„სახელმწიფოს სხვა გზა აღარ აქვს, ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ“ - ირაკლი როსტომაშვილი დეველოპერებისთვის   გაწეულ  შეღავათებზე საუბრობს

„სახელმწიფოს სხვა გზა აღარ აქვს, ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ“ - ირაკლი როსტომაშვილი დეველოპერებისთვის გაწეულ შეღავათებზე საუბრობს

access_time2020-02-07 13:30:42

საბანკო და სამშენებლო რეგულაციების, ნებართვების გართულებული გაცემის და ზოგადად, გამოწვევებით სავსე პერიოდის შემდეგ, სამშენებლო ბიზნესს შეღავათი გაეწევა. კერძოდ, 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კომპანიებს შეღავათები 2026 წლამდე გაუხანგრძლივდათ .


სამშენებლო სფეროსთვის მძიმე დარტყმების, შეჩერებული გაყიდვებისა და დაკარგული ინვესტიციების შემდეგ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სექტორზე ხელშეწყობა ჯანსაღ გადაწყვეტილებად მიაჩნია, „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელ ირაკლი როსტომაშვილს.  მიუხედავად ამისა, მას უჭირს იმის თქმა, თუ რა ვადაში აისახება კომპანიებისზე მათთვის გაწეული შეღავათი.


„სახელმწიფოს სხვა გზა აღარ აქვს, ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. ვთქვათ ჩაუდგა სახელმწიფო ჯიბრში დეველოპერებს და არ მისცა შეღავათი, რა იქნება მერე? ამით ფულს იშოვიან თუ რას იზამენ? ისევ ისე დარჩება სექტორი როგორც დღესაა. ამიტომ მგონია, რომ ჯანსაღი ხელშეწყობა არის მთავარი და ამ ნაბიჯს დგამენ. როგორც დეველოპერების ასევე მყიდველების პრობლემა მთლიანად ეკონომიკაზეა გადაჯაჭვული. ადამიანმა, რომელმაც წლების წინ სესხით იყიდა ბინა და იმ ვალდებულებას დღემდე იხდის, თავისდაუნებურად გაეზარდა გადასახადი ლარის გაუფასურების გამო. აღარ არის გადახდისუნარიანი. სახელმწიფო ზუსტად  ამ კრიზისის  დაძლევის ალტერნატივას სთავაზობს. თუმცა, არ ვიცით რა ვადაში დავინახავთ შედეგს, რადგან ყველა კომპანიას სხვადასხვა პრობლემა აქვს.“-ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.


როსტომაშვილი იმასაც უსვამს ხაზს, რომ მსგავსი პრობლემა რაც დეველოპერებს ჩვენს ქვეყანაში აქვთ, მხილოდ საქართველოს ბაზარზე არ არის, რადგან მსოფილიოში  სამშენებლო ბიზნესს, სხვადასხვა კრიზის დროს უწევს მსგავს საკითხებთან გამკლავება.



„როდესაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იყო,ის   დეველოპერულ ბაზარზეც  აისახა. სახელმწიფოებმა  დეველოპერებს სხვადასხვა კამპანიებით  ხელი შეუწყვეს . იგივე ხდება აქაც და ძალიან კარგი ფაქტია.“-ამბობს როსტომაშვილი.


„კომერსანტის“ კითხვაზე 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კომპანიებისთვის გაწეული შეღავათები, არის თუ არა წლების წინ გამოცხადებული სამშენებლო ამინისტიის გაგრძელება, „საქართველოს მენაშენეთა ასოიციაციის“ ხელმძღვანელი გვპასუხობს, რომ:


„ადრე იყო ობიექტური მიზეზი, 2008 წლის ომის დროს როდესაც ეკონომიკური ვარდნა დაიწყო, სამშენებლო სექტორზე მძლავრად აისახა. დღეს იგივე მიზეზი არ გვაქვს, თუმცა, შეღავათის გაწევას ბაზარი ნამდვილად ითხოვს.“


შეგახსენებთ, რომ 6 თებერვლს გამართულ მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კომპანიებისთვის გაწეული შეღავათები.


როგორც გახარიამ აღნიშნა, ასეთი პროექტები საკმაოდ ბევრი იყო, რის გამოც მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ვადა 2026 წლამდე გაეგრძელებინა.


“მოგეხსენებათ, რომ 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობების მხარდაჭერისთვის და ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება კანონის ეს მუხლი გავაგრძელოთ 2026 წლამდე. ეს ცვლილება, ეს შეღავათი იყო ძალზედ ეფექტური, რამაც ხელი შეუწყო ბევრ დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ასეთი პროექტები იყო საკმაოდ ბევრი და მივიღეთ გადაწყვეტილება ეს შესაძლებლობა ჩვენს ბიზნესს მივცეთ 2026 წლამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


ნათია ლომიძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up