"სახელმწიფო სუბსიდირება რომ არა, პურზე ფასი სავარაუდოდ 15-20 თეთრით გაიზრდებოდა" - ლევან სილაგავა

access_time2021-01-23 15:40:25

სახელმწიფო სუბსიდირება რომ არა, სამწუხაროდ, პურზე ფასი სავარაუდოდ იქნებოდა15-20 თეთრით გაზრდილი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა.

მან კომენტარია გააკეთა ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდიის 10 ლარიდან 15 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ფქვილის ფასის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ორ ეტაპად ხორციელდება. კერძოდ, სილაგავას განმარტებით, პირველ ეტაპზე, დეკემბერ-იანვარში, როდესაც საქართველოს თავისუფალ ბაზარზე ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 63 ლარი ღირდა, ათლარიანი სუბსიდია საკმარისი იყო, თუმცა უკვე თებერვალსა და მარტში, გლობალურ ბაზრებზე ხორბლის მნიშვნელოვანი გაძვირების შედეგად, საქართველოშიც ფქვილის ფასი 68 ლარამდე გაიზარდა.

„ამიტომ გახდა საჭირო სუბსიდირების თანხის 15 ლარამდე გაზრდა, რათა ქვეყანაში ყოველდღიური მოხმარების, ე.წ ქარხნული პური მომდევნო თვეებშიც არ გაძვირდეს.

ვიცით, რომ მსოფლიო ბაზრებზე სერიოზული რყევები იყო 2020 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ახლაც გრძელდება და ხორბლის ფასი საკმაოდ მაღალია. თუ 2020 წლის სექტემბერში ერთი ტონა ხორბლის ფასი 200 დოლარი იყო, ახლა უკვე 300 დოლარია. შესაბამისად, მთავრობამ განახორციელა ოთხთვიანი სუბსიდირების პროგრამა ფქვილზე, რათა ყოველდღიური მოხმარების, ქარხნულ პურზე ფასის გაზრდა არ მომხდარიყო. ეს ოთხთვიანი პროგრამა, პირველი დეკემბრიდან დაიწყო. ტენდერის პირობა იყო, რომ წისქვილკომბინატებს პურის ქარხნებისთვის ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 53 ლარად მიეწოდებინათ იმისათვის, რომ პური არ გაძვირებულიყო. თუმცა პირველი ტენდერის დროს, ანუ 2020 წლის დეკემბერში თუ ერთი ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი ჩვენთან, თავისუფალ ბაზარზე იყო 63 ლარი, დღეს უკვე მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირების პარალელურად, საქართველოში თავისუფალ ბაზრებზე ერთი ტომარა ფქვილის ფასი არის 67-68 ლარის ფარგლებში. შესაბამისად იმისათვის, რომ წისქვილკომბინატებმა მიაწოდონ პურის ქარხნებს 53 ლარად ფქვილი, აღარ არის საკმარისი 10-ლარიანი სუბსიდია და საჭირო გახდა სუბსიდირების თანხის 15 ლარამდე გაზრდა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ლევან სილაგავამ.


ამასთან, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, 27 იანვარს გამოცხადდება ტენდერი და ნებისმიერ წისქვილკომბინატს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მასში მონაწილეობა თავისუფალი პრინციპით. სილაგავას თქმით, წისქვილკომბინატების მხრიდან ინტერესი სავარაუდოდ მაღალი იქნება.

„ეს სუბსიდირების პროგრამა მოიცავს ახლა უკვე პირველი თებერვლიდან, პირველ აპრილამდე დღევანდელი ფასის დაჭერას. მონაწილე კომპანიები ამ პირობით შედიან ტენდერში, რომ 53 ლარად მიაწოდებენ პურის ქარხნებს ფქვილს, რომ ყოველდღიური მოხმარების, ე.წ. ქარხნული პური არ გაძვირდეს. რომ არა სახელმწიფო სუბსიდირება, სამწუხაროდ ფასი იქნებოდა პურზე სავარაუდოდ 15-20 თეთრით გაზრდილი. ეს იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯი მთავრობის მიერ იმისათვის, რომ ყოველდღიური მოხმარების პური არ გაძვირებულიყო“, – აღნიშნა ლევან სილაგავამ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up