„სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, დეველოპერებს ფასების შემცირება მოუწევთ“

„სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, დეველოპერებს ფასების შემცირება მოუწევთ“

access_time2021-01-14 18:00:00

„სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, დეველოპერებს ფასების შემცირება მოუწევთ, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ბინებზე ფასების შემცირებას ქალაქის მასშტაბით“, - ამის შესახებ Cushman & Wakefield Georgia-ს კვლევაშია აღნიშნული.



ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდგომ, კერძოდ, იანვარიდან დეკემბრამდე მოცემულ სექტორში ტრანზაქციების რაოდენობა თანდათანობით შემცირდება, გაყიდვების კლება თებერვალსა და მარტშიც გაგრძელდება, თუ სექტორის სტიმულირება არ მოხდა.



„თბილისის საცხოვრებელი სექტორი ღრმა კრიზისისგან სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამამ იხსნა, თუმცა აღნიშნული პროგრამა 2020 წელს დასრულდა. 2020 წლის ბოლო მიწურულს, დეველოპერებმა არაერთხელ მიმართეს სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამის გადავადების თხოვნით, თუმცა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული ხარჯები არ არის გათვალისწინებული.



ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იანვარიდან დეკემბრამდე მოცემულ სექტორში ტრანზაქციების რაოდენობა თანდათანობით შემცირდება, გაყიდვების კლება თებერვალსა და მარტშიც გაგრძელდება, თუ არ მოხდა სექტორის სტიმულირება. სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, დეველოპერებს ფასების შემცირება მოუწევთ, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ბინებზე ფასების შემცირებას ქალაქის მასშტაბით. არ ველოდებით მოთხოვნის ზრდას იმ ქვეკატეგორიის უძრავ ქონებებზე, რომელზეც 2020 წელსაც საკმაოდ დაბალი მოთხოვნა იყო, კერძოდ, საშუალო, პრემიუმ კლასისა და მეორეულ ბინებზე. საბოლოო ჯამში, 2021 წლის პირველ კვარტალში მაინც, მოთხოვნის კლების ტენდენცია გარდაუვალია“, - ნათქვამია კვლევაში.




Cushman & Wakefield Georgia-ს პროგნოზით, ტრანზაქციების დონე პრეკრიზისულ ნიშნულს 2022 წლამდე არ დაუბრუნდება. 2021 წლის პირველ ნახევარში ფასები შემცირდება, რაც შემდგომ, მეტნაკლებად, დასტაბილურდება.



„ფასების შემცირება, სავარაუდოდ, დეველოპერების დემოტივაციას გამოიწვევს და გადავადდება ან შეჩერდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. ეკონომიკური აღდგენის ტრაექტორიის გათვალისწინებით, მოთხოვნა შესაძლოა გაიზარდოს პერიფერიულ ბინებსა და მიწის ნაკვეთებზე. 2020 წელს გამოიკვეთა თბილისთან ახლოს მდებარე მთიან ადგილებსა და მცხეთის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების შეძენის ტენდენცია, რაც შესაძლოა 2021 წელსაც გაგრძელდეს“,- აღნიშნულია კვლევაში.




BPN.GE








დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-25 21:00:45
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   2. NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა,...

Forbes: პანდემიის შედეგად, განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა

Forbes: პანდემიის შედეგად, განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა
access_time2021-01-25 19:45:21
2020 წელს მსოფლიომ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ღრმა და სწრაფი კრიზისი გადაიტანა. ის ეკონომიკის ან ფინანსების სფეროდან არ მოსულა - სახელმწიფოებმა საკუთარი მოქალაქეები სახლებში საკუთარი ნებით გაუშვეს.   ამის გამო მათ მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამები აამუშავეს. ცენტრალური ბანკების ეფექტურმა და კოორდინირებულმა ქმედებებმა მარტში მთელი მსოფლიო ლიკვიდურობის კრიზისისგან გადაარჩინეს, რის წყალობითაც, 2020 წლის მე-2 კვარტალში ფინანსურმა ბაზარმა ზრდა...

დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება

დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება
access_time2021-01-25 18:34:24
„კომერსანტი“ გთავაზობთ EKHOKAVKAZA-ს  სტატიის ქართულ ვერსიას, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს. აფხაზეთში ბევრი იმედოვნებდა, რომ 2020 წელი კორონავირუსსაც თან გაიყოლებდა, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა  - იანვარის პირველი დღეებში დაინფიცირების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა დაფიქსირდა.   დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა, რაც...

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე
access_time2021-01-25 17:30:11
„ეს ჩვენი არჩეული  მთავრობაა და ჩვენ უნდა მივუთითოთ.  არავინ გაჩერდება , პროტესტი იქნება  ბოლომდე, ჩვენ გუშინაც შევუერთდით მიტინგს, რომელიც  სრულიად აპოლიტიკური  იყო და შემდეგ პოლიტიკა მიაბეს.  უბრალოდ,  სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ორგანზებულ აქციაზე პოლიტიკოსები მოვიდნენ. ჩვენ ყველანაირად ვეტყვით იგივე ამირან გამყრელიძეს, რომ  ჯერ ბიუჯეტის შევსებაა...

FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა

FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა
access_time2021-01-25 15:21:42
საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   საფინანსო სექტორში რეზოლუციის კანონმდებლობის შემოღება გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ უარყოფითად ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე, კანონმდებლობის დაანონსებისას შეაფასა და განაცხადა, რომ თუკი ეს კანონი ამოქმედდებოდა 3 ბანკს: თიბისის, საქართველოს ბანკს და ლიბერთის „მხარდაჭერის რეიტინგს“ არსებული 4 დონიდან 5 დონემდე დაუწევდა.   თუმცა,...


მსგავსი სიახლეები

up