„სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“

„სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“

access_time2019-12-15 12:00:58

რადიო კომერსანტის გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლემ, ხატია არდაზიშვილმა სახელმწიფო შესყიდვებზე, შესყიდვების პროცესში დისკვალიფიკაციასა და მის შედეგებზე ისაუბრა.


„სახელმწიფო შესყიდვები ძალიან რთული და საინტერესო თემაა.შესყიდვა ფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით, ეს შეიძლება იყოს ცენტრალური, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სახსრებით.


სახელმწიფო შესყიდვის დაწყების პირველი ეტაპი შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ, სატენდერო კომისიის შექმნით იწყება. სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეული იყვნენ ექსპერტები და სპეციალისტებიც. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია,როგორც დავების განხილვის საბჭოში, ისე სასამართლოში.



საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა სავალდებულოდ მიიჩნევს ერთჯერადად ზემდგომ ადმინისტრაციის ორგანოში გასაჩივრების წესს და იქვე აკეთებს განაწესს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.როგორც აღვნიშნეთ, პრეტედენტს შეუძლია გადაწყვეტილება გაასაჩივროს,როგორც დავების განხილვის საბჭოში, ისე სასამართლოში. რომელ გზას აირჩევს, მასზეა დამოკიდებული. ძირითადად ორივე შემთხვევა გვხვდება.რაც შეეხება, გასაჩივრების საგანს, შესაძლოა გასაჩივრდეს სატენდერო პირობები,რომელიც ოქმით არის მიღებული; ასევე გასაჩივრდეს დისკვალიფიკაციის, ან ხელშეკრულების დადების მიზნით, რაიმე არაკეთილსინდისიერი ქმედებასთან, ან შავ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.




დისკვალიფიკაციის საფუძველი შეიძლება იყოს სატენდერო წინადადებაზე უარის თქმა, ტექნიკური დეტალების შეუსაბამობა სატენდერო პირობებთან,თუ სატენდერო კომისია გარკვეულ ვადას მისცემს, შესაბამისობაში მოიყვანოს ტექნიკური დოკუმენტაციას და ამას არ განახორციელებს ან განახორციელებს არასრულად, ან იმდაგვარად მოიყვანს შესაბამისობაში,რომ შეცვლის ტექნიკურ დოკუმენტაციას"–აცხადებს არდაზიშვილი.


მისივე ინფორმაციით, დისკვალიფიკაციის საფუძველია ასევე ის, როცა პრეტედენტი არ შეასრულებს ხელშეკრულებას, ან უარს იტყვის ხელშეკრულების დადებაზე. იგი დისკვალიფიცირდება, თუ ხელშეკრულების დადების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას. ეს უკანასკნელი შესაძლებელია გახდეს პრეტედენტის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი და ამდენად, იგი მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.


სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს. როდესაც პრეტედენტი შედის ტენდერში და ამბობს,რომ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია კონკრეტულ კომპანიასთან არც ფასზე და ნებისმიერ საკითხზე, ამას თანხმდება, აწერს ხელს და შემდეგ აღმოაჩენენ,რომ კომპანიებს ჰყავთ საერთო დირექტორი, ან ერთი და იგივე წარმომადგენელი, ან ერთიდაიგივე აიპი მისამართიდან არის ატვირთული ტექნიკური დოკუმენტები (დეტალურად ხდება ამ საკითხის გამოკვლევა ) და თუ აღმოჩნდება,რომ ეს ურთიერთდაკავშირებული პირები ფორმალურად ქმნიან კონკურენტულ გარემოს, ქმედება მიიჩნევა არაკეთილსინდისიერად,“- ამბობს ხატია არდაზიშვილი.


ნათია კეკენაძე 




Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში
access_time2020-09-23 21:00:36
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მეუღლე  კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა. ეს დონორი - რუსული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ლუბოვ ჩერნუხინაა, რომლის გვარიც საეჭვოდ ემთხვევა ახლო წარსულში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გვარს.   არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს რუსი მილიარდერია პუტინის კარის ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა.   პირველმა ეჭვები...

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია
access_time2020-09-23 19:00:54
„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ასე ეხმაურება „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია კომერსანტის სტატიას, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტზეა საუბარი. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია მშენებლობას დარღვევების გარეშე, კანონის სრული დაცვით ახორციელებს.   „მესმის რომ მეზობლებს არ სიამოვნებთ მშენებლობა, ერჩიათ როდესაც ​გადმოიხედავდნენ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-23 21:30:55
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:  1.უბანი წყალზე - როგორ აშენებს „არქი“ პრემიუმ კლასის პროექტს „კომერსანტს“ თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დაუკავშირდა, ისინი წლებია ძველ იპოდრომთან მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ, თუმცა უშედეგოდ. ,,არქის  წინააღმდეგ დავა წლებია სასმართლოშიც მიმდინარეობს,   მაგრამ პრობლემის...

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
access_time2020-09-23 18:13:22
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.   დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების...


მსგავსი სიახლეები

up