სახელმწიფო სმარტფონში: „ეს არის ძალიან დიდი რეფორმა,რომელიც სამწუხაროა, რომ დაგვასწრო უკრაინამ“

სახელმწიფო სმარტფონში: „ეს არის ძალიან დიდი რეფორმა,რომელიც სამწუხაროა, რომ დაგვასწრო უკრაინამ“

access_time2020-02-10 14:30:00

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მესამე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც უახლეს სერვისს -  „სახელმწიფო სმარტფონში“ იყენებს. საუბარია, აპლიკაციაზე DIA, რომელიც სახელმწიფო მომსახურების ელექტრონულად მიღებას გულისხმობს.


ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პროგრამის შესამუშავებლად ქვეყნის ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა, პროცესს კი ნახევარი წელი დასჭირდა.


„სახელმწიფო უნდა იყოს ადამიანისთვის უბრალოდ მომსახურება, ხელმისაწვდომი და რაც ყველაზე მთავარია - მარტივი და გასაგები. უკრაინა ევროპის მესამე ქვეყანაა, რომელიც ამ სერვისს იყენებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ აპლიკაციის შესაქმნელად არცერთი გრივნა არ დახარჯულა სახელმწიფო ბიუჯეტიდან“- ამბობს ზელენსკი.


უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თებერვლის ბოლომდე უკრაინის მოქალაქეებს ციფულ პასპორტებთან ექნებათ წვდომა.



„სმარტფონის მეშვეობით უკრაინის მოქალაქეები შეძლებენ თავიანთი იდენტობის ელექტრონულად დადასტურებას სარკინიგზო ტრანსპორტის გამოყენებისას, სამედიცინო მოსახურებისას, საბანკო ოპერაციებისთვის და ასე შემდეგ“ - აღნიშნა ვლადიმერ ზელენსკიმ.  


ელექტრონული მმართველობის სისტემის საქართველოში დანერგვაზე, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ქვეყნის მოსახლეობისთვის საჯარო სექტორთან კომუნიკაციის დროს, დიდი ხანია საუბრობს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.


„ეს არის ძალიან დიდი რეფორმა, რომელიც სამწუხაროა, რომ დაგვასწრო უკრაინამ. თუმცა, მე მაქვს ორი პროექტი, რომელიც არ განუხორციელებია არავის და იმედი მაქვს, რომ პირველად საქართველოში განვახორციელებთ. მოქალაქის და ბიზნესის ურთიერთობა სახელმწიფოსთან პირდაპირ სმარტფონის მეშევეობით უნდა ხდებოდეს, რომ არ უწევდეს ფიზიკური კონტაქტი საჯარო მოხელეებთან მოქალაქეს.  ეს არის იუსტიციის სახლის განვითარების შემდეგი ეტაპი.  ასევე, ეს პლატფორმა ინვესტიციების მოსაზიდად შეიძლება გამოვიყენოთ, რათა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჰქონდეს შესაძლებლობა ინვესტორს განახორციელოს ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში და მიიღოს ნებისმიერი მომსახურება საქართველოს მხრიდან. რა კომპონენტიც აკლია ზელენსკის ინიციატივას, ეს არის კერძო სექტორთან თანამშრომლობით განხორციელდეს ასეთი ინვესტიციები.  მაგალითად, თუ სახელმწიფო აწვდის ინვესტორს სერვისს, რომ კომპანია დაარეგისტრიროს საქართველოში , ბანკმა დაუმატოს სერვისი ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით. ასეთი დაახლოებით 10-ამდე პროექტი გვაქვს, რომელიც სწრაფ განვითარებას მისცემს ქვეყანას.“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.


 აღსანიშნავია, რომ  ამ ეტაპზე მსგავსი სერვისით  იაპონიაცაა დაინტერესებული.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up