სახელმწიფო თხილის კულტურის დაცვის ღონისძიებებზე დარგის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს

სახელმწიფო თხილის კულტურის დაცვის ღონისძიებებზე დარგის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს

access_time2019-02-11 16:13:37

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი,  ზუგდიდში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3  კონფერენციას დაესწრო. კონფერენციაზე  თხილის სექტორში  არსებულ გამოწვევებსა  და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.  მინისტრმა  ხაზი გაუსვა მეთხილეობის დარგის განვითარების მნიშვნელობას, დეტალურად ისაუბრა   სახელმწიფოს ხედვასა და    თხილის კულტურის  დაცვის მიზნით დაგეგმილ  ხელშემწყობ ღონისძიებებზე. 

„მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ძალებით გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას. თხილის მწარმოებელ ასოციაციაში შარშან რამდენიმე ასეულ ფერმერთან ერთად გამოვცადეთ პროგრამა, რომელმაც ძალიან კარგი შედეგები მოგვცა. ჩვენ უნდა გავზარდოთ ფერმერთა ჩართულობა. წელს 15 ათასამდე ფერმერის ჩართვასა და მობილიზებას ვცდილობთ თხილის გადარჩენის პროგრამაში. საამისოდ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრებიც არის გამოყოფილი. პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფერმერებმა ყველა აგროღონისძიება ჩაატარონ იმ რჩევების შესაბამისად, რომლებსაც სამინისტრო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ერთობლივად მოამზადებენ. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შეისყიდის და ასოციაციას გადასცემს  2000 ერთეულ მაღალი ეფექტიანობის შესაწამლ აპარატს  და უსაფრთხოების საშუალებებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ა. ვიბლერმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „თხილის დაცვის პროგრამაზე“  დარგის წარმომადგენლებთან და  საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, რომელიც  8000-მდე წევრს აერთიანებს,   წლის დასაწყისიდან  მუშაობს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს და ასოციაციის მონაწილეობით, შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც    მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს თხილის დაცვის  და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების მიზნით, მავნებებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროსამუშაოები, რათა თავიდან აიცილონ  თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი.

თავის მხრივ, მეთხილეთა ასოციაცია, ასოციაციის წევრებს სთავაზობს  შეღავათებს   მომსახურებაზე:   ნიადაგის გამოკვლევა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის აუცილებელი ტექნიკის გამოყენება, მოსავლის შრობა, სასუქებისა და  პესტიციდების შესაძენად აგროკრედიტებზე ხელმისაწვდომობა. 

კონფერენციას ესწრებოდა  პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რომელმაც  აღნიშნა რომ მეთხილეობის დარგში არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა.

სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელიამ ვრცლად ისაუბრა რეგიონში თხილის სექტორში  არსებულ ვითარებაზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

კონფერენციის მუშაობაში  400-მდე ფერმერი, მსხვილი მწარმოებლები,  ექსპორტიორები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი  ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 





მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up