ ორი კვირის წინ დამატებით ახალი ობიექტები გამოიტანა გასაყიდად, თუმცა გუშინ გამოტანილი 10 სახელმწიფო კომპანიიდან ვერცერთი გაიყიდა. 


შპს „დემეტრე 96“ ერთ-ერთია იმ 10 სახელმწიფო საწარმოს შორის, რომელიც საქართველოს მთავრობამ ვერ გაყიდა. სახელმწიფო სამკერვალო საწარმოს 100%-იან წილს 3.9 მლნ ლარად ჰყიდის. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის ყოფილი მფლობელი, დიზაინერი თათა ვარდანაშვილი უყვება, აღნიშნული ქონება ყადაღადადებულია, რომლის 100%-იანი წილის გასხვისება და  სამართლებრივი განკარგვა ეკონომიკის სამინისტროს აკრძალული აქვს, ამიტომ მისთვის გაუგებარია როგორ ახდენს მთავრობა ქონების აუქციონზე გაყიდვას.


„ჩემთვის გაუგებარია აუქციონზე როგორ იყიდება ყადაღადადებული ქონება, რომლის 100%-იანი წილის გასხვისება და სამართლებრივად განკარგვა ეკონომიკის სამინისტროს აკრძალული აქვს. აღსრულების ეროვნულ სააგენტოს უფლება აქვს რომ ქონება გაასხვისოს, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს არანაირი უფლება არ აქვს ქონება გაასხვისოს მანამ სანამ წილი დაყადაღებულია. გარდა ამისა, არსებობს ასეთი მექნიზმი სახელმწიფო გარანტიის და მათ შეუძლიათ გადმომცენ ეს ფურცელი რაც მიუთითებს რომ შემძენი თავისთავზე აიღებს და შეასრულებს ყველა ვალდებულებას, მაგრამ ამას არ აკეთებენ და არც აუქციონის აღწერაში აქვთ მითითებული ეს დეტალები. ვინმემ ამიხსნას რა აზრი აქვს ყადაღის ფურცელს თუ ადგებიან და მაინც იმას გააკეთებენ რაც მოესურვებათ? მყიდველი კი ნამდვილად არ გამოუჩნდება ასეთ ობიექტებს, ვინც დეტალურად გაერკვევა რა პრობლემები შეექმნება“, - ამბობს თათა ვარდანაშვილი.


დიზაინერი სახელმწიფოსთან 11 წლის წინ დაწყებულ დავაზე საუბრობს და ამბობს, რომ 2010 წელს თავდაცვის სამინისტროს საკუთარი სამკერვალო საწარმო „დემეტრე 96“-ი დაუთმო, თუმცა როგორც ხელისუფლებაში მაშინ აპელირებდნენ, მიზეზი „იაფი სესხის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2008 წელს 1.3 მლნ ლარის კრედიტის გაცემა იყო, რომელიც თათა ვარდანაშვილმა ვერ დააბრუნა. ამ სესხით დიზაინერს კომპანია უნდა გაეფართოებინა და სტუდენტებისთვის სასწავლო ბაზა შეექმნა. თუმცა თავად კომპანიის ყოფილი მფლობელი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ კომპანია უსამართლოდ ჩამოართვა.


„შპს „დემეტრე 96“ ქართუ ჯგუფში არის დაფუძნებული და 2007 წელს 500 000 ლარად გამოვისყიდე. 2010 წელს სახელმწიფოს გადავეცი 1.2 მლნ ლარის ღირებულების ქონება, რომელშიც 400 000 ლარის ინვესტიცია იყო ჩადებული. შეთანხმების მიხედვით, საკუთრებაში უნდა დამრჩენოდა სასწავლებელი, ამიტომ მათ დაიწყეს ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობა იგივე ტერიტორიაზე სადაც გადავიტანდი ინვენტარს, რომელიც ჩემს საკუთრებაში დღესაც ირიცხება. თუმცა დღეს ქონებას აუქციონზე ამ ინვენტარიანად ყიდიან. გარდა ამისა კომპანიას ჩემს ვალად დარჩა 1.2 მლნ ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობა, სადაც სასწავლებელი უნდა გამეხსნა.


2010 წლიდან პროკურატურაში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომ გაეცნონ საბუთებს და ის რაც სახელმწიფოს წილის სახით დავუთმე მისი ლეგალური აღწერა მოახდინონ, საჭიროა სახელმწიფო აუდიტორული შეთანხმება დათქვან რა გადავეცი სახელმწიფოს, რადგან რაც არ გადამიცია ეს ქონება ამ კომპანიის ქონებად არის ახლაც აღრიცხული.



სამი აღსრულების ფურცელი მაქვს: 2015 წელს მაქვს სასამართლო გადაწყვეტილება რომ ანაზღაურება - 16 000 ლარი არ მიმიღია, მაგრამ დღემდე აღსრულება შეჩერებულია; 2017 წლის დადგენილებით კომპანიას რამდენიმე ათასი აქვს ჩემი ვალი, რადგან ქონება უზრუნველყოფაში იყო ჩადებული; ბოლო აღსრულების ფურცელი კი 184 000 ლარზეა“, - აცხადებს თათა ვარდანაშვილი.

 

ცნობისთვის, საპრივატიზაციოდ გამოტანილი სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც ვერ გაიყიდა შემდეგია:


1. შპს ზუგდიდის ფარმაცია (ს/ნ 219984596) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 306,000 ლარი;

2. შპს ,,თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა (ს/ნ 204379074) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 266,000 ლარი;

3. შპს ,,დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი (ს/ნ: 211327410) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 246,000 ლარი;

4. სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ (ს/კ 219983908) 51%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 1,014,000 ლარი;

5. შპს საზღვაო ტექსერვისი (ს/კ 245431206) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 2,263,800 ლარი;

6. სს ,,ხაშურის მინის ტარა'' (ს/ნ: 243855734) კომპანიის კაპიტალის 23%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 747,200 ლარი;

7. შპს „დემეტრე 96“-ის (ს/ნ 205221614) 100%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 3,921,000 ლარი;

8. შპს „თერმული წყლები“ (ს/კ 404419214) 100%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 1,511,000 ლარი;

9. შპს უნიონი (ს/კ 225379587)20 % წილი. ობიექტის საწყისი ფასი 399,000 ლარი.

10. ე.წ. რიყის დოქები საწყისი ფასი 71.2 მილიონი ლარი.


ნინო თამაზაშვილი





კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...


მსგავსი სიახლეები

up