„სახელმწიფო უსახლკაროების პრობლემას ვერ ხედავს“ - ქვეყანა, რომელსაც საცხოვრისის პოლიტიკა წლებია არ აქვს

„სახელმწიფო უსახლკაროების პრობლემას ვერ ხედავს“ - ქვეყანა, რომელსაც საცხოვრისის პოლიტიკა წლებია არ აქვს

access_time2021-03-16 10:00:42

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, საღამოს ცხრის ნახევარი, ტროტუარზე ადამიანია წაქცეული. გაცრეცილი ტანსაცმელი სამხედრო პრინტით ოდნავ დასვრილია. 50 წლამდე ასაკის კაცი, თავს სწევს - ცხვირიდან სისხლი სდის. კითხვაზე როგორ ხარ? პასუხს არ გვცემს.

 

ზარი 112- ში. გადაუდებელი დახმარების ექიმები ადგილზე მალე მოდიან, მალევე მოდის საპატრულო პოლიციაც. ერთ-ერთი ექიმი ამბობს, რომ პაციენტი მისთვის ნაცნობია, ქუჩაში არაფხიზელ მდგომარეობაში, არა ერთხელ გაუწევია მისთვის დახმარება. შუა ხნის ასაკის კაცი ისევ ნასვამია, ამბობს, რომ წაიქცა და ცხვირი დაარტყა. ამბობს იმასაც, რომ წასასვლელი არსად აქვს, ამიტომ ექიმებს საავადმყოფოში მიჰყვება.

 



50 წლამდე ასაკის კაცი, რომლის სახელს და გვარს არ ვასახელებთ გვიყვება, რომ თავშესაფარში ნამყოფი არა, მიზეზი მისი ალკოჰოლზე დამოკიდებულებაა. როგორ აღმოჩნდა ქუჩაში ამის გაგება ვერ მოვასწარით, თუმცა გავიგეთ ის, რომ ღია ცის ქვეშ ეს მისი პირველი ღამე არ იყო.

 

საცხოვრისი საკითხი, საქართველოში ერთეულების პრობლემას, რომ არ წარმოადგეს, სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტის, აკა სინჯიკაშვილის კიდევ ერთი პოსტი ადასტურებს. უმძიმესი ისტორია ჰყვება მოხუცზე, რომელსაც დახმარება ესაჭიროება.

 

„ქალს, რომელსაც ფოტოზე რომ ხედავთ, სამი წელია ვეხმარებით. ჯერ ნაცნობთან შევასახლეთ რამდენიმე თვით, შემდეგ გაგვიმართლა და ერთი ოთახი ვუქირავეთ, მეზობლებმა უჩივლეს სუნი დგას ეზოში, ოთახში ანტისანიტარიაა და გაიყვანეთო. ადგნენ და პირდაპირ ქუჩაში გამოუშვეს. ამ ყინვაში ღამით ბორდიურზე წევს, ავადმყოფი და გაუბედურებული. პოლიციას მივმართეთ, სადაც შეძლეს, ყველგან დარეკეს და ყველამ უარი თქვა დახმარებაზე. ქალაქის ერთადერთ მუნიციპალურ თავშესაფარში თქვეს, რომ ვერ მიიღებენ რადგან ავადმყოფია, გადაადგილება უჭირს და თავის მოვლა არ შეუძლია, თავშესაფარში კი მომვლელები არ ჰყავთ. მთელ ამხელა ქვეყანაში, არ არსებობს დაწესებულება, სადაც უსახლკარო, უპატრონო და მომაკვდავ ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ. ესეთი ადამიანები 70-ზე მეტი გვყავს ქალაქში და 500-ზე მეტი ქვეყანაში. რომლებიც არიან ღრმა მოხუცები, ავადმყოფები, უსახლკაროები და უსაბუთოები. ეგ ჩვენ ვისაც ვახერხებთ, თორემ კიდევ რამდენია ვინ იცის.

 

კითხვა მაქვს ქვეყნის მთავრობასთან, რა ვქნათ? ქუჩაში, რომ დავტოვო შეიძლება გაიყინონ და ვინ არის პასუხისმგებელი? არ არსებობს სამსახური, რომელიც მომაკვდავ მოხუცებს მიხედავს ქუჩაში. დახმარება გვინდა, რომ ცოცხალი გადარჩეს.ამ ხალხს ქუჩაში ათეული წელია სძინავს, ასე გააგრძელონ სიკვდილამდე?“,  - წერს აკა სინჯიკაშვილი.

 




ქალს, გაუმართლა, დღის ბოლოს კერძო თავშესაფარი გამოჩნდა სადაც ბებო გადაიყვანეს, თუმცა სინჯიკაშვილი წერს, რომ სახელმწიფო უწყების არც ერთი წარმომადგენელი საკითხით არ დაინტერესებულა. როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა უსახლკარო ადამიანებთან დაკავშირებით? როგორ ხდება მათთვის სტატუსის მინიჭება და ვინ აკონტროლებს ამ პროცესს? საკითხზე „კომერსანტთან“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იურისტი მარიამ ჯანიაშვილი საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა უსახლკარობასთან ბრძოლის ნაწილში, წლიდან წლამდე არ იცვლება. იურისტი ამბობს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ერთიანი პოლიტიკა. იგი აცხადებს, რომ უსახლკარობის სტრატეგია, რომელიც რაღაც დონეზე მაინც აღწერს არსებულ მდგომარეობას არ არსებობს. ქვეყანას არ აქვს გეგმაც თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მოკლე ან გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

„თბილისის ტერიტორიაზე ერთადერთი თავშესაფარია, რომელიც მიუსაფარ, ქუჩაში მცხოვრები ინდივიდებისთვის ფუნქციონირებს. ეს თავშესაფარი უკიდურესად ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს მათ შორის თვითმოვლის უნარის არ მქონე პირებს, ალკოჰოლზე და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებს არ იღებს. მეორეს მხრივ არ არსებობს ლილოს თავშესაფრის ალტერნატივა და შესაბამისი სერვისი, რომელიც უსახლკაროს  საცხოვრისით უზრუნველყოფდა. ეს ადამიანები მხარდაჭერის გარეშე რჩებიან რაც სახელმწიფო პოლიტიკის დიდი და მნიშვნელოვანი ხარვეზია.

 

ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმით საქართველოს მთავრობას ჰქონდა  აღებული ვალდებულება 2020 წლის დეკემბრამდე შეემუშავებინა საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, თუმცა სტრატეგია ამ დრომდე შემუშავებული არ არის. სამუშაო პროცესში ჩვენც ვიყავით ჩართულები და ვხედავდით, თუ რა გამოწვევები არსებობდა უშუალოდ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც პასუხისმგებელი იყო დოკუმენტის შემუშავებაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2019 წლის აპრილიდან მოყოლებული ეს ჯგუფი რამდენჯერმე შეიკრიბა და ძირითადად ტექნიკურ საკითხებს განიხილავდნენ, შინაარსობრივ საკითხებზე არ გადასულან. ჩვენ დიდი იმედი გვქონდა, რომ მთავრობა საცხოვრისის პოლიტიკას შეიმუშავებდა, შეისწავლიდა უსახლკაროების ფორმებს, მასშტაბებს, გამომწვევ მიზეზებს, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ხელისუფლებამ დაწესებული დედლაინი გაუშვა. ახლა არც გვაქვს ინფორმაცია რა ვადებში გეგმავს ამ პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობის გაგრძელებას ან დასრულებას“, - განაცხადა მარიამ ჯანიაშვილმა.

 

მარიამ ჯანიაშვილი გვიყვება, რომ უცნობია, რამდენი უსახლკარო ადამიანი გვყავს ქვეყანაში მისი თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონით აქვს ვალდებულება, რომ უსახლკარო პირთა სტატისტიკური მონაცემები აწარმოოს, რაც პრაქტიკაში არ სრულდება. იურისტის განმარტებით, სააგენტოს მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ სამი მუნიციპალიტეტის ინფორმაცია აქვს. „EMC“-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ კანონში ასევე მითითებულია მუნიციპალიტეტების ვალდებულება თავიანთ ტერიტორიაზე მცხოვრები უსახლკარო პირები დაარეგისტრირონ და უზრუნველყონ თავშესაფრით, თუმცა ჯანიაშვილის განცხადებით არაპრიორიტეტულობის გამო ეს ვალდებულებაც არ სრულდება.

 

„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ სახელმწიფომ არ იცის რამდენი უსახლკარო ჰყავს, სახელმწიფო ასევე არ იცის უსახლკაროდ ვის თვლის. კანონმდებლობაში უსახლკარო პირის ცნება ძალიან ბუნდოვანია და მუნიციპალიტეტების მიერ დიდად არ გამოიყენება. ადგილობრივი ხელისუფლება უსახლკარო პირებს აწვდის შესაბამის სერვისებს, მაგრამ არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა. მუნიციპალიტეტი საცხოვრისის პოლიტიკას საკუთარი შეხედულებების მიხედვით ახორციელებს.  თუმცა, შეიძლება სხვა მუნიციპალიტეტს საცხოვრისის პოლიტიკა საერთოდ არ ჰქონდეს და მხოლოდ, იმიტომ, რომ ეს ადამიანი ამ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს შეიძლება ელემენტარული მხარდაჭერის გარეშე დარჩეს. სადაც ეს წესები არსებობს იქ ხარვეზებია და არ შეესაბამება ის საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც საქართველოში უნდა დავამკვიდროთ“, - განმარტავს იურისტი.

 

იურისტი ამბობს, რომ ლილოს თავშესაფრის სერვისი არ შეიძლება ადეკვატურ სერვისად ჩაითვალოს. მისი განმარტებით, გარდა იმისა, რომ თავშესაფარი არ იღებს იმ ადამიანებს, რომელთაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება, ასევე არის ინსტიტუციური გარემო, რაც ჯანიაშვილის თქმით, ნიშნავს იმას, რომ ბენეფიციარებს არ აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ინდივიდუალური სივრცე ჰქონდეთ. „EMC“-ის წარმომადგენელი გვიყვება, რომ პრობლემაა საერთო სველი წერტილები, სპეციალური რეჟიმი, შესვლა - გასვლის წესები. მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ თავშესაფარი ქალაქთან დაშორებულია, რაც იურისტის განმარტებით ინსტიტუციონალიზმის საფრთხეს ჰქმნის.  იურისტი ამბობს, რომ უსახლკაროთა რეგისტრაციისთვის იმდენი კრიტერიუმი დაწესებული, რომ ხანდახან ამ ადამიანების რეგისტრაცია შეუძლებელია.

 

„უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის მუნიციპალიტეტს ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს. იგივე თბილისის ნაწილში, რაც უსახლკაროთა რეგისტრაციის წესმა მუშაობა დაიწყო, მარტო თბილისის მუნიციპალიტეტს მოთხოვნით 2015 წლიდან 15 000 - ზე მეტმა პირმა მიმართა. ჯერ კიდევ ათასობით განაცხადი განუხილველია, მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობაა დაკმაყოფილებული. წესით თავშესაფარი უნდა იყოს დროებითი, სანამ სახელმწიფო არ შეისწავლის ამ პირის საჭიროებას და არ გადაამისამართებს სხვა სერვისში. ლილოს თავშესაფრის შემთხვევაში ეს ასე არ არის.  შეიძლება ადამიანი წელიწად-ნახევრის განმავლობაშიც დარჩეს ამ თავშესაფარში, მხოლოდ იმიტომ რომ სახელმწიფო ვერ სთავაზობს გაძლიერების და ამ უსახლკარობის მდგომარეობიდან ამოსვლის მექანიზმებს. როგორც კი წყდება რაღაცა ტიპის სერვისი, იგივე ლილოს თავშესაფრის სერვისი ეს ადამიანი დიდი ალბათობით ისევ ქუჩაში გადადის.  პრობლემის დროებით მოგვარების ფუნქციას უფრო ასრულებს ვიდრე ადამიანის დახმარების და გაძლიერების“, - აცხადებს მარიამ ჯანიაშვილი.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, წლების განმავლობაში რატომ არ მოგვარდა ქვეყანაში საცხოვრისის პოლიტიკა, იურისტი გვპასუხობს, რომ აღნიშნული საკითხი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული არ არის. იგი გვიყვება, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს დაწესებული საცხოვრისის პოლიტიკა, სადაც მინიმალურ სტანდარტებს მაინც დაწესდება, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში უსახლკარობასთან ბრძოლა.  მარიამ ჯანიაშვილის თქმით, პრობლემა უფრო მწვავე რეგიონებში, სადაც მუნიციპალიტეტებს შეზღუდული ცოდნა, ფინანსური და ადამიანური რესურსები აქვთ.

 

„სახელმწიფოსთვის უფრო მარტივია პროაქტიური, ეფექტიანი ერთიანი სისტემის შექმნის სანაცვლოდ, დროებითი თუნდაც არაეფექტიანი და შეიძლება რაღაც დონეზე ძვირიც, მაგრამ მისთვის შედარებით უმტკივნეულო სერვისები მიაწოდოს ადამიანებს და პრინციპში ამ პრობლემის მასშტაბს ვერ ხედავს. სისტემას შექმნა ნამდვილად სჭირდება და ეს არის ძირითად გამოწვევა რაც დავინახეთ, როდესაც სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება მიმდინარეობდა. სისტემა ყოვლისმომცველი უნდა იყოს, მარტო უსახლკარობასთან ბრძოლა არ არის, იქ არის გამოსახლების საკითხები, საკრედიტო პოლიტიკა, იქ არის სოციალური დაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის პოლიტიკა და ა.შ რომელიც უნდა გაითვალისწინოს ამ სტრატეგიამ. შესაბამისად ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება კარგი პოლიტიკის და სტრატეგიების ჩამოყალიბებას. რასაც მე ვხედავ, მთავრობაში მზადყოფნა არ არის. თუმცა, მეორეს მხრივ აღსანიშნავია ისიც რომ გაქვს საერთაშორისო სტანდარტები რომლებიც გვეუბნებიან რომ ამ ნაწილში სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს ადამიანები საცხოვრისით თუმცა ეს საერთაშორისო ვალდებულება შეუსრულებელი რჩება და ქვეყანა წინ ვერ მიდის“, - ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

 

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იურისტი „კომერსანტთან“ საუბრობს იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომელის საქართველოს მთავრობა პრობლემის მოგვარების კუთხით უნდა გადადგას.

 

„კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით, როგორც ცენტრალურმა ასევე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ და ადამიანები უსაფრთხო თავშესაფრით უზრუნველყონ. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გვეუბნება, რომ სულ მცირე პანდემიის პირობებში ადამიანები არ უნდა იყვნენ ფიზიკურად განადგურების საფრთხის წინაშე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს დროში განახლდეს მუშაობა სახელმწიფოს სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე. ასევე მნიშვნელოვანია ცვლილებები კანონმდებლობაში და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვება. არსებული სერვისების რევიზია იმიტომ, რომ მუნიციპალურ დონეზე ეს სერვისები მოკლევადიანი არ ითვალისწინებს ბენეფიციარების გაძლიერების ელემენტებს, მათი უსახლკარობიდან ამოყვანის მექანიზმებს და ა.შ. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ სწორება გააკეთოს უფრო გრძელვადიან სერვისებზე და ამ ადამიანების რეალურ გაძლიერებაზე. ძალიან ბევრი მიმართულებაა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სულ მცირე პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკითხს ერთხელ და სამუდამოდ ქმედითი ზომები მიიღოს“, - განმარტა მარიამ ჯანიაშვილი.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up