მთავრობა ტურისტული ბიზნესისთვის საბანკო პროცენტების თანადაფინანსებას 6 თვით ახანგრძლივებს

მთავრობა ტურისტული ბიზნესისთვის საბანკო პროცენტების თანადაფინანსებას 6 თვით ახანგრძლივებს

access_time2020-08-31 16:10:04

“უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩაქვში განაცხადა, სადაც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე და ქობულეთის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ანანიძე წარადგინა.


პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს შეეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მლნ-მდე, თუმცა, ამავდროულად, გიორგი გახარიას თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც საოჯახო სასტუმროს პრინციპით აქირავებდნენ ოთახებს და თითოეულ მათგანთან იქნება პერსონალური მიდგომა.

 


ქობულეთი, უკვე, სადღაც მე-19 საუკუნიდან ჩამოყალიბდა, როგორც ელიტური კურორტული ზონა, ქალაქი. რა თქმა უნდა, ახლა ტურიზმის გარეშე ქობულეთი წარმოუდგენელია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. სამწუხაროდ, წელს ამ გლობალური პანდემიის გამო დავზარდალდით ყველანი, ქვეყანაც და აჭარაც, პირველ რიგში ქობულეთიც, თუმცა ჩვენ რითიც შეგვეძლო სწრაფად დავუდექით განსაკუთრებით ტურისტულ ბიზნესს, სასტუმრო ბიზნესს გვერდით. აქამდე არ მითქვამს აჭარაში, რადგან აჭარის ფარგლებშიც ქობულეთი ალბათ ყველაზე უფრო დაზარალდა, აქედან ვიტყვი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით.

 

ეს ეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მლნ-მდე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც 2-3 ოთახს საოჯახო სასტუმროს პრინციპით აქირავებდნენ და აქაც მინდა დაგპირდეთ, რომ ჩვენ გუშინ, გუშინ წინ გვქონდა საუბრები რეგულატორთან, ცალკეულ ბანკებთან და თითოეულ მათგანთან იქნება პერსონალური მიდგომა. ჩვენ ამას გავაკონტროლებთ, ყველაფრით დავეხმარებით ადამიანებს, რომ სესხების გადავადება მოხდეს შემდგომი სეზონის დაწყებამდე. ყველამ ერთად ვიშრომოთ, ვიზრუნოთ, ეპიდემიოლოგიებთან ერთად დავიცვათ ყველა წესი და კანონი, რათა შემდგომი სეზონი გვქონდეს ნორმალური. ჩვენ ხომ სხვებთან შედარებით უკეთ შევძელით, რომ დაგვეცვა და გავმკლავებოდით გლობალურ პანდემიას და დღეს ახლა ბათუმში, არ უნდა ვამბობდე ამას, საამაყო ამაში არაფერია, შეიძლება, ერთის მხრივ, ეპიდემიოლოგების და ექიმების მხრივ, მაგრამ დღეს ახლა ბათუმში როცა ვმოძრაობ და ვსეირნობ ვხედავ, რომ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებს პანდემია ცოტა ხნით დაავიწყდათ. მივცეთ ახლა ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობა, რომ სწავლის დაწყებამდე ცოტა მოდუნდნენ და დაისვენონ, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სექტემბრიდან ყველამ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები იმისთვის, რომ პირველ რიგში გავუფრთხილდეთ ჩვენს ბავშვებსა და მოხუცებს, რა თქმა უნდა, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკონომიკას,“- განაცხადა პრემიერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up